Home Blog Page 1776

საბოლო ჯამში, მივაღწიეთ კონსენსუსს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით -მამუკა მდინარაძე

საბოლოო ჯამში, მივაღწიეთ კონსენსუსს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს, ვასილ მაღლაფერიძესა და გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს კონსულტაციებში ინტენსიური მონაწილეობისთვის.

„კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივედით კონკრეტულ გადაწყვეტამდე – მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ძალიან კარგი პროექტი – ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ორი წლის შემდეგ, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე. დღევანდელი მოცემულობით თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს. რა თქმა უნდა, პროგნოზია, რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. ბუნებრივია, დრამატული ზრდა ვერ იქნება, მოსახლეობის რაოდენობას ვერ გადააჭარბებს, უტრირებულად და ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, მაგრამ იქნება ზრდა, მათ შორის, წლევანდელი მონაცემების მიხედვითაც, თანხა დღევანდელ საოპერაციო ხარჯებზე მეტი იქნება. ხელფასების ზრდა და ინფლაციის შესაბამისი, ადეკვატური ზრდა ყველა მიმართულებით მაუწყებელს შიგნით შეიძლება ჰქონდეს და შესაბამისი ხარჯები დაფაროს. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ იქნება დასაქმებული ადამიანების ზრდა ქვეყანაში, რაც ავტომატურად გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდას, თუმცა,  ბუნებრივია, ეს არ იქნება ისეთი დინამიკა, როგორიც იყო აქამდე, გაორმაგება და გასამმაგება, როგორც შეიძლებოდა მომხდარიყო, არ იქნება. ასევე, კანონში დაზღვევის სახით იწერება ისიც, რომ შემცირების შემთხვევაში (ასეთი პროგნოზი არ გვაქვს, მაგრამ თეორიული რისკებიც უნდა დავაზღვიოთ), თუ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიჰყვება და არ შემცირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაერთიანებული შტაბების დავალებით, ჩაატარეს გეგმიური წვრთნა – მარშ ევროკავშირისკენ! -გოგა ხაინდრავა

9 დეკემბერს, თბილისში ჩატარებული ე.წ. მარშის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს:

“მთავარსარდალმა სალომემ და: კაპიტანმა გიგაურმა, ეფრეიტორებმა, სერჟანტებმა, რიგითებმა – გაერთიანებული შტაბების დავალებით, ჩაატარეს გეგმიური წვრთნა – მარშ ევროკავშირისკენ!
შეკერეს, გაშალეს, აფრიალეს, ჩაიარეს, მიაწვდინეს ხმა! აქციამ, ყველა Voice-ს და Post-ის მოწონება დაიმსახურა!”-წერს გოგა ხაინდრავა

“ოქროს გლობუსის” 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

2024 წლის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია.

ოქროს გლობუსის მთავარი კანდიდატი ფილმი წელს ბარბი გახდა, რომელმაც რეკორდული რაოდენობის, 9 ნომინაცია მიიღო, შოუს 81-წლიან ისტორიაში, ამდენ ჯილდოზე პრეტენზია მხოლოდ კაბარეს ჰქონდა.

მეორე ადგილზე 8 ნომინაციით ზაფხულის კიდევ ერთი ბლოკბასტერი, კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერია. 

სერიალებიდან ყველაზე მეტი, 9 ნომინაცია აქვს მიღებული HBO-ს Successsion-ის ფინალურ, მეხუთე სეზონს.

2024 წლის ოქროს გლობუსი ნომინანტები არიან:

საუკეთესო დრამატული ფილმი

Oppenheimer
Killers of the Flower Moon
Maestro
Past Lives
The Zone of Interest
Anatomy of a Fall

საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი

Barbie
Poor Things
American Fiction
The Holdovers
May December
Air

საუკეთესო რეჟისორი

ბრედლი კუპერი — Maestro
გრეტა გერვიგი — Barbie
იორგოს ლანთიმოსი — Poor Things
კრისტოფერ ნოლანი — Oppenheimer
მარტინ სკორსეზე — Killers of the Flower Moon
სელინ სონგი — Past Lives

