Home Blog Page 1776

,,ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი”- მერაბ გამყრელიძე

ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.

„დღის მანძილზე დაახლოებით 10 000 აბონენტი იყო, რომელსაც ვერ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამ წუთისთვის დარჩენილია 2 000 აბონენტამდე. დღის ბოლომდე ელექტროენერგია აღუდგება დაახლოებით 1 500 აბონენტს. კრიტიკულად რჩება სოფელი ჩოჩხათი. გაზი არ მიეწოდება 3 000 აბონენტს. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 25 ლოკაციაზე. ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი. სტიქიის ადგილიდან სასტუმროებში გადმოყვანილია დაახლოებით 60-მდე ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრემიერ-მინისტრებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

,,ბორელმა დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა”- მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისრის, ჟოზეფ ბორელის საქართველოში გაკეთებული განცხადებები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციებს კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით.

„ბატონი ბორელის ვიზიტმა და მისმა პოზიტიურმა გზავნილებმა ერთი მხრივ და მეორე მხრივ პრემიერ ღარიბაშვილის ძალიან სამართლიანმა და პრინციპულმა პასუხებმა და განცხადებებმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციას რადიკალური ოპოზიციისა თუ პრეზიდენტისგან კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით.

ბორელის სახეზე იკითხებოდა, რომ მან დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მან დაინახა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის უკან დგას თავისუფლების, ევროპულ ღირებულებათა და ღირსების მოყვარული ერი. მან კარგად შეიგრძნო, რომ არა მხოლოდ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, არამედ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,რუსეთი დღეს იცავს და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტს”- პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას ქალაქების დღე მიულოცა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

პუტინის თქმით, რუსეთი დღეს იცავს და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტს.

„რუსეთი დღეს იცავს და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტს, ისევე როგორც ქვეყნის ყველა რეგიონის მცხოვრებლები, მოსკოველები გაბედულად იბრძვიან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, მოსკოვი დაარსების დღიდან „ყოველთვის იყო საიმედო თავდაცვა და მტკიცე მხარდაჭერა მთელი რუსული სახელმწიფოსთვის.“

„თვით ისტორიამ განსაზღვრა მისი განსაკუთრებული როლი, როგორც რუსეთის მთავარი ქალაქი. დედაქალაქი მფარველობს დონეცკსა და ლუგანსკს და ახორციელებს ყოვლისმომცველ სამუშაოებს „დაზარალებულ“ რეგიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით“, – განაცხადა პუტინმა.

გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის მცირეწლოვნების და არასრულწლოვანების. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს.

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 037-მდე გაიზარდა

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 1 037-მდე გაიზარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 672 ადამიანი.

როგორც მედია წერს, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.

სტიქია გვიან ღამით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

„ნაცმოძრაობის“ უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული”- ვოლსკი

„ნაცმოძრაობის“ უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული – სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები, ვფიქრობ, ამ მახასიათებლების კრებული კიდევ არაერთი ადამიანის მიერ „ნაცმოძრაობის“ მიტოვების საფუძველი გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს არ არის მხოლოდ ხაბეიშვილის მენეჯმენტის საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად ადამიანები გრძნობენ, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და არა მონები და ვასალები „ნაცმოძრაობისა“, რომლის უკან, ხაბეიშვილის უკან, მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული – სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთად, ამ მახასიათებლების კრებული გახდება კიდევ არაერთი ადამიანის მიერ „ნაცმოძრაობის“ და საერთოდ რადიკალური ოპოზიციის მიტოვების საფუძველი“, – აცხადებს ვოლსკი.

ახალციხის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა.

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი აზერბაიჯანს აფრთხილებს

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი აზერბაიჯანს აფრთხილებს და საზღვარზე შეიარაღებული ძალების განთავსებით ემუქრება. ამის შესახებ i24news.tv იუწყება.

