“პრეზიდენტის საახალწლო გზავნილები დესტრუქციული ფრაზებითა და შეძახილებით იყო დატვირთული” – გია ვოლსკი

39
spot_img

პრეზიდენტის საახალწლო გზავნილები დესტრუქციული ფრაზებითა და შეძახილებით იყო დატვირთული – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოზუნგია და კარგი იქნება თუ ამ ლოზუნგს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გაიხსენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიმართვისას ილაპარაკა არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ერთ-ერთმა გაბრაზებულმა პოლიტიკურმა ლიდერმა.

“ძალიან ბევრი რამ, რაც შესაძლებელია, კეთდება იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გაიოლდეს – განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მათი სწავლისთვის და გაცილებით მეტი იქნება.

გარდა ამისა, თქვა, რომ ახსოვთ შოვი და გურია, თითქოს შოვისა და გურიის ტრაგედიამ მარტო ეგ და იმ 8 მარტის მონაწილე ადამიანების სული შეძრა – მხედველობაში ის ადამიანები მყავს, ვინც პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

როდესაც მთავარსარდალი ოპოზიციური აზრისა და პროტესტის ასეთ რადიკალური ფორმით გამოვლინებას უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის მისაღები არ არის და ქვეყანას აზიანებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.