სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი დაჭრეს

26
spot_img

სამხრეთ კორეის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, ლი ჯემიუნგი ქალაქ ბუსანში, პრესკონფერენციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

თავდამსხმელი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ლი ჯემიუნგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლი ჯემიუნგს ავტოგრაფის თხოვნით მიუახლოვდა და კისრის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

59 წლის ლი ჯემიუნგი „კორეის დემოკრატიულ პარტიას“ ხელმძღვანელობს. მან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედ პრეზიდენტთან, იუნ სუკ-იოლთან ხმების მხოლოდ 0.73%-იანი სხვაობით წააგო. ვარაუდობენ, რომ ლი ჯემიუნგი 2027 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტოო არჩევნებში კენჭს იყრის.