Home Blog Page 1762

აშშ-მა არაბეთის საამიროების კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიის, Hennesea Holdings-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეს კომპანია რუსულ ნავთობზე დაწესებულ ზღვრულ ფასს არ ითვალისწინებდა და მის ტრანსპორტირებას ეწეოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სანქციებში ასევე კომპანიის 17 ტანკერი მოხვდა. ყველა ეს გემი ლიბერიის დროშით დაცურავს

„ზღვრული ფასის ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე კომპანია Hennesea-მა, რომელიც 2022 წელს არის დაფუძნებული, ძველი ტანკერები შეიძინა და მათი მეშვეობით რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ეწეოდა. კომპანია Hennesea-ს კუთვნილი ტანკერები არაერთხელ შევიდა რუსულ პორტებში“, – წერია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიემომ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველას მიმართ, ვინც კრემლს ეხმარება, კოალიცია გადამჭრელ ზომებს მიიღებს.

ცნობისთვის, ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 2022 წლის ბოლოს რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დაადგინეს, რომელიც ერთ ბარელში 60 დოლარის ოდენობით განისაზღვრა. უფრო მაღალ ფასად რუსული ნავთობის გადაზიდვა კომპანიებს აეკრძალათ.

“ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი” – შალვა პაპუაშვილი

მივმართავ სახალხო დამცველს, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედი მაქვს, რომ მას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტს აქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი.

„ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. ამიტომ, მე სახალხო დამცველსაც მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ეს არის ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტესშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იმედია, ომბუდსმენს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

„მე საჯაროდ მივმართავ სახალხო დამცველს, არ ვიცი ეს ტოლერანტობის ცენტრის შინაარსი და შემადგენლობა რა არის, მაგრამ როდესაც მას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც რელიგიურ შეუწყნარებლობას იჩენს და რომელიც, პირდაპირ ანტიევროპული რადიკალიზმით არის დაკავებული და ეს მისი ერთადერთი განცხადება არ არის. ის გამოირჩევა ქართული ეკლესიის, მათ შორის პატრიარქის მიმართ მტრული რიტორიკით. რა თქმა უნდა, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტისთვის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტზე მას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ ისტერიამ, რაც შეიქმნა ხატთან და შობის თარიღთან დაკავშირებით, მიგვიყვანა იქამდე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ადამიანმა გაბედა და ეკლესიაში შეურაცხყო ხატი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრობისას.

რუსეთში ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტების რეესტრი შექმნეს, რომელშიც ლოზუნგი – „დიდება უკრაინას“ შეიტანეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტიკის სია შექმნა, რომელშიც ოთხი უკრაინული ორგანიზაცია, ასევე ლოზუნგი – „დიდება უკრაინას“ (Слава Украине) და პასუხი: „დიდება გმირებს“ (Героям Слава) შეიტანა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სიაში ასევე მოხვდა უკრაინის სახალხო რევოლუციური არმია, უკრაინის მეამბოხეთა არმია, უკრაინის სახალხო თავდაცვა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია.

რეესტრში ასევე შეიტანეს ამ ორგანიზაციების ატრიბუტები და ლოზუნგები. მათ შორის შავი ტოლგვერდა სამკუთხედის სახით წარმოდგენილი ემბლემა და ოქროს სამკუთხედის ემბლემა, რომლის შუა ელემენტი ორლესული მახვილის ფორმისაა.

ევროპარლამენტმა ღაზის სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

ევროპარლამენტმა ღაზის სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისი რეზოლუციის დამტკიცებას სოციალისტები, ცენტრისტები და მწვანეები მოითხოვდნენ, თუმცა ევროპის სახალხო პარტიამ დოკუმენტის ტექსტში ცვლილების შეტანა მოითხოვა.

რედაქტირებული დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ცეცხლი ისრაელში მხოლოდ მძევლების გათავისუფლების და ჰამასის ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს, საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების შემთხვევაში ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის იდეას. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მაც მოითხოვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ეს კონფლიქტი ეხება არა პალესტინის სახელმწიფოს არარსებობას, არამედ ებრაული სახელმწიფოს არსებობას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელელი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ემხრობიან.

„ისინი, ვინც ნეთანიაჰუს მომდევნო დღეზე საუბრობენ, რეალურად საუბრობენ პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრს უნდა შეეძლოს ჩვენი მეგობრებისთვის უარის თქმა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

მათივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

„დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება.

საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.v

19 იანვარი – ნათლისღების დღესასწაული

მართლმადიდებელი  ეკლესია  19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს   აღნიშნავს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება.  ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის საიდუმლო.

ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს უფლის მდინარეში ჩასვლის დროს მოხდა.

ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზედაც უფალმა მიუგო: “დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე” და მონათლა.

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, “წყლის ბუნება” გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა.

ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.

ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილას წინა დღეების დაღლილობა თავს იჩენს, თუმცა თანდათან თქვენი აქტიურობა მოიმატებს და საღამოს ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ამოცანებთან გამკლავებას შეძლებთ. პიროვნული თვისებების დამსახურებით ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას შეძლებთ. ეცადეთ, ამ მომენტით ისარგებლოთ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაგეგმოთ.

კურო

კოლეგები და საყვარელი ადამიანები თქვენს ლიდერულ თვისებებს ღირსეულად დააფასებენ. ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. თუ ამ დღეს შეთავაზებას მიიღებთ, უნდა დათანხმდეთ. მეტიც, ეცადეთ ახალ, საინტერესო პროექტებსა და გარიგებებში ჩაერთოთ – ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. დილიდან ყურადღების ცენტრში იქნებით – თქვენი პროფესიული რჩევა და დახმარება ბევრ ადამიანს დასჭირდება, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობაში გულწრფელობას და საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდოთ.

კირჩხიბი

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით და ცდილობთ, მუშაობისთვის განეწყოთ. კოლეგებთან საუბარი და სამუშაო გეგმების განხილვა განწყობას აგიმაღლებთ. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ. საღამოს თქვენს მოქმედებას, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიცია განაპირობებს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ – ეცადეთ, მოქმედებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ და თავი დაიზღვიოთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და ნაყოფიერია. აქტიურობა და კომუნიკაბელურობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მისცეთ დაპირება, რომლის შესრულება გაგიჭირდებათ და საპასუხისმგებლო საქმის დაწყებას მოერიდოთ. ჯიბეში ფანქარი და ქაღალდი ჩაიდეთ და ყველა იდეა ჩაიწერეთ, რაც თავში მოგივათ – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ.

ქალწული

უმჯობესია, ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ და ყოველდღიურ საქმიანობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ნახავთ, რომლებშიც იქნება მინიშნება თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

სასწორი

გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ და საქმეს ახლავე შეუდგეთ. ეცადეთ, უარყოფითი მოგონებები წარსულში დატოვოთ. ადამიანმა, რომელთანაც ამ დღეს ურთიერთობა გელით, შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაგითრიოთ, ამიტომ ნაკლები იკამათეთ და უარყოფითად განწყობილ თანამოსაუბრეებს ერიდეთ.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერ შეთავაზებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ და ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა უსიამოვნო სიტუაცია თავიდან აიცილოთ. მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ, ამიტომ გირჩევთ, სათადარიგო გეგმა შეადგინოთ და ფხიზლად იყოთ. თქვენი განწყობა პირად ურთიერთობებზე აისახება, ამიტომ ეცადეთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

ისეთი განცდა გაქვთ, რომ თავგზა დაგებნათ და სიტუაციის შეფასება გიჭირთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს და კოლეგებს გულწრფელად ესაუბროთ და საკამათო საკითხები შეთანხმებით მოაგვაროთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მომხდარი სრულად შეაფასოთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიიღოთ. გირჩევთ, კარგად დაისვენოთ, რათა მნიშვნელოვანი პროექტის წინ ძალების აღდგენა შეძლოთ.

თხის რქა

ამ დღეს ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს ან ინვესტიციებს. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება იმედები გაგიცრუოთ, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე უმჯობესია, გულწრფელად ესაუბროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია სიყვარულზე დახარჯოთ და არა ჩხუბზე.

