იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 78 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა

38
spot_img

იაპონიაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, მიწისძვრას 78 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, მაშველები 50-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 330 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, ორი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 30 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონში 1885 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.