Home Blog Page 1803

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციფრული პროექტი მოამზადა

უცხოელ და ქართველ მოგზაურებთან კომუნიკაციის ხელშეწყობისა და უკუკავშირის მიღების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციფრული პროექტი მოამზადა.

ელექტრონული კითხვარების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მოხდება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის და მომსახურების დონის შეფასება,

ტენდენციების და საჭიროებების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა საკითხზე 4 ათასზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება.  ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, უცხოელ და ქართველ მოგზაურებს საშუალება აქვთ  ადმინისტრაციას 24 საათიან რეჟიმში, ცხელ ხაზზე  0 800 800 909 დაუკავშირდნენ.

ცხელ ხაზთან ერთად მუშაობს საინფორმაციო ელექტრონული ფოსტა. feedback@georgia.travel

გია ცაგარეიშვილი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა

ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, ქსნის ხეობას, პატარა და დიდი ლიახვის ხეობებს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ამ განცხადებით დეპუტატი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ოპონენტების მუდმივ წამოძახილს ამ თემასთან დაკავშირებით. ამას ხშირად ის ადამიანები აკეთებდნენ, რომლებმაც რუსული ჯარი, აქედან ძლივს გაძევებული უკან შემოატრიალეს ფაქტობრივად თავისი ავადსახსენებელი, გაუთვლელი, პროვოკაციული პოლიტიკით. ამან საბოლოო ჯამში, დაამარცხა ეს ქვეყანა საშინელ კონფლიქტში ჩვენდა სამწუხაროდ და ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციას, რომ დაეწყო ჩვენი ძირძველი მიწების ოკუპაცია მოეხდინა მათ შორის ქართველების გენოციდი როგორც აფხაზეთში, ისე ყოფილ სამხრეთ ოსეთში. ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, ქსნის ხეობას, პატარა და დიდი ლიახვის ხეობებს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები. როცა იყვნენ ჩვენთან ერთად ხელისუფლებაში მაშინ რას აკეთებდნენ ამ მიმართულებით, რა ნაბიჯებს დგამდნენ, იქნებ ამაზეც მოგვიყვნენ ხოლმე“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

ქ. თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე ზოგან დროგამოშვებით მოთოვს, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან თოვლი და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

“ნეთანიაჰუსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს” – ერდოღანი

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

„ღაზაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს“, – განაცხადა ერდოღანმა.

საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.

„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. მას შემდეგ, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია.

“ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს” – გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წლის არჩევნებით დაიწყება გასამართლების პროცესი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მაშინ როდესაც ჰააგის და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა გაამართლეს ქართული სახელმწიფო და ჯარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელი მოაწერა, რომ „ისკანდერები“ გამოიყენეს, ანუ ომის დანაშაული ჩაიდინა ქართულმა ჯარმა და საქართველომ დაიწყო ომი. ბუნებრივია, რომ მანამ, სანამ ასეთი ომისა და ღალატის პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ყოველთვის იქნება კრიზისები და პრობლემის შექმნის მცდელობა მაინც. ამიტომაცაა ჩვენი პოზიცია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წლის არჩევნებით დაიწყება ამ გასამართლების პროცესი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

“არ არსებობს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები” – კახა კალაძე ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობაზე

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები, ასე რომ ვთქვათ.  არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი  არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს  ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ ცათამბჯენებზე  და პროექტთან რუსი ბიზნესმენების, ასევე  მარიკა ვერულაშვილის კავშირზე.

მისი განცხადებით,  პოლიტიკური სპეკულაციები ქალაქის განვითარებას და შესაბამისი პროექტების განხორციელებას  ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის.

„ამას აქვს თავისი მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას.  მინდა გავიხსენო წლები, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი“ თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, გიჟდებიან, არ იციან, რა ქნათ,  რადგან ეკონომიკის  განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს მშენებლობას, საქმდება უამრავი ადამიანი, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს  სხვადასხვა  მიმართულებით.  ეს მხოლოდ და  მხოლოდ მისასალმებელია. ასეთი ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშნებლობას, პროექტები განხორციელდება მომავალშიც. უბრალოდ, სასაცილოა, რომ მარიკა ვერულაშვილს აკავშირებენ ჩვენთან ისინი, ვისი  პარტიის წევრიც იყო წლების განმავლობაში და მათ პოლიტიკას ატარებდა,“- განაცხადა თბილისის მერმა.

