გაზრდილია ელექტრონული მოწყობილობების გატანა სომხეთის მიმართულებით და შემდეგ რუსეთში, ეს ყველამ ვიცით და არ ვიცი, ვინ რა შეამოწმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა „ფაქტ-მეტრის“ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, სიმართლეა.
„სტატისტიკას თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ საქართველოდან სომხეთში იმპორტირებული ტვირთების სტატისტიკა გაზრდილია. არ მახსოვს, კონკრეტულად რომელ სახეობაში, თუმცა ეს გაზრდილია 10-15-ჯერ. იგივე ტვირთები კი შემდეგ გადასულია რუსეთში და სწორედ ამ სქემებზე იყო საუბარი. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსის განცხადება, რომ ჩვენ ზემო ლარსის მხრიდან გავარღვიეთ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებიო. ამაზე ხელისუფლების რეაგირება ვერ ვნახეთ და ამის შემდეგ გაჩნდა აზრი, ხომ არ იყო ხელშეწყობა. „ფაქტჩეკი“ რა შუაშია, არ ვიცი. რა სახის ფაქტი უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ ელექტრონული მოწყობილობების – სარეცხი მანქანის, თმის ფენის და ასე შემდეგ, გატანა გაზრდილია სომხეთის მიმართულებით? შემდეგ ამის გატანა ხდება რუსეთში. ეს ყველამ ვიცით და არ ვიცი, ვინ რა შეამოწმა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.