ივანიშვილი დაბრუნდა არგუმენტით, რომ მის პარტიაში არის კორუფცია, განხეთქილება, და პრობლემები, ამით ყველაფერია ნათქვამი – სოფო ჯაფარიძე

36
spot_img

ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაბრუნებით პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა. ის დაბრუნდა არგუმენტით, რომ მის პარტიაში არის კორუფცია, განხეთქილება, პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი,“ – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, ძალიან მალე დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში.

„ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ წარადგენს პრემიერობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ მისი, რომელიმე პოლიტიკური ინსტრუმენტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი  და მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მივალთ გამარჯვებამდე, ძალიან მალე დასრულდება არაფორმალური მმართველობა და ძალიან მალე დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.