Home Blog Page 1824

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ვინ შეძლებს პუტინის შეჩერებას, თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს?” – გაზეთ Le Figaro-ს სარედაქციო სტატია

დასავლეთის სუიციდურმა სტრატეგიამ უკრაინის დამარცხება შეიძლება გამოიწვიოს, რის შედეგადაც მსოფლიო წესრიგი თავდაყირა დადგება, – წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro სარედაქციო სტატიაში სათაურით ვინ შეძლებს პუტინის შეჩერებას, თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს?

“ვლადიმირ პუტინმა [2024] წელი დიდი ფოიერვერკით დაიწყო. [ის] სკოლებს, ეკლესიებს, სამშობიაროებს, საავადმყოფოებსა და სავაჭრო ცენტრებს თავისი ბომბებით ანადგურებს, თითქოს ეს ლეგიტიმური სამიზნე იყოს. ​​ახალი “ცარი” მსოფლიოს ავბედ შეხსენებას სთავაზობს, რომ მისი მიზნები 2024 წელს არ შეცვლილა: მას სურს გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და იმის იმედი, რომ უკრაინა ერთ დღეს გახდება აყვავებული დემოკრატია, ინტეგრირებული ევროკავშირსა და შესაძლოა ნატოში”, – ნათქვამია სტატიაში.

გაზეთი Le Figaro სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, რომ 2023 წელს დასავლეთს უკრაინის აღორძინების იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინას ამის საშუალება.

“2024 წელს, მაშინ, როდესაც ევროპული არჩევნები ახლოვდება, ხოლო შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვება აღარ არის გამორიცხული სცენარი, დეფეტიზმის ცდუნება ჩნდება”, – აღნიშნულია სტატიაში.

“ამერიკის კონგრესი ყოყმანობს უკრაინის გადარჩენისთვის აუცილებელი დახმარების გამოყოფაზე. ევროპაშიც კი ისმის ხმები, რომელიც კიევს მოლაპარაკებისკენ უბიძგებს. თითქოს დასავლეთმა ვერაფერი ისწავლა კრემლის ბატონის წინაშე წარსულში გამოჩენილი სიბრმავისგან”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციის შიშის გამო, ჯო ბაიდენი უკრაინას გადარჩენის საშუალებას აძლევს, თუმცა მას გამარჯვების საშუალებას არ აძლევს.

“კრემლის ბატონის ფსიქოლოგიაში ეს უძლურების აღიარებაა. ეს სუიციდური სტრატეგია უკრაინის და მასთან ერთად დასავლეთის დამარცხების რისკს შეიცავს, რადგან მსოფლიო წესრიგი თავდაყირა დადგება. ვის შეუძლია შეაჩეროს პუტინი შემდგომში? მისი გამარჯვება იქნება მაგალითი ჩინეთისთვის, ირანისა და დასავლური დემოკრატიის ყველა მტრისთვის”, – ამბობს სარედაქციო სტატია.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იშიკავას რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს.

იშიკავას ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის 31 800-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ დახმარებაზე უარი თქვათ და ყველაფერი თავად აკეთოთ, რადგან თქვენს საქმეში სხვების ჩარევას შეიძლება შეცდომა მოჰყვეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწიოთ. ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შოპინგს უნდა ერიდოთ.

კურო 

მშრომელი და კეთილი ადამიანი ხართ და ხშირად სხვის გასაკეთებელ საქმესაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ სიკეთის კეთება ვალდებულებად ჩაგითვალოთ და იფიქროს, რომ ყოველთვის ასე იქნება. იქნებ დროა, დახმარება შეზღუდოთ და ადამიანებს საშუალება მისცეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლონ.

ტყუპები 

საფრთხე, რომელიც აქტიურად მოქმედებაში ხელს გიშლიდათ, ახალმთვარეობამ გააქარწყლა. ახლა თამამად შეგიძლიათ გარისკოთ და ამისგან დივიდენდები მიიღოთ. ეს ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების დროა, მაგრამ ინიციატივა ხელში უნდა აიღოთ.

კირჩხიბი 

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შემოსავლის მიღების სხვადასხვა შესაძლებლობაზე იფიქრებთ. მთავარია, გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიიღოთ, რადგან ამას შეიძლება, მძიმე შეცდომა მოჰყვეს. დრო საკმარისად გაქვთ, ამიტომ ნუ აჩქარდებით და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

ლომი

მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არ უნდა დარჩეთ. ახლობელი ადამიანის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, საქმეების ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. ხვალ სხვა ადამიანების დახმარებით, მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების წყალობით შეძლებთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და დაგეგმილი საქმე წარმატებით შეასრულოთ.

ქალწული

ამ დღეს საკუთარ თავში შეიძლება ლიდერის თვისებები აღმოაჩინოთ – მზად ხართ გადაწყვეტილებები მიიღოთ და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ეს, ერთის მხრივ, ეარაკეთილსინდისიერი ადამიანების თავდასხმების სამიზნედ გაქცევთ, მეორე მხრივ კი, შეიძლება შესანიშნავი შედეგი მიიღოთ და კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ.

სასწორი

ვარსკვლავებმა შენიშნეს, რომ ადრე არასდროს გაინტერესებდათ, რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენს ქმედებებზე, მაშინ ახლა რატომ უნდა იდარდოთ? როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თუკი თქვენი გადაწყვეტილებები გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი.

მორიელი 

შესაძლოა სამსახურში რაღაცამ ქაოსი გამოიწვიოს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ქაოსი ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს. თქვენ იდეალურ მდგომარეობაში იქნებით იმისთვის, რომ აქედან სარგებელი მიიღოთ. ცვლილებები თქვენთვის სასარგებლოა.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს ოპონენტებს თქვენთან შედარებით უპირატესობა აქვთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, სიტუაცია შეცვალოთ და სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდეთ.