მერწყული

თუ ხვდებით, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს სტრესის გარეშე ვერ გაუმკლავდებით, დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს სთხოვეთ. ამ დღეს კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება კარგი იდეა არ არის – ასე მხოლოდ დროს და ენერგიას დაკარგავთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და უმიზეზოდ გული არავის ატკინოთ.

თევზები

თუ საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ და არ იცით, რა გსურთ, გირჩევთ, პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი ეჭვები გაუზიაროთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ ვითარდება თქვენი ურთიერთობები და რა გელით მომავალში. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

“დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსული ტერორის დაბლოკვაა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსული ტერორის დაბლოკვაა.

“ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებდნენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის აბსტრაქტული საკითხი.

“რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა, ფაქტობრივად, ტერორის დაბლოკვაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის, და ვინც გვეხმარება ჩვენს შესაბამის საქმიანობაში”, – დასძინა მან.

“ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან” – მიხეილ სააკაშვილი

ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისუფლოს თავი და უნდა გამათავისუფლოს მეც. ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ, იცის მთელმა მსოფლიომ. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით.

მე კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. მასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანე, ქვეყანა კრიმინალისა და სიღარიბის ჭაობიდან გამოვიყვანე, გავანათე და სახელმწიფო ჩამოვაყალიბე. მასამართლებენ იმისთვის, რომ 2008 წელს არ გავიქეცი და სახელმწიფო შევინარჩუნე. ახლა ყოველდღე მტანჯავენ იმისთვის, რომ უზომოდ მიყვარს ჩვენი ხალხი და მინდა მას დავეხმარო.

პუტინმა დამაპატიმრა იმისთვის, რომ არამხოლოდ საქართველო არ ჩავაბარე, არამედ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, მისთვის ასეთ სასურველი ოდესის ოლქი კლანჭებიდან გამოვგლიჯე. დამაპატიმრა იმისთვის, რომ წარმატების მაგალითები შევქმენი საქართველოსა და უკრაინაში. დამაპატიმრა იმისთვის, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური ლიდერი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ზელენსკის თანამებრძოლი.

ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისუფლოს თავი და უნდა გამათავისუფლოს მეც. ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან, რათა შევძლო უფრო ეფექტურად დახმარება, მაგრამ რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოსა და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

“კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ უკრაინისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად კარგად ჩაიარა.

“ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავია, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეკავებას, რაც კატასტროფა იქნება”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და კონგრესის სხვა ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე საიმიგრაციო პოლიტიკისა და უკრაინის დაფინანსების საკითხები განიხილეს.

ქვედა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა შეხვედრას პოზიტიური უწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაადასტურა რესპუბლიკელების პოზიცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებაზე იქნება დამოკიდებული.

“ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს”- „როიტერი“

ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს, რომელშიც დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ნატო იწყებს ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს, სადაც განიხილავენ თუ როგორ გააძლიერებენ აშშ-ის ჯარებს ევროპელი მოკავშირეები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუ კონფლიქტი გაჩაღდება „თითქმის თანასწორ“ მოწინააღმდეგესთან.

ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, კრის კავოლიმ განაცხადა, რომ „Steadfast Defender 2024“ წვრთნები მაისამდე გაგრძელდება და მასში დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, კავოლის თქმით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხომალდი, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი, სულ მცირე 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა. ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, წვრთნები ნატო-ს რეგიონული გეგმების შესრულების რეპეტიციის გავლას ემსახურება, რაც ალიანსმა ათწლეულების განმავლობაში შეადგინა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ როგორ უპასუხებს ის რუსეთის თავდასხმას.

„„Steadfast Defender 2024“ აჩვენებს ნატო-ს უნარს, სწრაფად განათავსოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

როგორც „როიტერი“ წერს, მსგავსი მასშტაბის წვრთნები ბოლოს იყო Reforger 1988 წელს, ცივი ომის დროს, 125 000 ჯარისკაცის მონაწილეობით და Trident Juncture 2018 წელს 50 000 ჯარისკაცის მონაწილეობით.