საუკეთესო სცენარი

Barbie
Poor Things
Oppenheimer
Killers of the Flower Moon
Past Lives
Anatomy of a Fall

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ ფილმში

ბრედლი კუპერი — Maestro
კილიან მერფი — Oppenheimer
ლეონარდო დიკაპრიო — Killers of the Flower Moon
კოლმან დომინგო — Rustin
ენდრიუ სკოტი — All of Us Strangers
ბერი კეუნი — Saltburn

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ ფილმში

ლილი გლედსტოუნი — Killers of the Flower Moon
ქერი მალიგანი – Maestro
სანდრა ჰიულერი – Anatomy of a Fall
ანეტ ბენინგი — Nyad
გრეტა ლი — Past Lives
ქეილი სპენი — Priscilla

საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში

ფანტაზია ბარინო – The Color Purple
ჯენიფერ ლოურენსი – No Hard Feelings
ნატალი პორტმანი – May December
ალმა პოისტი – Fallen Leaves
მარგო რობი – Barbie
ემა სტოუნი – Poor Things

საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში

ნიკოლას კეიჯი — Dream Scenario
ტიმოთე შალამე — Wonka
მეტ დეიმონი — Air
პოლ ჯიამატი — The Holdovers
ხოაკინ ფენიქსი — Beau Is Afraid
ჯეფრი რაითი — American Fiction

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი

უილემ დეფო — Poor Things
რობერტ დენირო — Killers of the Flower Moon
რობერტ დაუნი ჯუნიორი — Oppenheimer
რაიან გოსლინგი — Barbie
ჩარლზ მელტონი — May December
მარკ რაფალო — Poor Things

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი

ემილი ბლანტი — Oppenheimer
დენიელ ბრუქსი — The Color Purple
ჯოდი ფოსტერი — Nyad
ჯულიან მური — May December
როზამუნდ პაიკი — Saltburn
დევაინ ჯოი რენდოლფი — The Holdovers

საუკეთესო სერიალი, დრამა

1923
The Crown
The Diplomat
The Last of Us
The Morning Show
Succession

საუკეთესო სერიალი, მიუზიკლი ან კომედია

The Bear
Ted Lasso
Abbott Elementary
Jury Duty
Only Murders in the Building
Barry

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში

პედრო პასკალი — The Last of Us
კირან კალკინი — Succession
ჯერემი სტრონგი — Succession
ბრაიან კოქსი — Succession
გერი ოლდმენი — Slow Horses
დომინიკ უესტი — The Crown

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში

ჰელენ მირენი — 1923
ბელა რემსი — The Last of Us
კერი რასელი — The Diplomat
სარა სნუკი — Succession
იმელდა სტაუნტონი — The Crown
ემა სტოუნი — The Curse

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში ან მიუზიკლში

აიო ედებირი — The Bear
ნატაშა ლიონე — Poker Face
კინტა ბრანსონი — Abbott Elementary
რეიჩელ ბროსნაჰანი — The Marvelous Mrs. Maisel
სელენა გომესი — Only Murders in the Building
ელ ფენინგი – The Great

საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში ან მიუზიკლში

ბილ ჰადერი — Barry
სტივ მარტინი — Only Murders in the Building
მარტინ შორტი — Only Murders in the Building
ჯეისონ სიგელი — Shrinking
ჯეისონ სუდეკისი — Ted Lasso
ჯერემი ალენ უაიტი — The Bear

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი სერიალში

ბილი კრადაპი — The Morning Show
მეთიუ მაკფეიდენი — Succession
ჯეიმს მარსდენი — Jury Duty
ებონ მოს-ბეჩრეჩი — The Bear
ალან რაკი — Succession
ალექსანდრ სკარშგორდი — Succession

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი სერიალში

ელიზაბეტ დებიკი — The Crown
ები ელიოტი — The Bear
კრისტინა რიჩი — Yellowjackets
ჯეი სმიტ-კემერონი — Succession
მერილ სტრიპი — Only Murders in the Building
ჰანა ვედინგჰემი — Ted Lasso

