პირველი იანვრიდან ბელგია ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე გახდა.
თავმჯდომარეობა ბელგიამ ესპანეთისგან გადაიბარა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველ 6 თვეში, როტაციის პრინციპით გადაიცემა წევრ ქვეყნებს შორის.
ბელგიის თავმჯდომარეობა 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მას უნგრეთი გადაიბარებს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლაბიბმა წარადგინეს ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.
პრიორიტეტები მოიცავს დისკუსიებს ევროკავშირის რეფორმირებაზე, ინოვაციებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სტიმულირებაზე, ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვასა და მშვიდობის ხელშეწყობაზე.
დე კროოს განცხადებით, პრიორიტეტები ასევე მოიცავს ევროკავშირის შესაძლო გაფართოებას აღმოსავლეთით და დასავლეთ ბალკანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით.