Home Blog Page 1762

პესკოვი თურქეთს შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების პირობების თანახმად აზოვსტალის მცველები თურქეთში კონფლიქტის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ, მათი უკრაინაში გადაყვანა კი ხელშეკრულების პირობების დარღვევაა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, აზოვსტალის მცველების უკრაინაში გადაყვანის შესახებ რუსეთს არავინ შეატყობინა და ტყვეების გადაცემის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნას უკავშირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვსტალის ლიდერები თურქეთიდან უკრაინაში ჩაიყვანა. გათავისუფლებული ტყვეების დახვედრის ცერემონია ლვოვში გაიმართა, სადაც სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოვიდა.

„ქართველ ერს ძალით უნდათ რომ ურჯულოება მოახვიონ”- მეუფე სტეფანე

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ „თბილის პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით ისაუბრა. მეუფე ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ღონისძიებების გამართვა დაუშვებელია.

„ქართველ ერს ძალით უნდათ რომ ურჯულოება მოახვიონ. ანუ, ეს სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს ძალით მოახვიონ თავს. ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა. უნდათ, რომ შენივე პოლიცია, შენი ჯალათი იყოს, ხელისუფლება იყოს ჯალათი და ხალხი ამ ჯალათების წინააღმდეგ იქნება. შიგნით უნდათ რომ გადატრიალება მოახდინონ. ის ხელისუფლება, რომელიც მართლა ჯალათი იყო, ამათგან მხარდაჭერილია და რომლებიც ყოველდღე ჯალათობით ცდილობდნენ საქართველოს მოშთობას, ამას 9 წელი ახორციელებდნენ, უცხო ქვეყნის პრეზიდენტების იმედით და არა საქართველოს მოსახლეობის იმედით ცდილობს, რომ თავი დაიხსნას სამართლიანი სასჯელისგან“, – განაცხადა მეუფემ.

,,დაფიქრდით, საკუთარ თავზე ხომ არ მოიწევთ მაგ ცეცხლს?”- დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ხშირად წამაყვედრიან ხოლმე: მამაო, ცოტა სოდომ-გომორის ცოდვებზეც ისაუბრე ხოლმე, გვითხარი, რისთვის ამობუგა ღმერთმა სოდომელებიო. კი, ბატონო, ვისაუბროთ, ოღონდ მე ვინ ვარ?! ბიბლიურ ავტორიტეტს და დიდ წინასწარმეტყველ, წმინდა იეზეკიელს მოვუსმინოთ ბიბლიიდან. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ იეზეკიელმა ნამდვილად და ზუსტად იცოდა, რატომ დასაჯა ღმერთმა სოდომი და გომორი? მაშ, მოვუსმინოთ (მაშინდელ იერუსალიმს ეუბნება): …ეს იყო შენი დის, სოდომის დანაშაული: ამპარტავნება, ღორმუცელობა და უდარდელობა… ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე. (იეზ. 16, 49-50) დაგინომრავთ კიდევ ერთხელ ანუ ბიბლიის მიხედვით სოდომის ცოდვებია:1) ამპარტავნება2) ღორმუცელობა3) უდარდელობა4) ღარიბ-ღატაკის შეუბრალებლობა5) მედიდურობა და შემდეგყველა სხვა სისაძაგლის კეთება.კი, გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების წესიც მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე და მას სოდომური ცოდვა ჰქვია. მაგრამ მას ბიბლიის მიხედვით წინ უსწრებს ზემოთ ჩამოთვლილი 5 უმძიმესი ცოდვა. თუ თქვენ ხართ ამპარტავანი, გაუმაძღარი, უდარდელი, შეუბრალებელი და მედიდური, თქვენ ასევე სოდომის ცოდვებში ცხოვრობთ ანუ ხართ სოდომელი. როცა ზეციდან ცეცხლს ნატრობთ ვინმეს დასასჯელად, დაფიქრდით, საკუთარ თავზე ხომ არ მოიწევთ მაგ ცეცხლს? არცერთი არ გამძიმებთ ამ 5 სოდომური ცოდვიდან?“ – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ნატო-ს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს

ნატო-ს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის დასაცავად სამხედროები, საბრძოლო ავიაცია და თანამედროვე ტექნიკა ალიანსის 16-მა წევრმა გამოყო.

მათ შორის არის გერმანია, რომელმაც „პეტრიოტის“ ტიპის 12 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. ისინი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დარტყმებისგან, ასევე საბრძოლო ავიაციის თავდასხმისგან დაცვას უზრუნველყოფენ.

საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოყო ესპანეთმაც, ხოლო საფრანგეთმა – თვითმავალი ჰაუბიცები. სამხედრო თვითმფრინავები ლიეტუვაში განათავსეს ფინეთმა და დანიამ. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, აუცილებელია, რომ ალიანსმა ბალტიის ქვეყნებში შექმნას საჰაერო თავდაცვის მუდმივმოქმედი სისტემა.

მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ვილნიუსის უნივერსიტეტში საჯარო სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს. აშშ-ის ლიდერი ევროპაში ყოფნისას ასევე ვიზიტს გეგმავს დიდი ბრიტანეთსა და ფინეთშიც.

სვანეთში ტრაგედია დატრიალდა

უშგულში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ორივე გარდაცვლილის ცხედარი ნაპოვნია. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.

„საშინელი ღამე იყო უშგულში… ღამის 3 საათზე ტელეფონი რეკავს … ნუკრი ლევანს აღვიძებს და მიდიან…

ჩვენ გვეუბნებიან, რომ მხოლოდ მანქანა არის ამოსაყვანი… არ დაგვიჯერებია…

დედიკომ თქვა ცუდი ამბავი რო იყოს, კივილი მოგვესმებაო, სტიქიის დროს მურყმერიდანაც კი ისმოდა კივილიო…

ვიდექით მე და დედა ფანჯარასთან და ვცდილობდით გამოგვეცნო რა ხდებოდა…

ვიდექით და ვუყურებდით საით მიდიოდა ჩვენი მანქანა… ვიყურებით ფანჯრიდან საიდანაც მთელი უშგული მოჩანს… ყველა ეზოდან მანქანა გამოდიოდა და ქვევითკენ მიდიოდა … ძნელი გამოსაცნობი არ იყო რო რაღაც საშინელება ხდებოდა…

და აი თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები… გამორჩეული უშგულელი გიორგების საშველად… საძებნელად…

ნეტა ეს ყველაფერი წუხელ დამსიზმრებოდა… როგორ ვეხვეწებოდი გიო რატიანს “დედე”ში მთავარ როლში უნდა გადაგიღო, ძაან სიმპატიური ხართქო, ჩემ ნათქვამზე ეცინებოდა …

არ დამთანხმდა… არა არ მეჩვენებოდა სხვანაირები იყვნენ …

და სხვანაირების ადგილი კი ალბათ არ არის ამ ცოდვილ მიწაზე…“,- წერს ადგილობრივი.

„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა

„გირ­ჩი” სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზი­დან ტერ­მი­ნის “გენ­დე­რი” ამო­ღე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის და პარ­ლა­მენტს სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტით მი­მარ­თავს.

“გირ­ჩის” პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნებთ, “გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონს “სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნი და­ერ­ქმე­ვა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია და ის ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

“ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცი­დან გაქ­რეს ტერ­მი­ნი “გენ­დე­რი”. ჩვენ გვჯე­რა რომ არ­სე­ბობს მხო­ლოდ ორი სქე­სი, რომ­ლის გან­სხვა­ვე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რად არის დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ქრო­მო­სო­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

