პუტინი სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია და თუ გაიმარჯვებს, ვახშამზე შეგჭამთ -ვოლოდიმირ ზელენსკი

76
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ ის ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან მშვიდობისკენ მიმართულ ფუნდამენტურ ნაბიჯებს.

ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაცვლად უკრაინელები განიცდიან საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე.

“მე მხოლოდ ტერორისტული ქვეყნის ნაბიჯებს ვხედავ. თუ რუსეთი აგზავნის სიგნალებს კონფლიქტის გაყინვის შესახებ, როგორც ზოგიერთი დასავლური მედია იუწყება, ეს იმიტომ კი არ არის, რომ ისინი წმინდანები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი რაკეტები, საბრძოლო მასალა ან გაწვრთნილი ჯარები. მათ ეს შესვენება სჭირდებათ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი ომს დასავლეთს მიუახლოვებს.

“პუტინი სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია და თუ გაიმარჯვებს, ვახშამზე შეგჭამთ ევროკავშირთან, ნატოსთან, თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად”, – დასძინა მან.