Home Blog Page 1760

რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლი დაბომბეს – ომის 532-ე დღე

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა ღამის განმავლობაში 2-ჯერ მიიტანეს იერიში ქალაქ პაროვსკიზე, თავდასხმა მოხდა ზაპოროჟიეზეც, სადაც, სამხედრო ადმინისტრაციის მტკიცებით, რუსულმა არმიამ ტაქტიკური ავიაცია გამოიყენა.

დღე-ღამის განმავლობაში 12-ჯერ მოხდა თავდასხმა სუმის ოლქზე. რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, დაიბომბა 11 დასახლებული პუნქტი.

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით გრძელდება უკრაინის კონტრშეტევით ოპერაცია.

რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლიც დაბომბეს, დაიღუპა 18 წლის მამაკაცი.

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

„ნიკოპოლი და მარგანეცის თემი მძიმე არტილერიით სამჯერ დაიბომბა. დაღუპულია 18 წლის ახალგაზრდა, სამი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ლისაკმა.

მისივე თქმით, ასევე დაზიანებულია ეკლესია, 5 კერძო სახლი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 15 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

“შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ბედი დასავლეთზეა დამოკიდებული” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ბედი დასავლეთზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ომის პირობებში შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებზე არის დამოკიდებული, რომლებმაც მოცემული პირობები უნდა შეასრულონ.

„დასავლეთმა არ მიიღო ზომები იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივით შექმნილი პოზიტიური ატმოსფერო გარდაქმნილიყო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაში და შემდგომ კი – გრძელვადიან მშვიდობაში”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია მკაფიო რჩება და თუ ომი შავ ზღვაშიც გადავა, ეს მთელი რეგიონისთვის უმძიმესი კატასტროფა იქნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები ; გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები).

„როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.

მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.

ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.

ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

თავი აარიდეთ სიცხეს; გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.

დარჩით/გაჩერდით ჩრდილში – არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად –

მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.

ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე.

იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„რუსების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში სამაშველო სამუშაოები დღეს დასრულდა. დაღუპულია ცხრა ადამიანი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულია 82 ადამიანი. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრა გამართა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ.

„დღეს მე გავმართე შეხვედრა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ. აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხის პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს უბრალოდ აბსტრაქტული – ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება, რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის – ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ემსახურება სახელმწიფოს, ვინც იბრძვის უკრაინისთვის და ვინც იცავს უკრაინას.

„ლიბერთი“ ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული მოქალაქე შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე აიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში მოხდა

,,არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი” – ქარსელაძე

ქარსელაძის თქმით, ინიციატორის დასადგენად ოპერატიულ სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობდა, მისი ვინაობა დადგინდა და მას სთხოვეს ინფორმაციის დაზუსტება დაკარგული პირის შესახებ. ქარსელაძის თქმით, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნა, რომ დაკარგულის შესახებ შეტყობინებაში სახელიც და გვარიც არასწორად იყო მითითებული “ეს ოპერატიულ სამძებრო მოქმედებები ბოლო წუთამდე, დღემდე მიმდინარეობდა, ვიდრე ამის დასტური იქნებოდა, შესაბამისად, ეს პიროვნება რჩებოდა ისევ ამ სიაში. ოპერატიულ სამძებრო მოქმედებების შედეგად, მოხერხდა ინიციატორის დადგენა, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირის და მას სთხოვეს დაეზუსტებინა . როდესაც შემოდის ინფორმაცია დაკარგულებთან მიმართებაში, უკვე ხდება მათი ბაზების გადამოწმება და იმ გაცხადებული თავდაპირველად სახელით და გვარით, ასეთი პიროვნება ვერ მოიძებნა. ბუნებრივია ეს საფუძველი იყო ეჭვის, ვიდრე არ დადასტურდა. მაგრამ ამავდროულად, სიაში ეს ადამიანი არის, იმიტომ, რომ შეტყობინებაა შემოსული. პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, როგორც კი მოხერხდა ინიციატორთან დაკავშირება, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი, ხოლო როდესაც ამ ინიციატორმა გაასწორა და თქვა, რომ არა ეს სახელი და გვარი კი არა ეს სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და უშუალოდ მასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ვყოფილვარ საერთოდ შოვის ტერიტორიაზე, შესაბამისად ეს პიროვნება უკვე ამ დაკარგულთა სიაში აღარ არის” განაცხადა ქარსელაძემ.

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ გარეშეთა გავლენის შესახებ, რომელიც შეიძლება საქმეზე ან პირად ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახოს. სავარაუდოდ, კომერციული გარიგებები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. სამართლიანობა და მაღალი ზნეობა ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს შეამცირებს. სიზმარი მეორე დღესვე აგიხდებათ.