“9 თვის მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სს დევნა 48 პირზე დაიწყო, განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა”

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის ,,ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს – 2023 წლის 9 თვის მონაცემებით „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 48 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა, – აღნიშნულის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ბაკურ აბულაძის განცხადებით, სისხლის სამართლის პოლიტიკა „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უმკაცრესია.

„ანგარიშის წარდგენისას გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონებების მიდევნების და ჩამორთმევის მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ანგარიშის წარდგენისას ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად იგზავნება სასამართლოში და საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის და მამხილებელი ჩვენების მიცემისას გამონაკლის შემთხვევებში იყენებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ნიკა მელია, როგორც ჩანს, პარტიის დატოვების შემდეგ ღიად განიხილავს გარკვეულ პოლიტიკურ გაერთიანებას” – თინა ბოკუჩავა

ნიკა მელია, როგორც ჩანს, პარტიის დატოვების შემდეგ ღიად განიხილავს გარკვეულ პოლიტიკურ გაერთიანებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიული პარტნიორები. როგორ იქნება ეს, უპირველესად, ამომრჩეველს ვკითხავთ“.

თინა ბოკუჩავას თქმით, შესაძლებელია, ისინი ფორმალურად გაერთიანდნენ კოალიციურ რეჟიმში.

„არ მინდა, სხვა პოლიტიკური პარტიების გეგმებზე სპეკულაციური განცხადება გავაკეთო. შესაძლებელია, ისინი ფორმალურად კოალიციურ რეჟიმში გაერთიანდნენ. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არსებობს და არ გვსურს, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ხმები დაიკარგოს. ამიტომ გამსხვილება უფრო კარგი იქნება. ალბათ, ამ გაერთიანებამ ნათელი მოჰფინა იმ მრავალთვიან პროცესს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. როგორც ჩანს, პარტიის დატოვების შემდეგ ღიად განიხილავს გარკვეულ პოლიტიკურ გაერთიანებას. ამან შეიძლება, ცხადყოს ფაქტი, რომ ეს ადამიანი გარკვეული პოლიტიკური ობციების შერჩევის პროცესში იყო, მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. პრეტენზია ალტერნატივაზე ბევრს ჰქონდა წარსულშიც, თუმცა შემდეგ მათი საარჩევნო შედეგები გვინახავს. ჩემი მიზანი ვინმეს დაკნინება არ არის, რადგან ეს დიდ ოპოზიციურ მიზნებს ეწინააღმდეგება, თუმცა ვისურვებდი, ადამიანები ახლო წარსულის მაგალითებზე იღებდნენ გაკვეთილებს იმ წარმატებისთვის, როცა ოპოზიციამ ხალხთან ერთად, ხელისუფლების შეცვლა უნდა შეძლოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9763 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9645 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0118 ლარი შეადგინა.

“ჩვენმა ეკონომიკამ, საბანკო-საფინანსო სისტემამ გაუძლო არსებულ გარე შოკებს და საკმაოდ მაღალი მედეგობა აჩვენა”- ნათია თურნავა

ჩვენმა ეკონომიკამ და საბანკო-საფინანსო სისტემამ, რომლის ზედამხედველობასა და სტაბილურობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, გაუძლო არსებულ გარე შოკებს და აჩვენა საკმაოდ მაღალი მედეგობა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი რისკი გარე შოკებსა და წინასწარ გაუთვალისწინებელ ფაქტორებშია, რაც შესაძლოა, დიდი წნეხი აღმოჩნდეს ნებისმიერი ეკონომიკისთვის, მათ შორის პატარა ღია ტიპის ეკონომიკისთვის.

