რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მოხელეებს მხოლოდ და მხოლოდ რუსული წარმოების ავტომანქანებით – „მოსკვიჩებითა“ „ლადებით” გადაადგილება უბრძანა.
რუსული მედიის ცნობით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩინოვნიკებისთვის იმპორტული ავტომობილების შესყიდვის აკრძალვის შესახებ პუტინმა ერთ-ერთი თათბირის დროს გაახმოვანა.
„ქვეყნის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს. ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება”, – განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ იმპორტი უნდა იყოს, მაგრამ ისეთი „საბაზისო რამ“, როგორიც არის ავტომობილი, რუსული წარმოების უნდა იყოს.