ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იაპონიას მხარდაჭერას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აშშ მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს.
“როგორც ახლო მოკავშირეები, აშშ და იაპონია იზიარებენ ღრმა მეგობრულ კავშირს, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხს. იაპონელ ხალხზე ვფიქრობთ ამ რთულ პერიოდში”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 7.6 მაგნიტუდას აღწევდა.