გერმანიას სურს გადადოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება

123
spot_img

გერმანია გეგმავს დაჟინებით მოითხოვოს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადადება ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტის დროს, რომელიც 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. ისინი შიშობენ, რომ ეს გამოიწვევს ომს ბლოკსა და რუსეთს შორის. ინფორმაციას უკრაინული მედია The Telegraph-ზე  დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც The Telegraph ნატოს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, მომდევნო კვირაში ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გერმანია გამოვა მოწოდებით, რომ მოკავშირეებმა ყურადღება გაამახვილონ არა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების წინადადებებზე, არამედ უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებზე.

„ბერლინი ფრთხილობს. ბერლინს არ სურს, რომ პუტინმა გამოცადოს ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ანუ კოლექტიური თავდაცვა. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ ნატოს ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს“, –  გამოცემას წყარომ განუცხადა.