რუსეთის საინფორმაციო წყაროების ცნობით, ირანელები მზად არის შეიარაღებული ძალების სომხეთშიც განათავსონ და ერევანს მხარი დაუჭირონ.

ირანის ეს განცხადებები მთიან ყარაბაღში ახალი დე ფაქტო ლიდერის არჩევისა და რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე ხდება. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერის არჩევას პროვოკაცია და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. პარალელურად აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ბლოკირებას განაგრძობს, სადაც სახმელეთო გზით სომხეთიდან ტვირთები ვეღარ ხვდება.

“ეკა კვესიტაძე ამ რეალობას ამრუდებს და აუდიტორიას ატყუებს, იმიტომ რომ ის ჟურნალისტი არაა – დონორის რუპორია”-თამარ ჩერგოლეიშვილი

მე მინდა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გაიგოს, რომ იმ ინსტიტუტთან რასაც ქართული ტელემედია ჰქვია და იმ პრაქტიკასთან, რასაც ქართული ტელემედია ეწევა, პრინციპულად დაპირისპირებული ვარ და იმ მოქალაქეების ინტერესებს გამოვხატავ და ვიცავ, ვინც ქართულ ტელემედიას, ჩემსავით, არ ენდობა. – წერს სოციალურ ქსელში  “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ბოლო კვლევებით ასეთია საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა – ჩემთვის უჩვეულოდ, უმრავლესობაში ვარ, არა ბაბლის, არამედ ხალხის.
მინდა ამ ხალხმა კარგად გაიგოს, რომ რასაც ტელევიზორში ხედავენ, იმ საზიზღრობას, ჩვენ არ უნდა დაგვაკავშირონ.

ტელემედიას იმიტომ ვუწოდებ, რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ – თორემ სინამდვილეში ეს არ არის მედია.
მედია არის ორგანიზაცია, რომელიც აშუქებს მიმდინარე მოვლენებს და მის აუდიტორიას აძლევს საშუალებას გაიგოს, რა ხდება.

ინფორმაციის მიღების და თავისებურად გაანალიზების შემდეგ, ეს აუდიტორია – იგივე ამომრჩეველი – მიდის/ან არ მიდის არჩევნებზე და აკეთებს არჩევანს (არ წასვლაც არჩევანია).
იმისთვის, რომ დემოკრატიამ იმუშაოს, მედიას სასიცოცხლო როლი აქვს.
არა იმიტომ, რომ ამომრჩევლის მანიპულაცია შეუძლია (არ შეუძლია. რომ შეეძლოს, სააკაშვილი ციხეში არ იჯდებოდა – სულთანი იქნებოდა უდიდესი ჰარემით).
არამედ იმიტომ, რომ დემოკრატია ინფორმირებულ ამომრჩეველს ემყარება და თუ ამომრჩეველი ინფორმირებული არ არის, დემოკრატიის მამოძრავებელი მექანიზმი ტყდება – ფუჭდება და არჩევნები აზრს კარგავს.

ქართული ტელემედია მედიის როლს არ ასრულებს.
ის არ აშუქებს მიმდინარე მოვლენებს.
ქართული ტელემედია აშუქებს იმას, რის გაშუქებაშიც ფულს იხდიან და აშუქებს ისე, როგორც ფულის წყაროს სჭირდება და არა საჯარო ინტერესს.
ცხადია, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ძვირფასი საყვირი, დაიქირაოს მესაყვირეები და აყვიროს – არავის ეგონოს, რომ ამ უფლებას ეჭვქვეშ ვაყენებ.
უბრალოდ, ეს მედია არაა – არაა მედია არც იმედი, არც ფორმულა, არც მთავარი – მედიის როლი მიმდინარე მოვლენების გაშუქებაა და არა რეალობის სრული გამრუდება პატრონის და დონორის სასარგებლოდ.
რაც დავწერე, ამის მცირე ილუსტრაციად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.