საუკეთესო მინისერიალი

Beef
Lessons in Chemistry
Daisy Jones & the Six
All the Light We Cannot See
Fellow Travelers
Fargo

საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში

მეტ ბომერი — Fellow Travelers
სემ კლაფინი — Daisy Jones & the Six
ჯონ ჰემი — Fargo
ვუდი ჰარელსონი — White House Plumbers
დევი ოელევო — Lawmen: Bass Reeves
სტივენ იეუნი — Beef

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში

რაილი კეო — Daisy Jones & the Six
ბრი ლარსონი — Lessons in Chemistry
ელიზაბეთ ოლსენი — Love and Death
ჯუნო ტემპლი — Fargo
რეიჩელ ვაიზი — Dead Ringers
ალი ვონგი — Beef

საუკეთესო მუსიკა

ლუდვიგ გორანსონი — Oppenheimer
იერსკინ ფრენდიქსი — Poor Things
რობი რობერტსონი — Killers of the Flower Moon
მიკა ლევაი — The Zone of Interest
დენიელ პემბერტონი — Spider-Man: Across the Spider-Verse
ჯო ჰისაიში — The Boy and the Heron

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

Anatomy of a Fall, საფრანგეთი
Fallen Leaves, ფინეთი
Io Capitano, იტალია
Past Lives, იტალია
Society of the Snow, ესპანეთი
The Zone of Interest, დიდი ბრიტანეთი

საუკეთესო სიმღერა

Barbie — What Was I Made For?
Barbie — Dance the Night
She Came to Me — Addicted to Romance
The Super Mario Bros. Movie — Peaches
Barbie — I’m Just Ken t
Rustin — Road to Freedom

საუკეთესო ანიმაცია

The Boy and the Heron
Elemental
Spider-Man: Across the Spider-Verse
The Super Mario Bros. Movie
Suzume
Wish

საუკეთესო სტენდაპ შემსრულებელი

Ricky Gervais: Armageddon”
Trevor Noah: Where Was I
Chris Rock: Selective Outrage
Amy Schumer: Emergency Contact
Sarah Silverman: Someone You Love
Wanda Sykes: I’m an Entertainer

კინოგაქირავების გამორჩეული ფილმი

Barbie
Guardians of the Galaxy Vol. 3
John Wick: Chapter 4
Mission: Impossible — Dead Reckoning Part One
Oppenheimer
Spider-Man: Across the Spider-Verse
The Super Mario Bros. Movie
Taylor Swift: The Eras Tour

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი -ჩეხეთის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო – ჩეხეთის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება.

ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

,,ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა გამართა ასევე, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვასთან.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დასრულდება.

მადლობა მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე -გერტ იან კოპმანი დარჩიაშვილს

დიდი მადლობა კიდევ ერთი შესანიშნავი საუბრისთვის, ძვირფასო ილია და მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ასე ეხმაურება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტირატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ შეხვედრას/

აღმოსავლეთ პარტბიორობის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ საუბარზე სოციალურ ქსელში წერს თავად ილია დარჩიაშვილიც:

“მქონდა ძალიან კარგი საუბარი გერტ იან კოპმანთან. ველოდებით რა უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მე მას მივაწოდე ინფორმაცია იმ სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მოუთმენლად ველით კიდევ ერთ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – წერს დარჩიაშვილი X-ის (ყოფილი „ტვიტერი“ ) პირად გვერდზე.

როცა ევროკავშირი იღებს იმავე კანონს, რის გამოც რა არ გვიწოდეს, მათგან ერთი მაინც გამოვიდეს და აღიაროს შეცდომა, ან იმ ახალგაზრდებს უთხრას, რომ კი, შეცდომაში შეიყვანეს – მიხეილ ყაველაშვილი

„საქართველოში არეულობის მოსაწყობად იგივე ძალები არიან ჩართული და იხდიან ფულს, რომლებმაც „მიშას წამება” დადგეს”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელზეც ახლა ევროკავშირი მუშაობს და აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან ვინმეს გამბედაობა უნდა ეყოს, გამოვიდეს და აღიაროს, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, როცა ეს კანონპროექტი გააპროტესტებინეს.

