Home Blog Page 1784

“რაკი ზახაროვა დაეთანხმა “ქართული ოცნების” მოსაზრებას, ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია” – მიხეილ სარჯველაძე

რაკი ზახაროვა დაეთანხმა “ქართული ოცნების” მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია – ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც ამორალურობაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში ოპოზიციის შეფასებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იდენტურია.

რაც შეეხება თავად ზახაროვას განცხადებას, სარჯველაძე აცხადებს, რომ მისი კომენტარების ვერც მიზანშეწონილობას ხედავს და ვერც აუცილებლობას.

“მე ვთვლი, რომ არც აუცილებლობაა, არც მიზანშეწონილია, რომ ზახაროვას განცხადებებზე კომენტარები ვაკეთოთ, რადგან არ მგონია, რომ მისი შინაარსით ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს. შეიძლება ეს იყოს საინტერესო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ არა პოლიტიკური შეფასებების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ვისი მოსაზრება შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს იმ პარტიის მოსაზრებებს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ მგონია, ეს თავისთავად უარყოფითად ან დადებითად მოქმედებდეს ჩვენი არგუმენტების სისწორეზე. რაკი ზახაროვა დაეთანხმა (ჩვენს) მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც არის ამორალურობა, რადგან მსჯელობას, რომელსაც ავითარებს “ქართული ოცნება”, აქვს თავისთავადი ღირებულება, მართებულია და თუკი მას ისეთი ვინმე დაეთანხმება, ვინც შეიძლება საზოგადოებისთვის ავტორიტეტი არ იყოს, ეს მსჯელობა არ უკუღმართდება. აქედან გამომდინარე, დასკვნები მარტივად გაკეთებადია, მათ შორის, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც საზოგადოებამ ნახა და გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მცდელობასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური პროტესტის ტალღები იქნას აგორებული და ვიწროპარტიული მიზნებით გამოყენებული. აქედან გამომდინარე მსჯელობა, რომ რაკი ზახაროვა დაეთანხმა მოსაზრებას, ტოლობის ნიშანი დაისვას, კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”

რაჭაში, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია – ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან.

სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიის შედეგად სასტუმროს არცერთი თანამშრომელი დაშავებულა, თუმცა სასტუმროს სტუმრები და მომსახურე პერსონალი ტერიტორიას ჯერჯერობით ვერ ტოვებენ.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი ცოტა ხნის წინ ჩამოწვა, შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის” მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის 2 ვერტმფრენით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6150 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6150 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6150 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6185 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8749 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა

“2- მეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი” – შოვში მყოფი მოქალაქე

რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.

როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

„მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ ვართ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე „მთავართან“.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

რაჭაში პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“,- აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება

ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გეოპოლიტიკურ კრიზისებს და მიმდინარე საფრთხეებს საქართველო თავიდან აიცილებს

„ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვის და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს. იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც სჭირდება ამ სამსახურს – პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი მთავრობის სახელით .

 

მე მჯერა ამ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და ზოგადად, ამ მიმდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო სამშვიდობოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებული ტემპებით ვითარდება. ჩვენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ასევე ყველა წამყვან დიდ ეკონომიკებთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და ამას სჭირდება წახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. მე მჯერა ჩვენი სწორი პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გამთლიანებას. ამაზე უზენაესი ეროვნული ინტერესი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი საზრუნავი, ამ სამსახურის, არის სწორედ ეს, იმ ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და ჩვენი მოქალაქეების, მთელი სახელმწიფო უწყებების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესი უნდა იყოს სწორედ ამ დიადი მიზნის მიღწევა. ამას რა თქმა უნდა სჭირდება წარსულში ჩადენილი ძალიან ბევრი უხეში შეცდომებისა თუ დანაშაულების გამოცდილების გათვალისწინება, გააზრება ემოციების გარეშე და თანმიმდევრულად მიყოლა ჩვენი ეროვნული პოლიტიკის. სამსახურს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დაფასება, მეტი დახმარება, მეტი გაძლიერება. ბატონო გრიგოლ, ჩვენი ვალდებულებაა, ჩემი ვალდებულებაა, რომ მეტი გავაკეთო თქვენთვის, იმისთვის, რომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო მეტად დაცული, გაძლიერებული, დაფასებული და მე გპირდებით მომავალშიც სრულ თანადგომას. კიდევ ერთხელ ბატონო გრიგოლ, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და გისურვოთ წარმატება და გამარჯვება”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით” – ირაკლი ღარიბაშვილი

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მივესალმები ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ შალვა პაპუაშვილს, მივესალმები ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. მინდა, პირველ რიგში მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ამ სამსახურის დაფუძნებიდან 8 წელი გავიდა და მას შემდეგ სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა, განახორციელა, ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი, ეფექტიანი სისტემა, სამსახური, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, იცავს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, პირველ რიგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას.

„მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეს სამსახური კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რითაც სამსახური კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, ამისთვის მადლობა თქვენ ბატონო გრიგოლ და თქვენს ხელმძღვანელობას, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ თქვენს თანამშრომელს.