როგორც ხედავთ, გვარამია და კვესიტაძე პოლიტიკურ სპექტრზე საუბრობენ.
კვესიტაძემ ევროპული საქართველო ამოაგდო აქტიური პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალიდან, მაგრამ დროა, ლელო და გირჩი დატოვა.
გვარამიამ შეუსწორა – ევროპული საქართველოც აქტიურიაო (მეტი ჭკუა აქვს და ახლა, როცა ურემი თითქმის გადაბრუნებულია, თადარიგს იჭერს)
კვესიტაძემ თავი იმართლა – კვლევებით ვხელმძღვანელობო.
დავიწყოთ აქტიურობის შეფასებით.

აქტიურობა რით ფასდება? აქტივობებით – ასე არ არის?
მე კომენტარებში უბრალოდ დავდებ ევროპული საქართველოს აქტივობების სქრინს – აღებულს ფეისბუქიდან.
და დაგენიძლავებით, რომ კვესიტაძის მიერ ჩამოთვლილ არცერთ პარტიას არ ჰქონია დამოუკიდებლად ამდენი, და ასეთი ხალხმრავალი აქტივობები.
ეს შიშველი სიმართლეა. ესაა რეალობა.
არცერთ პარტიას, დამოუკიდებლად (და არა მასობრივ ტალღაზე მოხტომით), არ ჰქონია იმდენი და ისეთი ხალხმრავალი აქტივობა, რამდენიც ევროპულ საქართველოს – 2022-2023 წლებში.
ეს შეუძლია გადაამოწმოს მსოფლიოს ყველა ფაქტჩეკს – ჭეშმარიტებაა უბრალოდ.
ამაზე ორი აზრი ვერ გექნება – მათემატიკურადაა შეუძლებელი.
მაგრამ კვესიტაძე ამ რეალობას ამრუდებს და აუდიტორიას ატყუებს.
იმიტომ რომ ის ჟურნალისტი არაა – დონორის რუპორია.
ახლა რაც შეეხება კვლევებს:
დავიწყებ იმით, რომ კვესიტაძის ჩამოთვლილი პარტიებიდან, მხოლოდ გახარია სცდება, ისიც ოდნავ, ცდომილების ზღვარს.
ანუ არცერთი რესპექტაბელური და პროფესიონალი ჟურნალისტი არ მისცემს თავს უფლებას, ასეთი დიფერენციაცია აკეთოს 1 პროცენტიან და 2 პროცენტიან პარტიებს შორის – ცდომილების ზღვარშია განსხვავებები.
მაგრამ, გავატყავოთ რწყილი და ავიღოთ დროა – დროა ზუსტად ისე ჩანს კვლევებში, როგორც ევროპული საქართველო (შეგიძლიათ შეამოწმოთ NDI-ს და IRI-ს კვლევები).
მაგრამ კვესიტაძისთვის სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს.

