Home Blog Page 1806

“ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ერთმნიშვნელოვნად კარგია” – რომან გოცირიძე

როცა ქვეყნის ხელმძღვანელობას არ აქვს ნდობა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, კარგიც კი, დიდი შიშით და ეჭვით აღიქმება, პრობლემა არ არის ამ ხელშეკრულების ტექსტში, პირიქით, ეს არის კარგი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება კარგია.

„სხვათა შორის, არსად განცხადების ტექსტში არ არის ნახსენები სტრატეგიული პარტნიორობა, იქ არის ნათქვამი „სტრატეგიული ურთიერთგაგების შესახებ“, მხოლოდ სათაურშია გამოტანილი სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადად, სტრატეგიულ პარტნიორობის შინაარსში ჩინეთი დებს უამრავ სხვადასხვა შინაარსს და ეს არ არის იმის მსგავსი, რასაც დებს აშშ. ლამის ევროკავშირის ყოველ მეორე ქვეყანას აქვს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული ჩინეთთან და მათ შორის, უკრაინასაც. ამიტომ, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება არის კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ისეთი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთო ინტერესებშია ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, მაგალითად ავიღოთ თუნდაც ანაკლიის პროექტი და ა.შ. ამიტომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს სიფრთხილით, მაგრამ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ერთმნიშვნელოვნად კარგია. განსაკუთრებული შეთქმულების თეორიით ამ საკითხის განხილვა არ არის სწორი“, – განაცხადა გოცირიძემ.

“მივესალმები ჩინეთში პრემიერის ვიზიტს და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ვიზიტს საქართველოსთვის სასარგებლო ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

მისი თქმით, პრემიერის ვიზიტი საფუძველს უყრის ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას.

„მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ძალიან დიდი შესაძლებლობებია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რომ ინვესტიციები წამოვიდეს საქართველოში, უფრო დიდი თანხები ჩაიდოს, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი განცხადებები და გზავნილები გაკეთდა.  რა თქმა უნდა, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. საქართველო და ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“გვახსოვს, იმ ადამიანების ბელადი, ვინც დღეს რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებს, ია-ვარდებით როგორ ხვდებოდა მათ და მიესალმებოდა” -კახა კალაძე

რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც დღეს ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დათბობას ცდილობდნენ.

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით ეს წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი, არსებობდა პირდაპირი ფრენებიც. ასევე, შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხა. საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. რასაც დღეს ვხედავთ, არის ფარისევლობა, რადგან გვახსოვს, 2008 წლის ომიდან მესამე-მეოთხე დღეს, ის ადამიანები, რომლებიც რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეთბოთ, კონცერტები გაემართათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა.

„გვახსოვს, მათი ბელადი, პრეზიდენტი ყვავილებით, ია-ვარდებით როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა. არ მახსოვს, მაშინ კითხვა დაესვა რომელიმე მათგანისთვის, აფხაზეთი საქართველოა თუ არა. არ არსებობს ასეთი რამ და იმიტომ. გვახსოვს ვიდეოკადრებიც იმ ადამიანების, რომლებიც აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას – მაშინ პირდაპირ მიესალმებოდნენ მათ. შეგიძლიათ მოიძიოთ არქივში, როდესაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვიწოდებდა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. ალბათ ისიც არ გახსოვთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გასხვისდა. ამ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც პირიქით, მიესალმებოდა რუსი ტურისტების შემოსვლას საქართველოში, მაშინ მათი პატრონები ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთთან და ეს პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ. დღეს კი მათი პატრონები ეუბნებიან, რომ უნდა იყვნენ რაც შეიძლება გაბრაზებული და ბრაზიანი სახეები აჩვენონ, რაც სამწუხარო და საუბედურო რეალობაა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის, მისი მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ბათუმში რუსი ტურისტების შემოსვლის ფაქტსა და საპროტესტო აქციას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და კანონის ფარგლებში, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ყველას შეუძლია.

„ამას თუ ვინმე აპროტესტებს, იცით, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კანონის ფარგლებში, საკუთარი შეხედულება გამოხატოს. თუ კანონს ვინმე გადასცდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“დავით დარჩიაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ჭირი მოაშორა 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ქვეყანას” – ზარქუა

შეიძლება, განვაზოგადოთ დავით დარჩიაშვილის განცხადება, ესაა „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, ახლა კი გაემიჯნა და ცალკეა, მიხვდა, რომ „ნაცებთან“ დგომა სირცხვილია, ამოეფარა თავის ბუნების სტიქიას, „ენჯეოს“ დაუბრუნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში დარჩიაშვილის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იკითხება.