„არავის გაუკვირდება, რომ სხვადასხვა პოტენციური რისკების შეფასებისას გარე რისკებს და შოკებს ვაყენებთ პირველ ადგილზე, რადგან ზედიზედ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შოკი გადავიტანეთ. პირველი ეს იყო კოვიდპანდემია, რომლიდან აღდგენაც პრაქტიკულად, ახლახან დასრულდა. ხოლო მეორე დიდი შოკი გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, რუსეთ უკრაინის ომის და ახლო აღმოსავლეთში განვითრებული ესკალაცია. ორივე ამ ტრაგედიამ საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს რეგიონზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შოკების ფონზე, საფინანსო სისტემამ გაუძლო და აჩვენა მაღალი დონის მედეგობა. ეს გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ მსგავს შოკებს მომავალშიც გავუძლებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

“ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა” – თეონა აქუბარდია

დღეს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა – აღნიშნულ პროცესზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილმა რუსეთს ანექსიის დასრულებაში ხელი არ შეუშალა, – ასეთია პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასება.

მისივე თქმით, ეს იყო ხარკი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა აფხაზური საზოგადოებისგან მოითხოვა, რაც ბოლო ფაქტობრივი ანექსია არ იქნება.

„2020-2021 წელს განხორციელდა სოფელ აიბგას ფაქტობრივი ანექსია, როდესაც ის კრასნოდარის ოლქს შეუერთეს. ახლა არის ბიჭვინთა და ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდება. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ როგორი არაადეკვატურია „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხის მიმართ. წელიწადნახევარია ვცდილობ ხელისუფლებამ ბიჭვინთის ანექსიის პროცესზე რეაგირება მოახდინოს, რაც გასულ წელს დაიწყო და დღეს დასრულდა. მივმართე მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აღნიშნული ფაქტი განცხადებითაც შეემჩნიათ და პარტნიორებისთვის ადეკვატური რეაგირების მოთხოვნით მიემართათ. სად არის მთავრობა, როცა შეგვეძლო აფხაზური საზოგადოების პროტესტთან ერთად და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციის მეშვეობით ფაქტი შეგვეფასებინა?!“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

“საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში” – Die Welt

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ, დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა თავს კარგად გრძნობს და განვითარების ბუმს განიცდის“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „ველტის“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში“ (ავტორი – ედუარდ შტაინერი).

ვლადიმერ პუტინმა წარმატებით განახორციელა რუსული ეკონომიკის დაქვემდებარება სამხედრო მოთხოვნებისადმი და პარალელურად, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასაც მიაღწია. რუსული ეკონომიკა იმდენად იზრდება, რომ ტემპებით მსოფლიო დონესაც აჭარბებს.

ექსპერტები ამ მოვლენას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების ჩადების გაფართოებას უკავშირებენ. 2023 წელს სამხედრო ხარჯები გადიდდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გათვალისწინებული 2024 წლის ბიუჯეტში – 70%-ით მეტი. ეკონომიკური ბუმი ასევე უკავშირდება იმასაც, რომ კრემლმა ფულის საბეჭდი დაზგა აამოქმედა, ხოლო რუსები, თავიანთი მხრიდან, აქტიურად იღებენ კრედიტებს. რაში ხარჯავენ ფულს? – ძირითადად საცხოვრებელი ბინების შესაძენად.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფრონტზე კონტრაქტით მსახურობენ, მაღალ ანაზღაურებას იღებენ, რაც მოხმარების მოცულობას აფართოებს. მიმდინარეობს ეკონომიკის რესტრუქტურიზება. ინვესტიციები ძირითადად იდება იმ დარგებში, რომლებსაც დასავლური კომპანიები ტოვებენ. რუსეთმა მოახერხა ისიც, რომ გვერდს უვლის დასავლეთის სანქციებს და საჭირო პროდუქციას მესამე ქვეყნების ტერიტორიული ტრანზიტის მეშვეობით იღებს. კრემლმა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია შეცვალა და ახლა ევროპის ნაცვლად, ძირითადად აზიაზეა ორიენტირებული.

წყარო