პესკოვი თურქეთს შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს

92
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების პირობების თანახმად აზოვსტალის მცველები თურქეთში კონფლიქტის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ, მათი უკრაინაში გადაყვანა კი ხელშეკრულების პირობების დარღვევაა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, აზოვსტალის მცველების უკრაინაში გადაყვანის შესახებ რუსეთს არავინ შეატყობინა და ტყვეების გადაცემის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნას უკავშირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვსტალის ლიდერები თურქეთიდან უკრაინაში ჩაიყვანა. გათავისუფლებული ტყვეების დახვედრის ცერემონია ლვოვში გაიმართა, სადაც სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოვიდა.