აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ უკრაინისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად კარგად ჩაიარა.
“ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავია, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეკავებას, რაც კატასტროფა იქნება”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და კონგრესის სხვა ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე საიმიგრაციო პოლიტიკისა და უკრაინის დაფინანსების საკითხები განიხილეს.
ქვედა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა შეხვედრას პოზიტიური უწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაადასტურა რესპუბლიკელების პოზიცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებაზე იქნება დამოკიდებული.