 

კურო
მძიმე და საშიში დღეა, რომელიც ჯობია, სახლში გაატაროთ. მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა გარედან ან ცუდი ამბავი. ეს დღე ეჭვების, უნდობლობისა და შავი მაგიის ნიშნით ჩაივლის. ამ დღეს სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა და სანთლის შუქზე ვახშამი. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციას მხოლოდ თავმდაბლობით და მაღალი ზნეობრივი თვისებებით შეამცირებთ.

 

ტყუპები
ხელსაყრელი დღეა კომერსანტი ტყუპებისთვის. თუ გარიგების დადებას ან შოპინგს აპირებთ, ეს ახლავე უნდა გააკეთოთ, რადგან წარმატება გელით. გირჩევთ, დამატებითი შემოსავლის წყარო აქტიურად ეძიოთ, მაგრამ ერიდეთ საეჭვო ნაცნობებს.

 

კირჩხიბი
შესაძლოა, ახალი, საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ ინვესტიციების ჩადებას ნუ იჩქარებთ. ამ დღეს ბავშვები თქვენგან მეტ ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვენ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი მზრუნველობა, სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. ამ დღეს ოჯახური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.

 

ლომი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ საფრთხისა და აგრესიის შესახებ, რომელიც არაკეთილმოსურნეთა მხრიდან მომდინარეობს. ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე გმართებთ. ერიდეთ უცნობ და არასაიმედო ადამიანებს. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით.

 

ქალწული
დაძაბული და გაორებული დღეა. მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა უცხოთა მხრიდან ან ცუდი ამბავი. საქმიან ოპერაციებში წარუმატებლობა გელით, ხოლო კომერციული გარიგებები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. შესაძლოა, მოგებიანი წინადადება შემოგთავაზონ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ.

 

სასწორი
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და სახელისუფლებო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. თქვენი კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი და საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა სიტუაციას გამოასწორებს. ეცადეთ, ყველა პრობლემა დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან დღის მეორე ნახევარში ამის გაკეთება გაგიჭირდებათ. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით.

 

მორიელი
ხელსაყრელი დღეა შეხვედრისთვის, დასვენებისა და მყუდრო ოჯახური დღესასწაულისთვის. ეცადეთ, საკუთარ თავში მონახოთ ძალა, რომ საქმეს დროებით ჩამოსცილდეთ. თქვენი ოპტიმიზმითა და გამჭრიახობით ადამიანებს გააოცებთ. გამორიცხული არაა, რომ გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს შინაგან სამყაროს გაამდიდრებენ. შვილები თავიანთი წარმატებით გაგახარებენ.

 

მშვილდოსანი
თუ ამ დღეს გარიგების დადებას ან რაიმეს შეძენას გეგმავთ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ, რადგან წარმატება გელით. თვალი ადევნეთ მინიშნებებს და სწორად შეაფასეთ. გამორიცხული არ არის, რომ ბედი გაფრთხილებას გიგზავნით.

 

თხის რქა
საქმიანი ოპერაციები საეჭვოა, წარმატებით დასრულდეს და არც კომერციული გარიგებები მოგიტანთ სასურველ შედეგს. მოულოდნელი და გაუმართლებელი ხარჯი თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

 

მერწყული
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ადგილების მონახულებისთვის და მოგზაურობისთვის. თქვენი გამჭრიახობა, ოპტიმიზმი და შემოქმედებითი აზროვნება მაღალ შედეგებს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარი მძიმე იქნება, ამიტომ ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ.

 

თევზები
ეცადეთ, საკუთარ თავში იპოვოთ ძალა და საქმეს დროებით ჩამოსცილდეთ. ასეთ შემთხვევაში დაუვიწყარი შეხვედრა გელით. თქვენი ემოციურობა და სასიცოცხლო ენერგია ახლობელ ადამიანებს გააოცებს. გამორიცხული არაა, რომ ახალი მეგობრები თქვენს შინაგან სამყაროს გაამდიდრებენ.

რას იხსენებს მეგობარი შოვში ტრაგიკულად დაღუპულ დავით ბერიაშვილზე

რაჭაში, ტრაგიკულად დაღუპულ დავით ბერიაშვილს მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ცოდნის კაფე რომ შევქმენით მე და ნანამ, იმ ღამეს როცა გავხსენით და მარტო დავრჩით, ყველა რომ გავაცილეთ და მოდი დავილაპარაკოთო რომ ვთქვით, ვიყავით ორი კინკილა გოგო. თვალებგაფართოებულები ვუყურებდით ერთმანეთს და ნეტა შევძლებთო? ერთმანეთს ვეკითხებოდით. მერე ვთქვით, რომ თუ ვერ შევძლებდით, აგერ 1 წელში დავკეტავდით და ეგ იქნებოდა.