მე ასევე მინდა აღვნიშნო და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობას. თქვენი როლი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მე ასე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ახდენთ საფრთხეების შეფასებას, იდენტიფიცირებას, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციას და აღკვეთას. ასევე ეს სამსახური ებრძვის ტერორიზმს, კორუფციას და რაც მთავარია, კიდევ მინდა გავიმეორე, უმაღლეს დონეზე იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა და ზოგადად რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. მისივე განცხადებით, ასეთ ვითარებაში მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და ზოგადად მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის და ამ სამსახურის პირდაპირი როლი რა თქმა უნდა არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ და თავის გამოსვლაში ეს ბატონმა გრიგოლმა სწორად ახსნა და აღნიშნა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მოგეხსენებათ, რომ საფრთხეები არის მრავალგანზომილებიანი, გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან და ოკუპაციის თანმდევ რისკებთან, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში ეს სამსახური იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამავდროულად ჩვენ შევძელით და ბოლო 10 წელზე მეტია მოვახერხეთ ის, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა,”- განაცხადა პრემიერმა.

კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა

კურორტ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა.

არსებული ინფორმაციით, მეწყერში ადამიანები არიან  მოყოლილი.

ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე, ვინც ად­გილ­ზე მყო­ფე­ბა, ფორ­მუ­ლას უყ­ვე­ბა, რომ ზო­ნა­ში, სა­დაც მიწა და­იძ­რა, მო­ყო­ლი­ლი არი­ან ბავ­შვე­ბიც. მათი თქმით, ელო­დე­ბი­ან ვერ­ტმფრენ­საც, რომ­ლი­თაც ევა­კუ­ა­ცია მოხ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მისი ზუს­ტი მას­შტა­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძის განცხადებით,   შემთხვევის  ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ადგილზე შს სამინისტროს ქვედანაყოფები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო სანსეტ შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – აცხადებენ უწყებაში.

 

“რუსეთის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მოხელეებს მხოლოდ და მხოლოდ რუსული წარმოების ავტომანქანებით – „მოსკვიჩებითა“ „ლადებით” გადაადგილება უბრძანა.

რუსული მედიის ცნობით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩინოვნიკებისთვის იმპორტული ავტომობილების შესყიდვის აკრძალვის შესახებ პუტინმა ერთ-ერთი თათბირის დროს გაახმოვანა.

„ქვეყნის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს. ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება”, – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ იმპორტი უნდა იყოს, მაგრამ ისეთი „საბაზისო რამ“, როგორიც არის ავტომობილი, რუსული წარმოების უნდა იყოს.

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.

“გვახსოვს, ვაშაძე როგორ ლანძღავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვაშაძეს-მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

“მთავარი რამ აკლია ამ ოპოზიციურ „ერთობას“ თუ „გაერთიანებას“, სინამდვილეში, აკლიათ საზოგადოების მხარდაჭერა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ახსოვს, ვაშაძე როგორ ლანძღავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვაშაძეს, მიუხედავად ამისა, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ერთი და იგივე პოლიტიკური კონგლომერატია.

„ამავე დროს ხდება გამომზეურება საოცარი უპრინციპობისა, რომელსაც იქ გაერთიანებული პოლიტიკოსები იჩენენ. გვახსოვს, მაგალითად ვაშაძე როგორ ლანძღავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვაშაძეს. მიუხედავად ამისა, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ერთი და იგივე პოლიტიკური კონგლომერატია, რასაც ვამბობდით კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ამას უარყოფდნენ აღმოჩნდა, რომ ეს ლანძღვა ყოფილა ფარსი და სინამდვილეში ისინი არიან ერთნი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს ვ.ლ.-ს, კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტმა კახეთში, სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოებისთვის ყალბი ინსპექტირების ანგარიში მოამზადა.

„გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ინდ.მეწარმის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულებით, სოფელ კოჭბაანში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა, ბრალდებულის მიერ მომზადებული ყალბი ინსპექტირების ანგარიშისა და შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით დადასტურდა.

ამასთან, იგივე ანგარიშის და აქტის თანახმად, ბრალდებულმა შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისა და ინსპექტირების ჩატარების გარეშე ყალბად მიუთითა, თითქოსდა სამუშაოებში გამოყენებული მასალები ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტებს შეესაბამებოდა და საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სახელით დამზადებულ ინსპექტირების ანგარიშში დირექტორის მონაცემების გასწვრივ თავად მოაწერა ხელი; ასევე გააყალბა ექსპერტ/ინსპექტორის და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები და ხელი მათი სახელითაც მოაწერა, მაშინ როდესაც შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ დირექტორს და თანამშრომლებს აღნიშნული ინსპექტირება არ ჩაუტარებიათ, ასევე, არც ინსპექტირების ანგარიში და შესრულებული სამუშაოს აქტი მოუმზადებიათ.

ვ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტის ვ.ლ.-ს მიმართ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.