ტერ­მი­ნი გენ­დე­რი კი, ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, იმგვა­რია, რომ მისი ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ბუნ­დო­ვა­ნე­ბას აჩენს. ეს, პირ­ველ რიგ­ში, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იმით, რომ არ არ­სე­ბობს გენ­დე­რის მე­სა­მე პი­რის მიერ დად­გე­ნა­დი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი და­მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ მე­სა­მე პირ­მა და­ად­გი­ნოს, თუ რა “იდენ­ტო­ბის” მა­ტა­რე­ბე­ლია ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სამ­ყა­როს “იდენ­ტო­ბის” პრიზ­მით უყუ­რებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამ ტერ­მინს მო­იც­ვას, არის ბუნ­დო­ვა­ნი და პრაქ­ტი­კა­ში მისი აღ­სრუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ამ იდენ­ტო­ბის პო­ლი­ტი­კის ჩვენ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­მო­ღე­ბა სა­თა­ნა­დო კრი­ტი­კუ­ლი დის­კუ­სი­ის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ელ­და, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არის იმ რწმე­ნა­ზე, რომ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია “თვი­თი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა” რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სქე­სის თუ არ­სე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იქ­ნე­ბა ეს მამ­რო­ბი­თი, მდედ­რო­ბი­თი სქე­სი თუ სხვა “სქე­სის” ან სა­ხე­ო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი რიგი, ბი­ო­ლო­გი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე. კერ­ძოდ, “გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონ­ში ტერ­მი­ნი გენ­დე­რი გან­მარ­ტე­ბუ­ლია რო­გორც – “სქეს­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ას­პექ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში და გუ­ლის­ხმობს სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით გან­პი­რო­ბე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ამა თუ იმ სქეს­ზე” ანუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გებს რა­მეს, თუ რა არის გენ­დე­რი ან თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცია, გარ­და იმი­სა, რომ სი­ტყვა­ზე ენდო იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ამა თუ იმ სქესს ან არ­სე­ბას აი­დი­ტინ­ფი­ცი­რებს”, – ვკი­თხუ­ლობთ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

,,ამერიკამ უკრაინა რუსეთის დასასუსტებლად გაწირა”- რობერტ კენედი უმცროსი

დღეს არის საშინელი ზიზღი და პოლარიზაცია საზოგადოებაში, მთავარი მიზეზია მთავრობის არაკეთილსინდისიერება და ტყუილები, – ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა Judging Freedom-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოს ენდრიუ ნაპოლიტანოსთან ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ამერიკაში ტელეფონებზე, სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ტოტალური მოსმენები ხორციელდება. „ბაიდენის ადმინისტრაცია აშანტაჟებდა და განადგურებით ემუქრებოდა სოცქსელების კომპანიებს, თუ არ ითანამშრომლებდნენ მთავრობასთან, – აღნიშნა კენედიმ.

მისი შეფასებით, ედვარდ სნოუდენი და ჯულიან ასანჟი ჯაშუშებად აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამოცხადდნენ.

კენედი, რომელიც არის აშშ-ის გენერალური პროკურორის, სენატორ რობერტ კენედისა და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმის შვილი, პოტკასტში ადასტურებს, რომ მამამისი და ბიძამისი CIA-მ მოკლა. „CIA-ის კონკრეტული დეპარტამენტები დაკავებულები არიან შანტაჟით, ლიდერების მკვლელობებით, არჩევნების გაყალბებით და ხალხის ტვინის გამორეცხვით“, – აღნიშნა კენედიმ.

მან ISIS-ის ტერორისტულ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ამერიკის სპეცსამსახურებმა შექმნეს.

რობერტ კენედი უმცროსი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ომში ამერიკამ უკრაინა რუსეთის დასასუსტებლად გაწირა, ხოლო დასავლეთი ყველანაირად ცდილობს ომი არ დასრულდეს.

„მისმა დანახვამ მსოფლიო შოკში ჩააგდო” – გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის შესახებ WSJ-ის სტატიას ეხმიანება.

