ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა

33
spot_img

ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გაფრთხილება მობილური ტელეფონების მომხმარებლებს გაუგზავნა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინურმა თანამგზავრმა სამხრეთ ტაივანის საჰაერო სივრცეს გადაუფრინა.

ცნობისთვის, 13 იანვარს ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.