Home Blog Page 1820

“კონკრეტული უარყოფაა საჭირო” – გია ვოლსკი აშშ-ის საელჩოზე 

სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს: რა სახის აქტივობებში იყო მათი თანამშრომელი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში – ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა არ წაადგება ჩვენს ურთიერთობებს და არც აშშ- ის იმიჯს , – ასე ეხმიანება აშშ- ის საელჩოს განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

მისი თქმით, “ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი”.

“თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, ეს საელჩოს განცხადებაში იქნება, მარგველაშვილის განცხადებაში, თუ ნებისმიერ სხვა განცხადებაში, ხელისუფლებას და იმ ადამიანებს კი არ უნდა მიუტრიალდნენ და საყვედური უთხრან, რომლებიც ამ თემაზე საუბრობდნენ, არამედ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა და მადლობა ღმერთს, რომ გამოქვეყნდა. ჩამოთვლილია, გვარებია მითითებული ადამიანების, რომლებიც თანხის სანაცვლოდ სამუშაოს ასრულებენ, პირადად იღებენ, ეს სამუშაო რესურსია, რაიმე სხვა შესაძლებლობების გამოყენება – მედია სტატიების შეკვეთა თუ სხვა, ადამიანის გვარი ფიგურირებს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშებში, ეს არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი.

თუკი ფარას ანგარიშში მოხსენიებულია საელჩოს თანამშრომელი და მითითებულია თანხა, რომლის რეალიზაციაში, გამოყენებასა და გახარჯვაში მითითებულია, რომ აშშ- ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული, კონკრეტული უარყოფაა საჭირო და არავისკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს ასეთი მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, რომელიც აშშ-სთან ერთად მონაწილეობს ოპერაციებში, ითვლება სტრატეგიულ პარტნიორად, სწორი არაა, არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ- ის იმიჯსაც რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს, რა სახის აქტივობებში იყო ეს ადამიანი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ “დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.

განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ “მავნებლური ინფორმაცია”, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, “ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა”.

ისნის რაიონის გამგეობა ლიფტების მოწყობის სამუშაოებს კიდევ ექვს მისამართზე იწყებს

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს კიდევ ექვს მისამართზე იწყებს.

ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის VI შეს. კორპ. #10; კახეთის გზატკეცილი #34ა;
ნ.მუსხელიშვილის ქ. #17 , ვაზისუბნის 1 მ/რ , კორპ. #8ა-სა და ვაზისუბნის 4 მ/რ, 1 კორპუსი #12-ის მიმდებარედ ლიფტის მოწყობის სამუშაოების დაწყებამდე ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და სამუშაოს დეტალები მათთან ერთად განიხილა.

პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 398 804 ლარით ფინანსდება.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი თავად სააკაშვილის პოზიცია გახდა, რომელიც სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურადაც ვერ ჩაერთო, რის გამოც, მან მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებს შუამდგომლობის დაყენება სურდათ, რომელიც მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შეეხებოდა, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილს პოზიცია დაფიქსირებული არ ჰქონდა, კოლეგიამ სხდომა გადადო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6247 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6247 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0218 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9082 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8752 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0330 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„ნაცებმა“ და „ქოცებმა“, ამ ორმა დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის პარლამენტშიც.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ე.წ. ქოლცენტრების საქმე.

„მუნიციპალურ დონეზე „ოცნების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის უკვე იმდენი ფაქტია, პარლამენტშიც. აი, იუსტიციის საბჭოს წევრები ერთად აირჩიეს. “ქოლცენტრები” არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან „ნაცები“ და „ქოცები“. “ქოლცენტრები” არის იდეალური მაგალითი, ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე, როგორ შოულობენ მილიარდებს „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ და მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ კოალიცია არ გვაქვსო. შენ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, ძალაუფლება გინდა იმისთვის, რომ ფული იშოვო, ფულს ვისთანაც შოულობ, ის არის შენი ნამდვილი პარტნიორი, ის კი არა პარლამენტში ვისთანაც ოპოზიციაში ხარ. მთავარია ფულს ვისთან ერთად შოულობ და ვისთან ერთად იყოფ. ეს „ქოლცენტრები” არის ყველაზე კარგი, იდეალური მაგალითი „ქოცების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის. თუ ასე არ არის, აბა ან ერთმა, ან მეორემ თვითონ დააინიციირონ ამ კომისიის შექმნა. ამიტომ არის, რომ გამოძიება არ უნდათ და ამ კომისიის შექმნა. ეს კომისია რომ შეიქმნას, ერთმანეთზე მოუწევთ ჩვენების მიცემა. ამ ორმა, ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ვერ უნდა გადალახონ. საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ გააკეთონ არჩევანი „ნაცსა“ და „ოცნებას“ შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს „ნაცი“ როგორ ძალადობდა ფიზიკურად და კარგად ხედავს დღეს „ოცნება“ როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად. ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა ფაქტობრივად არჩევანი არ არსებობს. არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური მოძალადით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია. ამიტომ ეგრე ვეღარ იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

“ვერ გავიგე, „ხაბეს” ფული არ უნდა?!” – ირაკლი ზარქუა

ვერ გავიგე, „ხაბეს” ფული არ უნდა?! შეეშვას მელია ეჭვიანობას, თუ ერთი ადგილი აქვს, ღირსეულად ცალკე გადავიდეს, იქ იმოძრაოს და იქ იშოვოს ფული, „ხაბეს“ დაუთმოს, „ხაბეს” დროა, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადებას “ნაციონალური მოძრაობაში” არაფორმალურ მართვაზე.

ზარქუას თქმით, მელია იმავეს აკეთებდა, რასაც ახლა ხაბეიშვილზე საუბრობს.

“მელია მგონი ჩემს “ხაბეზე” ეჭვიანობს, თორემ რაიმე ახალი თქვა?! თვითონ რისთვის იყო ამ პარტიაში მისული, რაიმე ქმედითი გააკეთა? ბიუჯეტიდან აქვს ამ პარტიას მილიონობით ლარი და იმას ინაწილებდნენ, იგივეს აგრძელებს და ვერ გავიგე, “ხაბეს” რა, ფული არ უნდა?! კეზერაშვილის ფულის განაწილება არ უნდათ დანარჩენებს?! თვითონ იგივეს აკეთებდა და ეჭვიანობს ახლა, რადგან გამოაბუნძულეს იქიდან, ჩემმა “ხაბემ” გააკეთა ეს. ახლა თამაშგარედ დარჩა ბიჭი და ამიტომ ლაპარაკობს, თორემ თვითონ რა გააკეთა?! ჩემი „ხაბე” ქე მაინც დარბის, აგერ პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ფლორა, ფაუნა, ამინდის პროგნოზი, ამას აკეთებს და ამასაც ვერ აკეთებდა თვითონ. ასე რომ, შეეშვას ეჭვიანობას, თუ რამე აქვს, ერთი ადგილი აქვს, ღირსეულად ცალკე გადავიდეს, იქ იმოძრაოს და იქ იშოვოს ფული და “ხაბეს” დაუთმოს, “ხაბეს” დროა,”- განაცხადა ზარქუამ.

“თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა სააკაშვილის ლობირებაში” – საელჩო

თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

“სააკაშვილი, გაუარესებული ანალიზების გამო, სასამართლო პროცესზე ვერ ჩაერთვება”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის განხილვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურადაც არ დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს სისხლის ანალიზებში ცვლილებები აქვს და გადასხმებს უკეთებენ.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ გაუარესებული ანალიზების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს მას ინტენსიური გადასხმები უტარდება სედაციის ქვეშ, აქედან გამომდინარე, მან ვერ მოახერხა, ჩართულიყო, მაგრამ მისი საბრძოლო განწყობა უცვლელია. იმედს ვიტოვებ მეც და ისიც, რომ აუცილებლად ძალიან მალე შეძლებს იყოს მხნედ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მაინც დასტაბილურდება და აუცილებლად, ის შემდეგ პროცესებზე ჩვეული შემართებით და საბრძოლო განწყობით ჩაერთვება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

“ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ” – გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ შეძლებს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ შეძლებს.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს.

„ჩემი შთაბეჭდილებით, ვერაფერსაც ვერ შეძლებს, რადგან გუშინაც გადასხმა გაუკეთეს და ახლა გაუკეთებენ სისხლის გადასხმას. მე მახსოვს წინა სისხლის გადასხმისას ალერგიული შეტევა ჰქონდა და კინაღამ დაიხრჩო.

ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ. ახლაც ძლივს მელაპარაკებოდა, სისუსტე აქვს საშინელი, სად ჩაერთვება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს თელავში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 29 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: თელავი; ერეკლე მეორის გამზირი N 16; თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 8 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 723 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, ასევე, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 800-ზე მეტი სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა- საქართველომ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ფარგლებში, დღეის ჩათვლით, უსასყიდლოდ გაუწია კვალიფიციური მომსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 723 ბენეფიციარს.

“რაც არ უნდა ისაუბროს მელიამ, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო და არის”

რაც არ უნდა ისაუბროს მელიამ, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო, არის და რომელსაც ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა დავით კეზერაშვილის მიერ პარტიის არაფორმალურ მართვაზე.

ოხანაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც გიორგი ვაშაძე და არც ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან.

“მელიას ამ ნათქვამით დადასტურდა, რასაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვიწროპარტიულ ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა. მეორე, რაც დადასტურდა, არის ის, რომ მელიამ ამის შესახებ ან გვიან შეიტყო (და ეს ერთი უბედურებაა, თუ პარტიის თამჯდომარემ არ იცის, რა ხდება პარტიაში) ან მან ძალიან კარგად იცოდა, ვის რა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ იყო იმ მოცემულობაში და სიხარბესა და ანგარებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო და არის და რომელსაც ხელმძღვანელობდა.

გაერთიანებას რაც შეეხება, ხმამაღალი ნათქვამია, რომ ხაბეიშვილი და ვაშაძე გაერთიანდნენ. რა თქმა უნდა, არც ხაბეიშვილს და არც ვაშაძეს არ ეკითხებიან ამ პარტიაში გადაწყვეტილებებს. ისინი არიან გამხმოვანებლები და რადიკალიზაციის მუხტის შემქმნელები დავალებების გათვალისწინებით. ვაშაძე დიდი ხანია არის ამ პარტიის აქტივისტი. ის ამ პარტიაში იყო მაღალ თანამდებობაზე და არაერთ საქმეში იყო პოლიტიკურად ჩართული, როცა კონკრეტულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

“დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ”

დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ოპოზიციაში რომ არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ახალი არ არის.

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, ჰქონდა შესაძლებლობა, პარტიისგან მსგავსი ადამიანები ჩამოეშორებინა.

„კეზერაშვილმა და ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ნიკა მელია, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, რომელ გზას დაადგება? გგონიათ, ამისკენ მივისწარფით? ადამიანებს, რომლებსაც დროის აღქმა აქვთ დაკარგული და არ იციან, მომავალ წელს კალენდრით რომ 2024 წელია, ჰგონიათ, გარეთ 2004 წელია. მიხეილ სააკაშვილმა ის პროცესი, რომელიც დააგვირგვინა გამარჯვებით, სიმართლით, ღირსებით, ახლებური მიდგომით დაიწყო და არა სიძველით, სიყალბით, სიყალბის ლაბორატორიად გადაქცეული ორგანიზმიდან იდეების მსხვრევით. ამიტომ დაგვირგვინდა მაშინ წარმატებით. ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ზაზა გოროზიას რა უნდათ ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა, არაფერი არ უნდათ. ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იბრძვის იმიტომ, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოსო. ხშირად მეკითხებიან, რა არის პრობლემა, რომლის განვითარებისთვის ხელის შეშლა შემეძლო, რაზეც ჩემი პასუხია: შემეძლო პარტია სარეველასაგან გამეთავისუფლებია, რიგი ადამიანები ჩამომეშორებია, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძნა ივანშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი, რომელიც 24 საათი იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ იშოვონ და მოიპარონ ფული. სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლო შტოების წარმომადგენლები, ეს ახალია? შეუძლებელია, იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათი წლის განმავლობაში და მილიონობით შეფასებულ სახლს მიმდინარე წელს ამთავრებდე. ანატომიურად ვიცნობ ამ ადამიანებს“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ბიზნესპარტნიორია.

„ივანიშვილი არის ბედნიერი, როდესაც ამათ უყურებს, რადგან იცის, გოროზია არის უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი. ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გოროზიამ, ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები რამდენიმე სოფელში არ დააყენა. ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა, ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დაეყენებინათ. დაუჯერეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიასა და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ ინჯია-გოროზიას კანდიდატებმა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, რა ქნეს პირველივე დღეს? ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.