თხის რქა 

ამ დღეს შეგიძლიათ პრობლემებს თავი ადვილად დააღწიოთ, მაგრამ ისინი მოგვიანებით ისევ გაჩნდება. იქნებ ჯობს, მათი მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ და პრობლემებს ახლავე გაუმკლავდეთ?

მერწყული

თუ საკუთარ მიზანზე უარს არ იტყვით და მომდევნო დღეების განმავლობაში მისი განხორციელებისთვის არაფერს დაიშურებთ, თავადაც გაოცდებით, ისე სწრაფად მიუახლოვდებით მას. ეს პროგრესი შეიძლება კიდევ უფრო სწრაფი იყოს, თუ საკუთარ გეგმებს სხვებსაც გაუზიარებთ.

თევზები

თუ მეგობარი ან კოლეგა დახმარებას არ გთხოვთ, ეცადეთ, ამ დღეს არავის საქმეში ჩაერიოთ. იმის მიუხედავად, რომ კეთილი განზრახვა გაქვთ, შეიძლება ვიღაცამ თქვენი ძალისხმევა არ დააფასოს, კარისკენ მიგითითოთ და ამით გული გატკინოთ.

მანავში, 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 31 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადვოკატი ბრალდებულის 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულია 57 წლის ელდარ საბაშვილი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, მასთან სახლში სტუმრად მისულ 31 წლის ვიტალი კოხტაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. საბაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მოკლულსა და სავარაუდო მკვლელს შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ, ფულის გამო დაიწყო.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მოკლული კოხტაშვილი საბაშვილს ხშირად სძალავდა ფულს. მათივე ცნობით, ამ ფაქტის გამო სიღნაღის სასამართლოს კოხტაშვილისთვის შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული საბაშვილი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ახლაც ჩაუტარდება.

მომდევნო სასამართლო პროცესი კი თელავის სასამართლოში 22 თებერვალს გაიმართება. გამოძიება საბაშვილს განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიუ-იორკში, საახალწლო კონცერტის დაწყებამდე ხალხში მანქანა შევარდა

ნიუ-იორკში, კოდაკის ცენტრთან ხალხში, სადაც საახალწლო კონცერტი უნდა გამართულიყო, მანქანა შევარდა, რომელიც გაზის ავზებით იყო დატვირთული. იქამდე კი ის სხვა ავტომობილს შეეჯახა. შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს, რადგან არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობის შესახებ ჩანაწერი და დღიური დატოვა. ის დაკითხვაზეა გადაყვანილი.

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში- უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შარლ მიშელი, უკრაინაში 31 დეკემებრის შემდეგ განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო შეტევებს ეხმაურება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში 31 დეკემებრის შემდეგ განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო შეტევებს ეხმაურება.

„ვინმეს თუ სჯერა ხმების, რომ რუსეთი მართლა დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით, ბოლო 24 საათში უკრაინაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ჭეშმარიტ განზრახვებს აჩვენებს. 

თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა ახალი წლის დღესასწაულებს ემთხვევა. 

უკრაინის სულისკვეთება ვერ დაირღვევა. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელში X

,,მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას ამოწმებენ”- რაჭის გუბერნატორი მიწისძვრაზე

დღეს, რაჭაში 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ გადამოწმებული ინფორმაციით, რაჭაში დღეს მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას ამოწმებენ.

„ამ ეტაპისთვის შემოსული ინფორმაციის თანახმად, 4 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ქვშარში იყო, რომელიც ეკუთვნის ამბროლაურის მუნიციპალიტეტს. გადამოწმებული ინფორმაციით, რამე მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია ამ მიწისძვრას, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხდება გადამოწმება სოფლებში. სოფელ ჟოშხაში არის ერთი სახლი დაზიანებული, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ პიროვნებას უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი“, – აცხადებს მარგველიძე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფარისევლური რუსეთი სხვებს გენოციდში ადანაშაულებს, თავად კი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რუსეთი ფარისევლობაში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინელების მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის.

“ფარისევლური რუსეთი. [რუსეთი] სხვებს გენოციდში ადანაშაულებს და თავად კი ისევ ბომბავს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს და უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს. მას უნდა, რომ ომით დავიღალოთ და უარი ვთქვათ უკრაინელების დახმარებაზე. მაგრამ ეს არ მოხდება. არც წელს, არც არასდროს”, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

„ღაზას ჩრდილოეთით მხოლოდ რამდენიმე ათასი ტერორისტია დარჩენილი“ – იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება და ჩრდილოეთით კი მხოლოდ რამდენიმე ათასი ტერორისტი რჩება.

„ჩრდილოეთით ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ 12 ბატალიონი. ტერორისტები ჯერ კიდევ რჩებიან, ამ მხარეში მყოფი 15 000 ან 18 000-იდან რამდენიმე ათასია დარჩენილი. მათი დიდი ნაწილი განადგურებულია, დანარჩენები კი სამხრეთისკენ გაიქცნენ“, – აცხადებს გალანტი.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას ჩრდილოეთით უფრო მცირე მასშტაბის ოპერაციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ „ჰამასის“ უკანასკნელი მებრძოლიც არ განადგურდება.

„მიზანია მტრის გამოფიტვა, მისი ბოევიკების მოკვლა და იმ სიტუაციის მიღწევა, რომელშიც ჩვენ გავაკონტროლებთ ტერიტორიას“, – ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.