იცით რატომ?
იმიტომ რომ მისი პატრონის დაკვეთაა გამრუდებული რეალობის შექმნა.
კვესიტაძე, მრავალი წელია, ხელფასს იღებს იმაში, რომ რეალობა გაამრუდოს პატრონის ახირებების მიხედვით.
მარტივი მისახვედრია, ვისაც ფიქრი შეუძლია, რომ სიმართლეს ვიძახი.
მიშა სააკაშვილი წლებია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვინც ბელადს განუდგება – განულდება.
ამის მტკიცების სამსახურში დგას მისი მედია და პარტიული რესურსი.
შეიძლება ყველაფერი იკადრო და ყველაფერი იყო – გუბაზ სანიკიძე, ვალერი გელბახიანი, ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანიც კი.
თუ ბელადს აღიარებ, ყველაფერი გეპატიება.
მაგრამ საკმარისია პრინციპებს უერთგულო და არა ბელადს – „განულდები, როგორც ბოკერია“.
პატიოსნება და პრინციპების ერთგულება უდრის განულებას – ამ მაქსიმის მტკიცების სამსახურში დგას კვესიტაძე და მთელი მთავარი.
2018 წლიდან ამ მაქსიმის სამსახურში ჩადგა კეზერაშვილის (ბიბისის ფილმიდან როგორც ჩანს, დაახლოებით ამ დროს დაუწყია თავისი ბიზნესი უკრაინაში და ალბათ მიშას „კრიშა“ დასჭირდა – ამიტომ გაყიდა ბოკერია და მიშას უყიდა „ბოკერიას განულება“ ბოკერიას თანამებრძოლების მოქრთამვით, ფორმულაში დასაქმებით, ან რაღაც ვითომ თანამშრომლობის კონტრაქტებით.
სააკაშვილს სასიცოცხლოდ სჭირდება პოლიტიკურ სპექტრს სჯეროდეს, რომ ვინც მის ბელადობას არ აღიარებს – ვერ იარსებებს.
ამ ძალმომრეობით ინარჩუნებს ოპოზიციაში ლიდერობას.
მერე რა, რომ ასე ბიძინას ვერ ამარცხებს, რად უნდა ბიძინას დამარცხება, თუ თავად არ მოდის აბსოლუტური ძალაუფლებით?
ამ პერსპექტივას ბოკერიას მსგავსი ურჩები საფრთხეს უქმნიან.
ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ის განულდეს.
და თუ არ ნულდება, მაშინ ნულად წარმოჩნდეს იმ მრუდ რეალობაში რისთვისაც კვესიტაძე იქირავა საყვირად.
იმისთვის, რომ სოციალურ კიბეზე იცოცოს, კვესიტაძე ვალდებულია ნულად წარმოაჩინოს ის, ვინც ბელადს განუდგა და ხელოვნური უპირატესობა შეუქმნას მას, ვინც ბელადისთვის იშიმშილა.
ეს მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია იმის, როგორ ყალბდება რეალობა ბელადის და ოლიგარქის მოსამსახურეების მიერ და როგორ ცდილობენ ადამიანების გაბრიყვებას მათი ხელქვეითები.
ხალხი არ ბრიყვდება – იბნევა, მაგრამ არ ბრიყვდება.
სამაგიეროდ, პროცესი გატეხილია, თავისუფალი კონკურენცია შეზღუდული, რეალობა გამრუდებული, დემოკრატიული მექანიზმები – დისფუნქციური.
ბუნებრივია მრუდე სარკეების ქვეყანაში ბიძინას აქვს დიდი უპირატესობა.
ასეც იქნება, სანამ ეს კეკელები ბოლომდე არ დისკრედიტირდებიან და ჩვენ – პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველთან ურთიერთობის ალტერნატიულ გზას არ გამოვნახავთ, რომელიც ტელემედიას გვერდს აუვლის.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

https://www.facebook.com/Tamar.Chergoleishvili/posts/pfbid0Tj21y3GPCeG4Q71KAkquyZ1pEFWcyxj9YZA6fUrrbucB4Y7q4qJA56rtNYxQVCPTl

ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო კომერციული და თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა – ანზორ ჩუბინიძე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო კომერციული და შესაბამისად, თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა.

„ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს, როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულია არამარტო პრემიერის, არამედ ყველა მისი დასაცავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინოს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ. ამის არ შესრულების რაიმე წინაპირობად ვერ განვიხილავთ ვიზიტის ხასიათს. მთავრობის სპეციალური დადგენილებით არის განსაზღვრული დაცვის მინიმალური სტანდარტები. ზუსტად ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ვახორციელებთ ყოველთვის ყველა დასაცავი პირის დაცვით უზრუნველყოფას“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

 

“პიჯაკების” საქმედ გვასაღებენ სააკაშვილის უცხოურ ვოიაჟებსა და ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარებას”- ზურაბ ქადაგიძე

„უტიფრობა და ნაძირლობაა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კადრულობს, როდესაც არ იმჩნევენ მათი ბელადის მიერ, საქართველოს ბიუჯეტის ჯიბეში ჩადებას“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და მიხეილ სააკაშვილისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების სიას აქვეყნებს.

მისი თქმით, “პიჯაკების” საქმედ  გვასაღებენ სააკაშვილის უცხოურ ვოიაჟებსა და ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარებას, სხვის პირად ხარჯებს ითვლიან და ისრები უნდათ სხვისკენ გადაიტანონ.

„უტიფრობა და ნაძირლობაა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კადრულობს, როდესაც არ იმჩნევენ მათი ბელადის მიერ, საქართველოს ბიუჯეტის ჯიბეში ჩადებას.“პიჯაკების” საქმედ,რომ გვასაღებენ სააკაშვილის უცხოურ ვოიაჟებსა და ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარებას, სხვის პირად ხარჯებს ითვლიან და ისრები უნდათ სხვისკენ გადაიტანონ.გაინტერესებთ, მხოლოდ ვოიაჟებში, საჩუქრებსა და ველოსიპედით სეირნობაში, რამდენი დახარჯა სააკაშვილმა?

• 2010 წელი. ოქტომბერი-მაროკო. ვიზიტორი-სააკაშვილი – 38,038 ლარი; (ველოსიპედისა და ცხენების ქირაობის, სასტუმრო, კვებისა და სხვა ხარჯები)

• 2010 წელი. ოქტომბერი-გერმანია. ვიზიტორები-სააკაშვილი, უგულავა – 114,682 ლარი. (გასახდომ-გამაჯანსაღებელი პროცედურები,თეატრის ბილეთები,სასტუმრო,კვება,ტრანსპორტი და სხვა.)

• 2010 წელი. ნოემბერი-პორტუგალია. ვიზიტორი-სააკაშვილი – 39,754 ლარი. (ველოსიპედის შეძენა, ტრენაჟორების ქირაობა,სასტუმრო,კვება და სხვა.)

• 2010 წელი. დეკემბერი-მექსიკა. ვიზიტორი-სააკაშვილი – 39,638 ლარი. (ცხენების,ველოსიპედის,ტრენაჟორების დაქირავება,სასტუმრო,კვება და სხვა.)

• 2011 წელი. თებერვალი-გერმანია. ვიზიტორი-სააკაშვილი – 8,598 ლარი. (მასაჟი,გამაჯანსაღებელი ვარჯიშები,ველოსიპედის ქირაობა.)

• 2011 წელი. თებერვალი-დუბაი. ვიზიტორი-სააკაშვილი – 12,635 ლარი. (ავტომობილის მომსახურება)

•2011 წელი. თებერვალი-ნიდერლანდები. ვიზიტორი-სააკაშვილი – 17,553 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა)

•2011 წელი. თებერვალი-იტალია. ვიზიტორი-სააკაშვილი – 88,259 ლარი. (ველოსიპედის ჩაფხუტები,თხილამურის ფეხსაცმელი,ხელთათმანები,სათვალეები, სასტუმრო, კვება და სხვა.)

• 2011 წელი. აპრილი-ბელგია. ვიზიტორი-სააკაშვილი – 37,610 ლარი. (სასტუმრო, კვება, ავტომობილების მომსახურება და სხვა.)

• 2011 წელი. აპრილი-დუბაი. ვიზიტორი-სააკაშვილი – 11,143 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა.)

• 2011 წელი. მაისი-იტალია. ვიზიტორი-სააკაშვილი – 4,715 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა)

• 2011 წელი. მაისი-პარიზი, ბრიუსელი. ვიზიტორი-სააკაშვილი – 20,247 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა)

•2011 წელი. აგვისტო-კორსიკა. ვიზიტორი-სააკაშვილი – 32,966 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა.)

