Home Blog Page 1822

,,თუ ეს ტრაგედია მალე არ დამთავრდება, მთელი ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, ცეცხლში აღმოჩნდეს“- ჯოზეფ ბორელი 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ კონფლიქტის მოგვარების თაობაზე გადაწყვეტილების მოძებნაში სხვა ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.

„მჯერა, ამ 30 წლის განმავლობაში ვისწავლეთ, რომ გამოსავალი გარედან უნდა ვიპოვოთ, რადგან ორივე მხარე დამოუკიდებლად ვერასოდეს მიაღწევს შეთანხმებას. თუ ეს ტრაგედია მალე არ დამთავრდება, მთელი ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, ცეცხლში აღმოჩნდეს“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

თბილისში, თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ევროკავშირმა რუსულ კომპანია „ალროსას“ სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბრილიანტების მწარმოებელ რუსულ კომპანია „ალროსას“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, პაველ მარინიჩევს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კომპანია და ფიზიკური პირი პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

დაწესებული შეზღუდვები ავსებს ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-12 პაკეტში შეტანილი რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას.

,,სასოწარკვეთილება, რაც დაეუფლა ჩვენს ოპონენტებს, კარგად წარმოაჩენს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფასს” – გია ცაგარეიშვილი

სასოწარკვეთილება, რაც დაეუფლა ჩვენს ოპონენტებს, კარგად წარმოაჩენს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფასს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„შიდა და გარე საფრთხეები არ იკლებს, მატულობს, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ახლა ივანიშვილის დაბრუნება ახალი დინამიკის მიმცემი იქნება. მან განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი მობრუნების მთავარი მისია იქნება საქართველოს სრულუფლებიანი ინტეგრაცია და გაწევრიანება ევროკავშირში. ეს იქნება თავზარდამცემი ამბავი ჩვენი ოპონენტებისთვის ქვეყნის შიგნით თუ გარეთ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზოს გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

“პრეზიდენტის საახალწლო გზავნილები დესტრუქციული ფრაზებითა და შეძახილებით იყო დატვირთული” – გია ვოლსკი

პრეზიდენტის საახალწლო გზავნილები დესტრუქციული ფრაზებითა და შეძახილებით იყო დატვირთული – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოზუნგია და კარგი იქნება თუ ამ ლოზუნგს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გაიხსენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიმართვისას ილაპარაკა არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ერთ-ერთმა გაბრაზებულმა პოლიტიკურმა ლიდერმა.

“ძალიან ბევრი რამ, რაც შესაძლებელია, კეთდება იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გაიოლდეს – განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მათი სწავლისთვის და გაცილებით მეტი იქნება.

გარდა ამისა, თქვა, რომ ახსოვთ შოვი და გურია, თითქოს შოვისა და გურიის ტრაგედიამ მარტო ეგ და იმ 8 მარტის მონაწილე ადამიანების სული შეძრა – მხედველობაში ის ადამიანები მყავს, ვინც პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

როდესაც მთავარსარდალი ოპოზიციური აზრისა და პროტესტის ასეთ რადიკალური ფორმით გამოვლინებას უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის მისაღები არ არის და ქვეყანას აზიანებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ივანიშვილი არის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, წერტილი” – გია ვოლსკი

გადამწყვეტი წელია, არჩევნები მოდის და აქ გასათვალისწინებელია ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის – ივანიშვილი არის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, წერტილი , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიცია ხავსს ეჭიდება, როცა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს, რომელიც მან “ადამიანურ სისუსტეებზე” გააკეთა.

“ფაქტია, საზოგადოების დიდ ნაწილს, მხარდამჭერები მყავს მხედველობაში და არა მხოლოდ, საკმაოდ პოზიტიურად ეჩვენა ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, ეს არის 2024 წელი, გადამწყვეტი წელი, არჩევნები მოდის და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის, აქ არის გასათვალისწინებელი. გარდა ამისა, ოპოზიცია საკმაოდ მოშლილი, მორყეულია და არანაირად არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სწორედ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით აგრესიული გახდება მათი ქმედებებიც, საბოტაჟიც უფრო დახვეწილ ფორმებს მიიღებს. არასდროს არანაირი სანქცია არ ყოფილა ივანიშვილის გადაწყვეტილებისთვის ფაქტორი. თუმცა, ასეთი მცდელობები ჩვენი აზრით არსებობდა, თუნდაც, შვეიცარიული ბანკის პრობლემასთან დაკავშირებით კარგად გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და სწორადაც განაცხადა, რომ არსებობს ადამიანური სისუსტეები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ კრიტიკულ ვითარებაში, როცა წინასაარჩევნო პერიოდია, მსოფლიოში ასეთი პროცესები მიდის და რასაკვირველია წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა დაშვებულ იქნას რაღაც ისეთი, რომელიც გუნდს არ ახასიათებდა არასდროს, არ ახასიათებს და არც მომავალში უნდა ახასიათებდეს. ამაზე ილაპარაკა გარკვევით და არ მგონია, ამაში რაიმე ოპოზიციისთვის გადაგდებული რაიმე მაშველი რგოლი არსებობდეს. ოპოზიცია ეპოტინება ხავსს და ხავსიც კი აღარ შერჩა იმ ლოდებს, რომელიც საკმაოდ რთული, მოუხერხებელია ჩამოსაკიდებლად და გასამყარებლად საკუთარი პოზიციის. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ეს არის მთავარი ამოცანა, ბიძინა ივანიშვილი არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, სრული წერტილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ხომ არ შეიცვლება პრემიერ-მინისტრი და ან ხომ არ იქნება რაიმე ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის და “შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში” მედიაში არსებული ტრადიციაა.

