Home Blog Page 1776

ბათუმი-ახალციხის გზაზე სოფ. გულებთან მეწყრის განვითარების გამო მოძრაობა შეზღუდულია

ბათუმი-ახალციხის გზაზე სოფ. გულებთან მეწყრის განვითარების გამო მოძრაობა შეზღუდულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფელ აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული მხედველობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გარკვეული ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ – როგორც სამსახურში, ისე სოციალურ ურთიერთობებში. შესაძლოა, მეგობრების დახმარებით პრობლემის მოგვარების ახალი მეთოდი აღმოაჩინოთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შეთავაზებები, მაგალითად, გასართობ ღონისძიებაზე მიპატიჟება. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება, ბევრ კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კურო

ამ დღეს წინა პლანზე გამოვა პარტნიორული ურთიერთობები – როგორც პირადი, ისე საქმიანი. ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში თანამოაზრეების პოვნისა და ერთობლივი პროექტის დაწყებისთვის. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

ტყუპები

ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება სასურველი სტუმარი გეწვიოთ, რაც ძალიან გაგახარებთ.საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა დასვენებისა და გართობისთვის, ასევე, რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. შესაძლოა, ადამიანმა, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მეტი იაქტიურეთ, რათა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. დროა, საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთების ან ადამიანებისგან გაათავისუფლოთ.

ლომი

სავარაუდოდ, ამ დღეს დიდი ხნის უნახავი ადამიანები გეწვევიან. ძველ მეგობრებთან ერთად წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

ქალწული

შეხვედრებითა და ურთიერთობებით სავსე დღეა. სახლში დარჩენას არ გირჩევთ, უმჯობეისა ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე წახვიდეთ და იმხიარულოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, დამღლელი და სტრესული სამუშაო ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი ფულის გარშემო ტრიალებს. შესაძლოა, ხელფასი ან შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდო მიიღოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საოცნებო ნივთი შეიძინოთ. თუმცა, მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ. სავარაუდოდ, საღამოს სტუმრების დასახვედრად მზადება მოგიწევთ. სახლში სასიამოვნო ატმოსფერო განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ – მანიკიური, პედიკიური, ახალი ვარცხნილობა თუ ლამაზი ჩაცმულობა – საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებით, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ საჭირო ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ხმაურიანი დღეებისა და სტუმრიანობის შემდეგ განმარტოება და მშვიდად ფილმის ყურება გსურთ. ყველაზე მეტად ხმაურიან კომპანიებს და ხალხის თავშეყრის ადგილებს გაურბიხართ. შეგიძლიათ მყუდრო კაფე იპოვოთ, სადაც გემრიელ კერძებს დააგემოვნებთ. ჯერჯერობით თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან – ჯობს თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღოთ და დაასრულოთ.

თხის რქა

სხვადასხვა მოვლენით მდიდარი დღეა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრაზე თქვენთვის მნიშვნელოვან ბევრ ინფორმაციას გაიგებთ, რაც უახლოეს ხანებში ძალიან გამოგადგებათ. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.

მერწყული

პასუხისმგებლობის გრძნობა გაიძულებთ, წახვიდეთ შეხვედრაზე, რომელზედაც წასვლა არ გსურთ. უფროს ნათესავთან ან ხელმძღვანელთან მნიშვნელოვანი საუბარი კარგად ჩაივლის და თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებას, რომელსაც საღამოს მიიღებთ, დათანხმდით – შესაძლოა, ის თქვენთვის საინტერესო შანსი იყოს..

თევზები

ამ დღეს საქმეებზე ფიქრისთვის განწყობილი არ ხართ. შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, ვინმეს გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა, ან თუნდაც ვინმეზე იზრუნოთ, დაარიგოთ, „ცრემლი მოწმინდოთ“… ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამართლიანობა კარგია, მაგრამ არ დაუშვათ, რომ „სუსტები და დაჩაგრულები“ ნელ-ნელა კისერზე დაგასხდნენ.

“მშვიდობის კარი უნდა გაიღოს” – ერდოღანი ზელენსკის

სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანმა და ზელენსკიმ რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომი.

სატელეფონო საუბარში ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იყენებს, რათა შეაჩეროს სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ასევე პალესტინის ტერიტორიებზე და უზრუნველყოს მუდმივი მშვიდობა.

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის კარი უნდა გაიღოს.

“დიპლომატიური ძალისხმევის დრო იწურება ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის დასასრულებლად” – იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ დრო იწურება დიპლომატიური ძალისხმევით ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის დასასრულებლად.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისრაელს მალე სხვა არჩევანი არ დარჩება, გარდა იმისა, რომ დაიწყოს დიდი სამხედრო შეტევა ლიბანში მდებარე ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ.