„ოპოზიციის მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ე.წ. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ვკლავდით, სანამ სტრასბურგმა საპირისპირო არ დაამტკიცა. ამ წნეხს გავუძელით. იმ წნეხსაც გავუძელით, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, მაგრამ, ახლა, როცა ევროკავშირი მუშაობს იმავეზე, რითაც არასამთავრობო სექტორს მოუწოდებენ, რომ მათი დაფინანსება გამჭვირვალე იყოს, ერთი ოპოზიციონერი მაინც გამოვიდეს და იკითხოს, ჩვენ რომ გაგვაპროტესტებინეთ ეს კანონი, თქვენ რატომ იღებთო. ამ კანონპროექტის გამო რა არ გვიწოდეს – არ რცხვენია ამ ხალხს დღეს? ნუთუ ვერც ერთმა ვერ უნდა გაბედოს, რომ გამოვიდეს და აღიაროს  შეცდომა და ეს ორმაგი სტანდარტი დაგმოს, ან იმ ახალგაზრდებს უთხრას, რომ კი, შეცდომაში შეიყვანეს? ეს პროცესი არ ჩერდება და გარე ძალები ამას ხვალაც დაგვიგეგმავენ, ამიტომ, საზოგადოების ინფორმირებას არ უნდა მოვეშვათ. ამაზე სულ უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 12 და 13 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ვრცელებს.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელილია”

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი პრინციპები ფეხქვეშ გათელილია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც არ არის მთავრობის მიერ ნებადართული, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს და როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით განმარტა, საქართველოს ძირითადი კანონის უხეში და მიზანმიმართული დარღვევაა. ასეთი რამ ცდება ყოველგვარ საღ აზრს, ყოველგვარ პატივისცემას შენი ქვეყნისადმი, ქვეყნის ძირითადი ღირებულებებისადმი და იმ პრინციპებისადმი, რომლებიც კონსტიტუციაშია. ეს ყოვლად მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი პრინციპები ფეხქვეშ გათელილია. ასეთი ქცევების გამო პრეზიდენტად წოდება რთულია. ეს მძიმე შემთხვევაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“კონსტიტუციის დამრღვევად წოდებული ადამიანის ჩეხეთში მოგზაურობა საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს არ წაადგება”

კონსტიტუციის დამრღვევად წოდებული ადამიანის ჩეხეთში მოგზაურობა საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს არ წაადგება და დამაზიანებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, მთავრობა საპირისპირო ფორმულით მოსიარულე ადამიანს ვერ მისცემს მანდატს, მთავრობისა და საზოგადოების პოზიცია წარმოადგინოს.

„სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომ მთავრობა არ იმსახურებდა სტატუსს, ახლაც არ იმსახურებს და არც მომავალში დაიმსახურებს, თარგმანში სწორედ ის არის, რასაც ჰქვია – საქართველოს არ დაუჭიროთ მხარი, თუ მის სათავეში დღევანდელი ხელისუფლება იქნება. ჩეხეთის პრეზიდენტი თუ ამბობს, რომ მხარდაჭერაზე იყო საუბარი, ეს ჩეხეთის პრეზიდენტის სწორი დიპლომატიური, პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარეობს და არა სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებიდან, რაც გაჟღერებული იყო 26 მაისის ღონისძიებაზე. სრულიად შემარცხვენელი, არაობიექტური, დამაზიანებელი და უზნეო იყო, როცა მან ახალგაზრდებს მიმართა, მისი განცხადებები ცნობილია. ვერავინ იტყვის, რომ პოზიცია შეიცვალა.