„იქ შეაფარა დარჩიაშვილმა თავი, სადაც არის არა ქართული ინტერესების დაცვა, არამედ რაღაც გაუგებარი ინტერესების დაცვა და ჩვენი ახალგაზრდების მოწამლის მცდელობა, ახლა იქიდან ყვირის. სინამდვილეში ეს მათი ხელწერაა. მათთვის ყოველგვარი სასამართლო ზედმეტი იყო. არ მოეწონებოდა, დაკვეთა იყო და კლავდნენ ადამიანს. არაერთი შემთხვევაა და დღემდე ძიებაშია. ეს არის ამათი ხელწერა და დარჩიაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ჭირი მოაშორა 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ჩვენს ქვეყანას. ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს და არც განმეორდება, ამის გარანტი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა“, – განაცხადა ზარქუამ.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.

“სადმე საკრუიზო გემს ვინმე აპროტესტებს?”-დიტო სამხარაძე

“სადმე საკრუიზო გემს ვინმე აპროტესტებს? ევროპის რომელიმე ქვეყანაში? ამერიკაში? 50-ზე მეტი რუსული ტუროპერატორი აორგანიზებს ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში რუსი ტურისტების გადაადგილებას! – ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის გაჩერების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციას.

” სადმე საკრუიზო გემს ვინმე აპროტესტებს? ევროპის რომელიმე ქვეყანაში? ამერიკაში? 50-ზე მეტი რუსული ტუროპერატორი აორგანიზებს ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში რუსი ტურისტების გადაადგილებას! მე ვფიქრობ, ოპოზიციას უფრო უნდა აწყობდეს გააპროტესტონ, დელფინების საქართველოს საზღვაო აკვატორიაში შემოსვლა! სტრატეგიულად გირჩევნიათ! ანუ, ჭარბი დელფინების აჭარის სანაპიროსთან კონცენტრირება გამოიწვევს დიდი რაოდენობით ხალხის დაინტერესებას, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, შესაბამისად, სასტუმრო და კვების ობიექტები უფრო მეტ ფულს იშოვიან, ანუ უფრო გამდიდრდება მოსახლეობა, რაც ოპოზიციას არ აწყობს, რადგან მერე განაწყენებული და მშიერი ხალხის რაოდენობის შემცირებით, შესაბამისად ოპოზიციის ელექტორატიც შემცირდება!

შესაფუთადაც ადვილი იქნება! ყველამ იცის, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურები, წვრთნიან დელფინებს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად! აქაც ლოზუნგი, ოკუპანტი რაღაც უბედურებას გვიმზადებს დატრენინგებული დელფინების საშუალებით, უფრო მისაღები იქნება, ვიდრე გემზე მყოფ 80 და 90 წლის რუსი ბებია-ბაბუებთან გაჯგიმული ბრიქაობების მოწყობა! ამ გემზე ჩეჩნები რომ ყოფილიყვნენ, მაინც მიუვარდებოდნენ?

რა ვიცი, ორი ჯიპი ჩეჩნების შეეშინდათ, მიახლოებაც ვერც გაუბედეს! დელფინები! მითქვამს მე თქვენთვის! ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოფრენილი თოლიები”.

https://www.facebook.com/dito.samkharadze/posts/6455898611191290?ref=embed_post

“ნაცმოძრაობას“ ყოველთვის არაადამიანობა ახასიათებდა, ეს მხოლოდ უზნეობა არ არის” – გია ვოლსკი

„ნაცმოძრაობას“ ყოველთვის არაადამიანობა ახასიათებდა, მათ შორის ყველა წევრს, რომელიც აქ იყო გაერთიანებული და სულ მიმაჩნდა, რომ დარჩიაშვილს ყველაზე ნაკლებად ახასიათებდა ეს არაადამიანური და სადისტური დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ასეთი შეფასებების გაკეთება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გარდა, ადამიანის წამებით მოკვდინებას მხარს არავინ დაუჭერს.

„აბსოლუტურად უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ადამიანის ასე მოკვდინება წამება და დახვრეტა, ამას თუ ოდესმე ვინმე დაუჭერდა მხარს, ერთადერთი ნიშანი შეიძლება, ამას ჰქონოდა, რომ ის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია. სხვა ადამიანი რა პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, ამას არანაირად არ იკადრებას. ეს მხოლოდ უზნეობა არ არის, ეს არის შინაარსი, რომლითაც ამ პოლიტიკურმა პარტიამ იცხოვრა და კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინც აქ არის გაერთიანებული. ყველაზე ვერ ვიტყვი, ვერც დარჩიაშვილზე წარმომედგინა, მეგონა, რომ ის რაღაც ასე თუ ისე ინტელექტუალურ ნაწილს წარმოადგენდა ამ მავნე პოლიტიკური ორგანიზაციის, თურმე ვცდებოდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

“ვაგნერის“ რიგებში დაქირავებული მებრძოლების მიღება შეწყდა” – ევგენი პრიგოჟინი

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ რიგებში დაქირავებული მებრძოლების მიღება შეწყდა.