“ჩვენ გვირჩევნია შეთანხმებული დიპლომატიური მოგვარების გზა, მაგრამ ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც ქვიშის საათი გადაბრუნდება”, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

“ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს” – ზელენსკი

ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი დროა, „ბევრ რამეში გადამწყვეტი“.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს უფრო ძლიერი გახდეს, ხოლო ჩვენს მებრძოლებს – მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ცალკე მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის.

„ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. ჩვენი სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ქვათაცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვათაცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება.

“დრო იწურება ღაზაში მყოფი ბავშვებისთვის, რომლებიც კოშმარში არიან” – UNICEF-ის ხელმძღვანელი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა, კეტრინ რასელმა განაცხადა, რომ ღაზაში მყოფი ბავშვებისთვის, რომლებიც კოშმარში არიან, დრო იწურება.

“ღაზის სექტორში მყოფ ბავშვებს სამმაგი სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, ვინაიდან იმატებს დაავადებების შემთხვევები, მკვეთრად გაუარესებულია კვება, ხოლო საომარი მოქმედებების ესკალაცია მეთოთხმეტე კვირას უახლოვდება”, – აღნიშნა გაეროს მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ბავშვების ცხოვრების პირობები სწრაფად უარესდება.

“ბავშვები და ოჯახები ღაზის სექტორში კვლავ იღუპებიან, კვლავ ვხედავთ დაშავებულებს და მათი სიცოცხლე მზარდი საფრთხის ქვეშ არის დაავადებებისა და საკვებისა და წყლის ნაკლებობის გამო. ყველა ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე უნდა იყოს დაცული ძალადობისგან და ჰქონდეს წვდომა ძირითად სერვისებსა და მარაგებზე”, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა.

ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი ბლინკენის პირველი გაჩერებაა რეგიონში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში.

სახელმწიფო მდივანი შაბათს სტამბოლში შეხვედრებს გამართავს და ასევე მოსალოდნელია მისი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა.

თურქეთში ბოლო ვიზიტის დროს, გასული წლის ნოემბერში, ბლინკენი ერდოღანს არ შეხვედრია, მაგრამ შეხვდა თავის თურქ კოლეგას – საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის შემდეგ ბლინკენი ეწვევა იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს.

2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის შემდეგ ეს ბლინკენის რეგიონში უკვე მეოთხე ვიზიტია.

პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული რაკეტები გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული რაკეტები გამოიყენა.

“თავისი აშკარა გენოციდური ომის ფარგლებში, რუსეთმა პირველად განახორციელა დარტყმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული რაკეტებით”, – აღნიშნა პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოდოლიაკის თქმით, მოსკოვის რეჟიმი აღარ მალავს თავის ზრახვებს.

“ახლა [რუსეთი] უკრაინელებს უტევს იმ სახელმწიფოდან მიღებული რაკეტებით, სადაც მოქალაქეებს საკონცენტრაციო ბანაკებში აწამებენ”, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

59 წლის ასაკ­ში, მომ­ღე­რა­ლი კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა

59 წლის ასაკ­ში, მომ­ღე­რა­ლი კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ვაჟი მი­შელ გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

„დიდი მწუ­ხა­რე­ბით ვწერ, რომ მა­მა­ჩე­მის სული სამ­ყა­როს შე­მოქ­მედ­მა ჩა­ი­ბა­რა…” – წერს მომ­ღერ­ლის შვი­ლი.

“ახლა გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, სრულად გავათავისუფლოთ ჩვენი მიწის თითოეული სანტიმეტრი” – „ჰეზბოლას“ ლიდერი

„ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, ლიბანისთვის ისტორიულ შესაძლებლობას ხედავს, გაათავისუფლონ „ისრაელის მიერ ოკუპირებული მიწები.“

ჰასან ნასრალამ დაგმო ბეირუთში გუშინ მისი მოადგილის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა. ნასრალას განცხადებით, 8 ოქტომბრის შემდეგ, „ჰეზბოლამ“ ისრაელი-ლიბანის საზღვარზე 670 სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მისივე თქმით, მათ დიდი რაოდენობით გაანადგურეს ისრაელის კუთვნილი ტანკები და სატრანსპორტო საშუალებები.

„ჩვენ ახლა გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, სრულად გავათავისუფლოთ ჩვენი მიწის თითოეული სანტიმეტრი და დავამყაროთ მოცემულობა, რომელიც ჩვენს მტერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემს”, – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.