„შოკში ჩააგდო მისმა [მიხეილ სააკაშვილი] დანახვამ მსოფლიო. ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ნათქვამია სტატიაში სწორედ ის, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, შემდეგ უკვე მათი ჩარევით მოხდა 2012 წლის არჩევნები. პირდაპირ წერს, რომ ეს არის პრორუსული მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, მათი ხელით ხორციელდება მისი დასჯა. ადამიანი წერს, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გასათავისუფლებლად“, – აცხადებს ალასანია.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ინფორმაციას ავრცელებს

სქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ქ.-მ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1988 წელს დაბადებული ე.ო.-ს და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1994 წელს დაბადებული ზ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გერმანიას სურს გადადოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება

გერმანია გეგმავს დაჟინებით მოითხოვოს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადადება ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტის დროს, რომელიც 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. ისინი შიშობენ, რომ ეს გამოიწვევს ომს ბლოკსა და რუსეთს შორის. ინფორმაციას უკრაინული მედია The Telegraph-ზე  დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც The Telegraph ნატოს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, მომდევნო კვირაში ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გერმანია გამოვა მოწოდებით, რომ მოკავშირეებმა ყურადღება გაამახვილონ არა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების წინადადებებზე, არამედ უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებზე.

„ბერლინი ფრთხილობს. ბერლინს არ სურს, რომ პუტინმა გამოცადოს ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ანუ კოლექტიური თავდაცვა. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ ნატოს ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს“, –  გამოცემას წყარომ განუცხადა.

ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა FDA-ის სრული ავტორიზაცია მიიღო

6 ივლისს ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა Leqembi-მ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე აშშ-ში აღნიშნული წამალი ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადების სამკურნალო სქემებსა და სადაზღვევო პაკეტებში ჩაერთვება.

Leqembi პირველი პრეპარატია, რომელმაც მკურნალობის კურსში ჩართვის შემდეგ პაციენტებში დაავადების შედეგად გამოწვეული კოგნიტიური დაქვეითება შეანელა.

წამლის იაპონურმა მწარმოებელმა, Eisai-მ პირობითი თანხმობა FDA-სგან მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგები FDA-მ 1,800 პაციენტისგან შემდგარ კვლევაში დაადასტურა. მარეგულირებლის ცნობით, აღნიშნული წამლით მკურნალობის შედეგად პაციენტებში მეხსიერების დაკარგვის პროცესი დაახლოებით 5 თვით შენელდა.

ამ ეტაპზე მკურნალობის ერთწლიანი კურსისთვის საჭირო მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით $26,500-ია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთავრობებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთავრობებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. საუბარია კლიმატის ცვლილებაზე და რეკორდულ სიცხეზე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

3 ივლისს ისტორიაში რეკორდულად ცხელი დღე დაფიქსირდა. ჰაერის დღიური საშუალო ტემპერატურა 3 ივლისს 17.01°C იყო. მონაცემი აშშ-ის ეროვნულ ოკეანურ და ატმოსფერულ ადმინისტრაციაზე (NOAA) მიბმულ ორგანიზაციას ეკუთვნის. თუმცა, ეს რეკორდი მალევე მოიხსნა და ახლა ეს “ტიტული” 6 ივლისს ეკუთვნის.

ამ კვირის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კლიმატის კრიზისი სულ უფრო მწვავდება.

„კლიმატის ცვლილება უკონტროლო ხდება. ზომების მიღება აუცილებელია. თუ ასე გაგრძელდა კატასტროფა გარდაუვალია”, – თქვა მან.

6 ივლისს დღიური საშუალო ტემპერატურა 17.18°C დაფიქსირდა. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე.

როგორც New Scientist იტყობინება, ტემპერატურის მკვეთრი ზრდა საგანგაშოა და სასწრაფო ზომებია მისაღები.

გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება.

1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა იზრდება. მეტიც, 21-ე საუკუნიდან საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.

ლიდსის უნივერსიტეტის კლიმატის ფიზიკის პროფესორმა პიერს ფორსტერმა განმარტა, რომ კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში ბოლო რამდენიმე კვირაში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. ტემპერატურა ზოგიერთ შემთხვევაში 46°C-ზე ავიდა.

რაც ყველაზე საგანგაშოა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეკორული სიცხე გაგრძელდება. როგორც ისინი ამბობენ, ახლა მოქმედების დროა და სახელმწიფოებმა სპეციალური ზომები უნდა მიიღონ.