მისი თქმით, „ვაგნერი“ ჯერ არ განიცდის დანაკლისს პირად შემადგენლობაში.

„ჯერ პირად შემადგენლობაში დეფიციტი არ გვაქვს, ახალი მებრძოლების მიღებას არ ვგეგმავთ. თუმცა, ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუ ჩვენთან კონტაქტს შეინარჩუნებთ და როგორც კი სამშობლოს დასჭირდება ახალი დამატებითი ჯგუფის შექმნა, რომელიც შეძლებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენ რა თქმა უნდა დავკავდებით მებრძოლების მიღებით“, – აცხადებს პრიგოჟინი საკუთარ ტელეგრამ არხზე.

მისივე განცხადებით, „ვაგნერი“ აგრძელებს საქმიანობას მხოლოდ და მხოლოდ აფრიკაში და ბელარუსში მოქმედ მოსამზადებელ ცენტრებში.

პრიგოჟინის განმარტებით, კერძო რუსული კომპანიის მიერ დაქირავებული მებრძოლების უმეტესობა ახლა შვებულებაშია, რადგან მანამდე მათ ჰქონდათ „დაძაბული მუშაობის გრძელი პერიოდი.“

„დღეს ჩვენ განვსაზღვრავთ შემდგომ ამოცანებს, რომელთა კონტურები უფრო და უფრო მკაფიოდ ჩანს. რა თქმა უნდა, ეს ამოცანები, იქნება შესრულებული რუსთის სიდიადისთვის“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – უახლოვდება თუ არა ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციას?

ლარის კურსთან დაკავშირებით, თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელი შეფასება უცვლელია. სავალუტო შემოდინებები ძლიერიათუმცალარის გამყარებული საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და დაბალი ინფლაციალარის მხარდამჭერი არაა.

ამდენად, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის მიმდინარე ზომიერი, თუმცა მაინც მერყეობა უფრო სენტიმენტებითა და სხვა შესაძლო ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული და ალბათობა დიდია, რომ მომდევნო თვეებში სავალუტო ბაზარზე გამყარების მიმართულებით ზეწოლა გაგრძელდეს. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, ეს უფრო სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვებში აისახება, ვიდრე ლარის მატერიალურ გამყარებაში.

მაშინ, როდესაც ლარის მერყეობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებისგან თავის შეკავების არგუმენტია, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მიმდინარე კვირას, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა, უცვლელად დატოვებასთან შედარებით, უფრო მაღალია.

ლარის კურსს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი კვლავ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტი ლარია, თუმცა დაახლოებით მომდევნო 12 თვის, ვიდრე მიმდინარე პერსპექტივაში.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები თელავში ჩაატარა

29 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 97-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 69 ვეტერანი, ხოლო, 28_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 140 სამედიცინო ვიზიტი; აქციის ფარგლებში, სამსახურის ბენეფიციარებს, 183 სათვალე, უსასყიდლოდ გადაეცათ;

“აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი და სამსახურის სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 9 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 820 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 992 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან”-კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი.

„პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ თამაშებზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი. აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული წლების განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია ძალიან პოზიტიურია და მკაფიოდ აჩვენებს იმ კონკრეტულ სარგებელს, რომელიც მოიტანა აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობამ“, – განაცხადა დეგნანმა.

“მივესალმები ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა” – ჯანდაცვის მინისტრი

მე მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სოჭიდან წამოსული ლაინერის ბათუმში შემოსვლას და აღნიშნულთან მიმართებაში მოქალაქეთა პროტესტს გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” გამთენიისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ადგილზე იყო ხმაური. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

“რუსეთი უკრაინაში მათ შორის აფრიკისთვის იბრძვის”- ზახაროვა აფრიკელ ჟურნალისტებს

რუსული ძალები უკრაინაში აფრიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას 24tv.ua/ru ავრცელებს.

„თქვენ ვერ ხედავთ, რისთვის ვიბრძვით? ვერ ხედავთ რისთვის იღუპებიან ჩვენი ბიჭები? ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ აფრიკის კონტინენტის და მთელი მსოფლიოს უფლებას, რომ იყოს თავისუფალი,“ – განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 27-28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა სამიტი „რუსეთი-აფრიკა“.