“დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსული ტერორის დაბლოკვაა” – ზელენსკი

28
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსული ტერორის დაბლოკვაა.

“ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებდნენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის აბსტრაქტული საკითხი.

“რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა, ფაქტობრივად, ტერორის დაბლოკვაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის, და ვინც გვეხმარება ჩვენს შესაბამის საქმიანობაში”, – დასძინა მან.