თბილისი ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ევროპულ ადგილმდებარეობებს შორის დასახელდა

54
spot_img

„ათი საუკეთესო ადგილი ევროპაში ახალი წლის გასატარებლად” – ჟურნალ „ფორბსის” ამ სახელწოდების პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაცია „საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილების” (european best destinations) რეიტინგს ეხება, თბილისის მეხუთე საუკეთესო დანიშნულების ადგილად დასახელდა.

„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც აიხსნება აკომოდაციის მიმზიდველი ფასებით (ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს), უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით (დაბალია დანაშაულის მაჩვენებელი) და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივით (მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები). თბილისი საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც. შობა-ახალ წლისთვის საზეიმოდ მორთულ თბილისში საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე იგრძნობა. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი სახალხო კონცერტი ეწყობა, თბილისის საშობაო ბაზარი კი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესია”, – წერს „ფორბსი”.