“ცვლილებები გათვალისწინებული არ არის. პრინციპში მოვდივართ კარგად ამ ურთულეს ვითარებაში, შედარებითია ყველაფერი და ბიძინა ივანიშვილის მოსვლა “ქართული ოცნების” გუნდის კონსოლიდაციას გულისხმობს და არა დაშლას და იქ ისეთი ცვლილებების მოხდენას, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

მე არ ჩავიდოდი ეგეთ დეტალებში, მთავრობის საქმიანობა საკმაოდ კარგად იქნა შეფასებული. შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში არის ტრადიცია, რომელიც შეინარჩუნა სამწუხაროდ, მედიის გარკვეულმა ნაწილმა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

უცხოური ვალუტის კურსი 4 იანვრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6889 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6889 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6894 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9390 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9753 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0363 ლარი შეადგინა.

“ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამოყენება იმ შესაძლო რისკების დამზღვევად, რასაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება აჩენდეს, მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს”

არ მგონია, არსებობდეს მიზეზი იმისა, რომ ვინმემ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწვეტილებაში განსხვავებული ქვეტექსტის ძიება და საზოგოებისთვის სპეკულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება დაიწყოს – ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამოყენება იმ შესაძლო რისკების დამზღვევად, რასაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება აჩენდეს, მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს! – ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში სარჯველაძემ აღნიშნა, “შესაძლო სირთულეების დასაზღვევად, რომლის წინაშეც სახელისუფლო პარტია ჭარბი ძალაუფლების შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება ლეგიტიმური და მისასალმებელია“.

ამასთან, სარჯველაძის აზრით, პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილების 2023 წლის გადაწყვეტილებასთან შეპირისპირება, “ნონსენსი და აბსურდულია, რადგან 2021 წელს მსოფლიო და მოცემულობა თვისობრივად განსხვავებული იყო, ხოლო ახლა თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობაა“.

“ყველასთვის, ვინც სახელისუფლო პარტიის გულშემატკივარია, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, გასახარი ამბავია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დეტალურად იყო ახსნილი. პოლიტიკაში დაბრუნების დროსაც მკაფიოდ და ცხადად განმარტა მიზეზები, რის გამოც მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ რა საჭიროებებიც ქვეყანას უდგას – უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დიდია მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა – ბუნებრივია, რომ ეს სწორი არგუმენტაციაა.

ბიძინა ივანიშვილს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია, როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნდა. პირველ რიგში, მე ამ ამბავს ჩვენს გუნდს ვულოცავ – ეს მთელი ქვეყნის ინტერესებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციის უსუსურ მცდელობებს, რომ დასახელებული არგუმენტების მიღმა საზოგადოებას არასწორ ინტერპრეტაციები შესთავაზონ და განსხვავებული მიზეზები დაანახონ, არც ერთი მათგანი სერიოზულად განსახილველად არ ღირს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თბილისი ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ევროპულ ადგილმდებარეობებს შორის დასახელდა

„ათი საუკეთესო ადგილი ევროპაში ახალი წლის გასატარებლად” – ჟურნალ „ფორბსის” ამ სახელწოდების პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაცია „საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილების” (european best destinations) რეიტინგს ეხება, თბილისის მეხუთე საუკეთესო დანიშნულების ადგილად დასახელდა.

„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც აიხსნება აკომოდაციის მიმზიდველი ფასებით (ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს), უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით (დაბალია დანაშაულის მაჩვენებელი) და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივით (მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები). თბილისი საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც. შობა-ახალ წლისთვის საზეიმოდ მორთულ თბილისში საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე იგრძნობა. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი სახალხო კონცერტი ეწყობა, თბილისის საშობაო ბაზარი კი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესია”, – წერს „ფორბსი”.

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

„რუსულმა ჯარმა სოფელ სადოვოეში მოხუცი მამაკაცი მოკლს. დაახლოებით 11:10 საათზე საოკუპაციო ძალებმა სოფელს არტილერიით დაარტყეს. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ადგილობრივი მცხოვრები სახლის ნანგრევების ქვეშ დაიღუპა“, – წერს პროკუდინი „ტელეგრამის“ პირად არხზე.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს დეოკუპაციის შემდეგ, რუსებმა დაახლოებით 230 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 900-ზე მეტი დაჭრეს.

“2023 წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოყვანა”

„2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ  0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე 2.5 პროცენტით განისაზღვრა. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ფასების შემცირება შენარჩუნდა სამომხმარებლო კალათის არაერთ, მათ შორის, სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და მედიკამენტების ჯგუფზე, რაც საზოგადოების ფართო ფენებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია,” – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელი. 

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ჩამოყვანა შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანდასახულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, რამაც ფაქტობრივად საქართველოს საშუალება მისცა ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ინფლაციის შემცირების მიმართულებით.

„2024 წელს ველოდებით, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. აღნიშნულს ასევე ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მიმართულებით, რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოების ფართო ფენებსა და მათ შორის, კერძო სექტორის წარმოების ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წლის განმავლობაში ფასების დონე იქნება სტაბილური,”- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.