“დავით დარჩიაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ჭირი მოაშორა 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ქვეყანას” – ზარქუა

50
spot_img

შეიძლება, განვაზოგადოთ დავით დარჩიაშვილის განცხადება, ესაა „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, ახლა კი გაემიჯნა და ცალკეა, მიხვდა, რომ „ნაცებთან“ დგომა სირცხვილია, ამოეფარა თავის ბუნების სტიქიას, „ენჯეოს“ დაუბრუნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში დარჩიაშვილის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იკითხება.

„იქ შეაფარა დარჩიაშვილმა თავი, სადაც არის არა ქართული ინტერესების დაცვა, არამედ რაღაც გაუგებარი ინტერესების დაცვა და ჩვენი ახალგაზრდების მოწამლის მცდელობა, ახლა იქიდან ყვირის. სინამდვილეში ეს მათი ხელწერაა. მათთვის ყოველგვარი სასამართლო ზედმეტი იყო. არ მოეწონებოდა, დაკვეთა იყო და კლავდნენ ადამიანს. არაერთი შემთხვევაა და დღემდე ძიებაშია. ეს არის ამათი ხელწერა და დარჩიაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ჭირი მოაშორა 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ჩვენს ქვეყანას. ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს და არც განმეორდება, ამის გარანტი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა“, – განაცხადა ზარქუამ.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.