არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს-ისრაელის პრეზიდენტი

18
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა.

„არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ისრაელის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა, რომლის მოსმენა 11 იანვარს დაიწყება.

ისააკ ჰერცოგმა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანამდე აშშ-ის სამთავრობო წყარომ განაცხადა, რომ ბლინკენი ისრაელს ღაზაში ბრძოლების მასშტაბის დაუყოვნებლივ შემცირებისკენ მოუწოდებს.

ისრაელის პრეზიდენტის შემდეგ ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება.