Home Blog Page 1765

“სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს ხანში დაიწყება” – ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი აცხადებს, რომ სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს ხანში დაიწყება.

როგორც სერგო ხიდეშელი აცხადებს, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ, სავარაუდოდ მაღალ მთაში დაგუბებულმა მდინარემ მეწყრული პროცესი განავითარა.

„ჩამოიშალა მიწის დიდი მასა და დაგუბების შედეგად ასევე წყლის მასა წამოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის საპოლიციო ძალები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ასევე სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი წუთი-წუთზე იქნება უკვე ადგილზე და მოხდება კურორტის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე. საევაკუაციო გეგმა რა თქმა უნდა სამაშველო სამსახურთან ერთად შემუშავდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამაზე კონკრეტულად ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან არ გამაჩნია დაზუსტებული ინფორმაცია“, – განაცხადა ონის მერმა.

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი  და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო  გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით.

“სტიქიის შედეგად შოვამდე მისასვლელი გზები და ხიდები წაღებულია” – რაჭის გუბერნატორი

გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია, ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და წამოსულია ვერტმფრენიც თბილისიდან, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

„დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მხრივაც. ვეკონტაქტებით, იქ ვინც არის ჩარჩენილი. დანგრეულია კოტეჯებიც. სამაშველო  უკვე ადგილზეა. პირველ რიგში მოქალაქეების ევაკუაცია იქნება საჭირო და ამ მხრივ ვამუშავებთ გეგმას“, – განაცხადა მარგველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოვში მეწყერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია, რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის” – „სანსეტ შოვის“ თანამშრომელი

ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია – ველოდებით ვერტმფრენს, – ამის შესახებ „სანსეტ შოვის“ თანამშრომელმა, ქეთი მაისურაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

„ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია. ყველაფერი კარგად არის. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. კიბით ჩამოვიყვანეთ სტუმრები, უკანა მხრიდან. ყველანი კარგად ვართ. დროულად იყოჩაღეს და კარგად არის ყველაფერი. მეწყერიც შეჩერებულია. ხიდები წაღებულია, ველოდებით ვერტმფრენს”, – ამბობს ქეთი მაისურაძე „ფორმულასთან“ რომელიც „სანსეტ შოვში“ იმყოფება.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან „ვაგნერის“ მებრძოლების გადასროლა მიმდინარეობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანის დესტაბილიზაციის მიზნით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების გადასროლა მიმდინარეობს.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება პოლონეთის პრემიერმა ლიეტუვას პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, ნატოს წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პროვოკაციების რიცხვი გაიზრდება, რადგან „ვაგნერის“ ჯგუფი განსაკუთრებით საშიშია.

ამასთან, ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით კი, „ვაგნერელების“ რაოდენობა ბელარუსში უკვე 4 000-ს აღემატება.

“ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მარტო ეროვნულ დონეზე მიღებულ ზომებზე, არამედ იმაზეც, რა უნდა გავაკეთოთ, ვითარება, რომ გართულდეს, ბელარუსთან საზღვრების ჩაკეტვის ჩათვლით. ეს გადაწყვეტილება პოლონეთსა, ლიეტუვას და ლატვიას შორის უნდა იყოს კოორდინირებული”, – დასძინა ნაუსედამ.

“მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა”

ვაფასებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დიდ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, როგორც საგარეო და ეკონომიკური საფრთხეებისგან დაცვის კუთხით, ისე ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიდი ენერგია და თავდადებაა უსაფრთხოების და სტაბილურობის უკან, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს.

,,ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს თავისით ხდება, მაგრამ ვინ, თუ არა ჩვენ, კარგად ვიცით, რამხელა ენერგია, თავდადება და თავგანწირვაა ამ უსაფრთხოების და სტაბილურობის უკან, რამდენი ადამიანის გმირობა დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე, რამდენი თქვენგანის ძალისხმევა და სამშობლოს სიყვარული დგას კედლად საფრთხეების პირისპირ.

მეორე მხრივ, ის, რომ ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს თავისით ხდება, ესეც თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

დღევანდელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა. ჩვენ არაერთხელ გავხდით ჰიბრიდული ომის სხვადასხვა სახის ტაქტიკის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების მომსწრენი. ამის ნათელი გამოვლინებაა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციაზე მიმართული სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებაა. ასეთ მოწყვლად საერთაშორისო გარემოში, როდესაც სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯება და გაყალბება, რეალობის მიჩქმალვა და საზოგადოებისთვის ხელოვნურად შექმნილი აღქმების თავზე მოხვევა, კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართულ მუშაობას, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“რაკი ზახაროვა დაეთანხმა “ქართული ოცნების” მოსაზრებას, ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია” – მიხეილ სარჯველაძე

რაკი ზახაროვა დაეთანხმა “ქართული ოცნების” მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია – ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც ამორალურობაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში ოპოზიციის შეფასებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იდენტურია.

რაც შეეხება თავად ზახაროვას განცხადებას, სარჯველაძე აცხადებს, რომ მისი კომენტარების ვერც მიზანშეწონილობას ხედავს და ვერც აუცილებლობას.

“მე ვთვლი, რომ არც აუცილებლობაა, არც მიზანშეწონილია, რომ ზახაროვას განცხადებებზე კომენტარები ვაკეთოთ, რადგან არ მგონია, რომ მისი შინაარსით ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს. შეიძლება ეს იყოს საინტერესო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ არა პოლიტიკური შეფასებების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ვისი მოსაზრება შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს იმ პარტიის მოსაზრებებს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ მგონია, ეს თავისთავად უარყოფითად ან დადებითად მოქმედებდეს ჩვენი არგუმენტების სისწორეზე. რაკი ზახაროვა დაეთანხმა (ჩვენს) მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც არის ამორალურობა, რადგან მსჯელობას, რომელსაც ავითარებს “ქართული ოცნება”, აქვს თავისთავადი ღირებულება, მართებულია და თუკი მას ისეთი ვინმე დაეთანხმება, ვინც შეიძლება საზოგადოებისთვის ავტორიტეტი არ იყოს, ეს მსჯელობა არ უკუღმართდება. აქედან გამომდინარე, დასკვნები მარტივად გაკეთებადია, მათ შორის, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც საზოგადოებამ ნახა და გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მცდელობასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური პროტესტის ტალღები იქნას აგორებული და ვიწროპარტიული მიზნებით გამოყენებული. აქედან გამომდინარე მსჯელობა, რომ რაკი ზახაროვა დაეთანხმა მოსაზრებას, ტოლობის ნიშანი დაისვას, კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”

რაჭაში, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია – ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან.

სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიის შედეგად სასტუმროს არცერთი თანამშრომელი დაშავებულა, თუმცა სასტუმროს სტუმრები და მომსახურე პერსონალი ტერიტორიას ჯერჯერობით ვერ ტოვებენ.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი ცოტა ხნის წინ ჩამოწვა, შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის” მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის 2 ვერტმფრენით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6150 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6150 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6150 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6185 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8749 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა

“2- მეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი” – შოვში მყოფი მოქალაქე

რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.

როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

„მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ ვართ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე „მთავართან“.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

რაჭაში პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“,- აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება

ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გეოპოლიტიკურ კრიზისებს და მიმდინარე საფრთხეებს საქართველო თავიდან აიცილებს

„ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვის და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს. იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც სჭირდება ამ სამსახურს – პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი მთავრობის სახელით .

 

მე მჯერა ამ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და ზოგადად, ამ მიმდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო სამშვიდობოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებული ტემპებით ვითარდება. ჩვენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ასევე ყველა წამყვან დიდ ეკონომიკებთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და ამას სჭირდება წახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. მე მჯერა ჩვენი სწორი პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გამთლიანებას. ამაზე უზენაესი ეროვნული ინტერესი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი საზრუნავი, ამ სამსახურის, არის სწორედ ეს, იმ ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და ჩვენი მოქალაქეების, მთელი სახელმწიფო უწყებების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესი უნდა იყოს სწორედ ამ დიადი მიზნის მიღწევა. ამას რა თქმა უნდა სჭირდება წარსულში ჩადენილი ძალიან ბევრი უხეში შეცდომებისა თუ დანაშაულების გამოცდილების გათვალისწინება, გააზრება ემოციების გარეშე და თანმიმდევრულად მიყოლა ჩვენი ეროვნული პოლიტიკის. სამსახურს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დაფასება, მეტი დახმარება, მეტი გაძლიერება. ბატონო გრიგოლ, ჩვენი ვალდებულებაა, ჩემი ვალდებულებაა, რომ მეტი გავაკეთო თქვენთვის, იმისთვის, რომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო მეტად დაცული, გაძლიერებული, დაფასებული და მე გპირდებით მომავალშიც სრულ თანადგომას. კიდევ ერთხელ ბატონო გრიგოლ, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და გისურვოთ წარმატება და გამარჯვება”, – განაცხადა პრემიერმა.