კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ რიგებში დაქირავებული მებრძოლების მიღება შეწყდა.
მისი თქმით, „ვაგნერი“ ჯერ არ განიცდის დანაკლისს პირად შემადგენლობაში.
„ჯერ პირად შემადგენლობაში დეფიციტი არ გვაქვს, ახალი მებრძოლების მიღებას არ ვგეგმავთ. თუმცა, ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუ ჩვენთან კონტაქტს შეინარჩუნებთ და როგორც კი სამშობლოს დასჭირდება ახალი დამატებითი ჯგუფის შექმნა, რომელიც შეძლებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენ რა თქმა უნდა დავკავდებით მებრძოლების მიღებით“, – აცხადებს პრიგოჟინი საკუთარ ტელეგრამ არხზე.
მისივე განცხადებით, „ვაგნერი“ აგრძელებს საქმიანობას მხოლოდ და მხოლოდ აფრიკაში და ბელარუსში მოქმედ მოსამზადებელ ცენტრებში.
პრიგოჟინის განმარტებით, კერძო რუსული კომპანიის მიერ დაქირავებული მებრძოლების უმეტესობა ახლა შვებულებაშია, რადგან მანამდე მათ ჰქონდათ „დაძაბული მუშაობის გრძელი პერიოდი.“
„დღეს ჩვენ განვსაზღვრავთ შემდგომ ამოცანებს, რომელთა კონტურები უფრო და უფრო მკაფიოდ ჩანს. რა თქმა უნდა, ეს ამოცანები, იქნება შესრულებული რუსთის სიდიადისთვის“, – განაცხადა პრიგოჟინმა.