• 2011 წელი. სექტემბერი-იტალია,პოლონეთი. ვიზიტორი-სააკაშვილი – 172,578 ლარი. (იახტის ქირაობა,სასტუმრო,კვება და სხვა)

• 2012 წელი. თებერვალი-აშშ. ვიზიტორი-სააკაშვილი – 34,206 ლარი. (ავტომობილების მომსახურეობა)

• 2012 წელი. მარტი-ტაილანდი,სინგაპური. ვიზიტორები- სააკაშვილი,რაფაელ გლუქსმანი,დავით ბაქრაძე, ლევან ვარშალომიძე – 213,385 ლარი. (ავიაბილეთები, სასტუმრო, კვება და სხვა.)

• 2012 წელი. მარტი-ემირატები. ვიზიტორები-სააკაშვილი, გლუქსმანი – 47,845 ლარი. ( სასტუმრო, კვება, გლუქსმანის საჩუქრები და სხვა.)აი, ეს არის “ზღვაში წვეთი” იმ საქმიდან, რომელსაც “პიჯაკების” საქმედ გვასაღებენ და ის ადამიანები ვინც სააკაშვილთან ერთად ბიუჯეტით სარგებლობდა პირიქით, უტიფრად ამტკიცებენ საკუთარ პატიოსნებას“ – წერს ქადაგიძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02A72cn1vAFHNtMaoHRFB63c4UcvnhaTsLxLfpawGRSnjxNtFFGEh5y48DjiL2H1CLl&id=100086327117582

რატომ შევიდა რუსული სპეცრაზმი სომხეთში?! -დემურ გიორხელიძე

“რატომ მიდიან თვითგანადგურებაზე სომხები, – რის სანაცვლოდ? რა შანსი აქვს დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში? განსაკუთრებით იდიოტებისთვის “- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს.

რატომ განალაგა ირანმა ჯარები აზერბაიჯანის საზღვართან?! რა დიდი გეოპოლიტიკური მიზნებია დაპირისპირებული სამხრეთ კავკასიაში?! რატომ სურთ თურქეთსა და ისრაელს თურქეთ-აზერბაიჯანის საზღვრის არსებობა, რაც, ცხადია, სომხეთის ხარჯზე შეიძლება გაკეთდეს (ამ კონტექსტში იხ. ჩემი წინა კომენტარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოსაზრებაზე! ესაა რეალური მიზანი)
რას მისცემს სომხეთს აშშ-თან სამხედრო წვრთნების ჩატარება, როცა წინასწარვე ცნობილია, – ამ წვრთნებს სამხრეთ კავკასიის აფეთქება უდევს საფუძვლად?!

რატომ მიდიან თვითგანადგურებაზე სომხები, – რის სანაცვლოდ? რა შანსი აქვს დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში? განსაკუთრებით იდიოტებისთვის და იდეოლოგიით გამოთაყვანებულებისთვის შევნიშნავ, რომ დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ნულოვანი შანსი აქვს! მისი არევა კი ერთადერთ მიზანს ისახავს -რუსეთისთვის პრობლემების შექმნას, და ესეც მხოლოდ პრობლემები იქნება მცირე ხნით! სომხეთის ხელისუფლება იმდენად ბრიყვია, რომ არ იცის, რა დღეშიც აგდებს საკუთარ ქვეყანას?
აზერბაიჯანის თავდასხმის შემთხვევაში, სომხეთს, – პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, – მხოლოდ რუსები და ირანელები თუ დაიცავენ, – სხვა ვერავინ!

ასე, რომ დააკვირდით მოვლენებს! ასეა! მარიონეტი კვაზი-სახელმწიფოები ამ დიდ გადანაწილებას ვერ გაივლიან და დაასრულებენ საკუთარ არსებობას!”- წერს სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძე.

https://www.facebook.com/demur.giorkhelidze/posts/pfbid021VwPMpn7bfAqrDF9gKu55eDRACWbkfVDA8Kp7frY3Ndm2vho8KiNGpZ5Ls41FYqXl