“მივესალმები ჩინეთში პრემიერის ვიზიტს და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”

57
spot_img

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ვიზიტს საქართველოსთვის სასარგებლო ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

მისი თქმით, პრემიერის ვიზიტი საფუძველს უყრის ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას.

„მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ძალიან დიდი შესაძლებლობებია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რომ ინვესტიციები წამოვიდეს საქართველოში, უფრო დიდი თანხები ჩაიდოს, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი განცხადებები და გზავნილები გაკეთდა.  რა თქმა უნდა, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. საქართველო და ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.