არასოდეს იფიქროთ, რომ ბორელი ისეთ განცხადებას გააკეთებს, რაც ქვეყნებთან არ არის შეთანხმებული, რადგან ის ევროკავშირს წარმოადგენს და მან თქვა, ვინ იმსახურებს სტატუსს, რატომ უნდა მიეცეს საქართველოს სტატუსი. მთავრობა ამის საპირისპირო ფორმულით მოსიარულე ადამიანს ვერ მისცემს მანდატს, რომ მთავრობისა და საზოგადოების პოზიცია წარმოადგინოს. კონსტიტუციის დამრღვევისთვის ეს მანდატი შეუსაბამო, არაადეკვატურია. კონსტიტუციის დამრღვევად წოდებული ადამიანის ჩეხეთში მოგზაურობა საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს არ წაადგება და დამაზიანებელია. ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს. სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, საზოგადოებაში განცდა შექმნას, რომ კონსტიტუციის დარღვევას შედეგი არ მოჰყვება და საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაცია შეულახოს. მისი ამოცანა და დავალებაა, საზოგადოებას სტაბილურობის განცდა არ ჰქონდეს, სტაბილურობის, რომელიც მთავრობამ შექმნა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“2012 წლიდან შეიცვალა მთავარი: სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული” – მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, სკოლებში განათლების დონის შემცირება ნიშნავს „უსწავლელ ახალ თაობას“.

„საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადების იმ პროგრამის შეჩერების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით.

2012 წლიდან შეიცვალა მთავარი რამ – სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული. ბავშვები უყურებენ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა კრიტერიუმებია საჭირო წარმატების მისაღწევად – ნათესაური კავშირები, ჩალიჩი, ეშმაკობა, კრიმინალი, მაგრამ განათლება ამ ჩამონათვალში ბუნებრივია არ შედის. პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა.

მე მაქვს ჩემი აბსოლუტურად ზუსტი ხედვა თუ როგორ უნდა მოვახდინოთ არსებული ჭაობიდან განათლების სისტემის გამოყვანა, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და წახალისება, მოსწავლეებში ინტერესის გაძლიერება და ახალი სტიმულების შემოღება მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილების მოპოვებაზე მორგებული განათლების დანერგვა“,- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

“შეგვიძლია ვიხტუნაოთ, შეგვიძლია ვიცეკვოთ, თუ იმასთან ერთად, რაც უკვე გავაკეთეთ, ამასაც მოგვთხოვენ”

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევში არ ესმით რატომ კეთდება უნგრეთის მხრიდან მკაცრი განცხადებები უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ უკვე შეასრულა ყველა პირობა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად იყო წაყენებული.

„შეგვიძლია ვიხტუნაოთ, შეგვიძლია ვიცეკვოთ, თუ იმასთან ერთად, რაც უკვე გავაკეთეთ ამასაც მოგვთხოვენ. მაგრამ, ვფიქრობ, თამაში სამართლიანად უნდა ვითამაშოთ. უკრაინამ თვეების განმავლობაში გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდებოდნენ“, – აღნიშნა კულებამ.

უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

“ეს გადაჯგუფებები მხოლოდ ესთეტიკის საკითხია, შინაარსში არაფერი იცვლება”

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წევრების წასვლას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„თითქოს რაღაც მესამე ძალები იქმნება, თითქოს რაღაც გამიჯვნა არის. სინამდვილეში ეს არის ერთი ქოლგა, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგა, რომლის ქვეშაც ყველა ეს პატარა თუ საშუალო დაჯგუფება მოძრაობს. ამიტომ, მთავარი გამოწვევა კვლავ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ერთ რამეზე – ისინი ემსახურებიან არა ქართველი ხალხის ინტერესს, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფების – ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით ინტერესებს, რომლებიც აბსოლუტურად დაპირისპირებულია ქართველი ხალხის ინტერესთან. ასე რომ ეს გადაჯგუფებები მხოლოდ ესთეტიკის საკითხია, შინაარსში არაფერი იცვლება. 2024 წელს ქართველ ხალხს არჩევანი ექნება ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად ბაჩო დოლიძემ დატოვა. ნიკა მელიას გუნდის წევრი ამბობს, რომ ახლა ახალი მოძრაობის დროა. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ ქუთაისის საკრებულოს წევრებიც. პარტია ასევე დატოვა იმერეთის მუნიციპალიტეტში ასეულობით წევრმა.