ერთ დღეს აკაკი მოვიდა და თქვა, აიო, ჩემს კლასელებსაც უნდათ დასწრება და თან დათო არის, ჩემი მეგობარი, იმასო, წიგნების კითხვა უყვარსო და მოეწონება ეს ადგილიო. ასე მოვიდა დათო ჩვენთან.

დათოს მოჰყვა მთელი კლასი. მაშინ აბიტურიენტები იყვნენ. დათო როგორია და ასეთი, თბილისიდან რომ მოდიოდა, მაშინვე მომწერდა, კაფეში ხართ?

ზურგჩანთით, ჯერ ცოდნის კაფეში მოგვადგებოდა, შეეხმიანებოდა მთელს სამეგობროს და ყველანი იქ იკრიბებოდნენ. დასხდებოდნენ და რაზე აღარ ლაპარაკობდნენ.

საჭმლის დრო მოვიდოდა? ყველა ერთად გავამზადებდით, ვჭამდით, დავრეცხავდით, დავასუფთავებდით. ჰოდა იყო ასე, თავიდან ორი კინკილა გოგოს შექმნილი ცოდნის კაფე, სულ მალე ამ ახალგაზრდებმა ცოდნის კაფეს გუნდად აქციეს.

ასე გახდა ცოდნის კაფე ის, რაც არის.

მას შემდეგ, მე და ნანა ღამე მარტოები აღარ დავრჩენილვართ, არც აღარაფრის შეგვშინებია. ამიტომაც გადარჩა და არ დაიკეტა. საღამოობით ერთად ვალაგებდით, ვწმენდით, ვგეგმავდით და ერთად მივდიოდით სახლში.
აი ჩემი თავი ჰო ჭკვიანი მეგონა, მეთქი ცოდნის კაფე გავხსენით, რაავი, დათოს და მის სამეგობროს რომ ვუყურებდი, გაოგნებული ვიყავი, რანაირად მოახერხეს ამ ახალგაზრდებმა ასე განვითარება მეთქი.

მოდიოდნენ და რაღაც თამაშებს თამაშობდნენ, ჰო, წარმოგიდგენიათ ჭკვიანი ადამიანები, დავითს რომ ცოდნა ჰქონდა, ვერც გაიაზრებთ, თან ჰო მაგრად უკვირდა, რატომ არ ვიცოდით მსოფლიოს რომელიღაც წერტილში, რომელიღაც მთაზე, როდის ავიდა რომელიღაც მთამსვლელი. მე იმათ ჭკვიანი ვეგონე, მოდიო, ჩვენთან ერთად ითამაშეო, რაღაცა ინტელექტუალურ თამაშებს თამაშობდნენ, მე კიდე მაგრად მეშინოდა, მეთქი ახლა თუ ვეთამაშე და დათო მიხვდა, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრა დამცინებს, ჰოდა არ ვითამაშებ, სადა მაქვს ორი თავი. მერე იყო უამრავი გადაბარგება და ყველგან ერთად ვიყავით.

პანდემიის დროს, ყველაფერი რომ დაიკეტა, იმდენად მიჯაჭვულები იყვნენ ცოდნის კაფეზე, მაინც მოდიოდნენ, მაინც ისხდნენ ცოდნის კაფეში და აგრძელებდნენ ფილმებისა თუ ჯადოსნურად ჭკვიანური თამაშების თამაშს. დათოს უყვარს Pink Floyd, ამერიკაში რომ ვიყავიო, იქიდან ჩამოვიტანე ამათი ორიგინალი ფირფიტაო და გვაჩუქა მაშინ, როცა ცოდნის კაფეს გუნდის წევრად იგრძნო თავი.

დავითმა რომ დაგაფასა და ასე საჩუქარი გაჩუქა, დიდი ამბით მივიღეთ, პატარა ამბავი არაა დავითისგან ასე ძვირფასი საჩუქარი. ასე ვიქეცით ერთ გუნდად.

ჰოდა, ამიტომ გვტკივა განსაკუთრებულად. ზუსტად ვიცი, საბოლოოდ, ცოდნის კაფეს ახალგაზრდები კი გავზარდეთ,
მაგრამ იმათაც არანაკლები წვლილი აქვთ ჩვენს მსოფლმხედველობის გაზრდაში თუ ცოტა მეტი არ, ვიდრე ჩვენ.
დათოს აქვს ყველაზე დიდი იუმორი და რადგან ქიზიყელია, ყველაზე პირდაპირ გეტყვის ყველაფერს, აი ასე, მშვიდად, ლაღად და ღიმილით სახეზე, ისე ზუსტად გეტყვის რაღაცას, გინდა იქვე რამე ბალიში მოძებნო და თავი ჩაყო სირცხვილით გაწითლებულმა.

ისეთ რამეს გეტყვის, უცებ ვერ გაიაზრებ და მერე სიცილით კვდები, ეგ რაააააა მითხრაო. ღმერთოო, ისე მწარე რაღაცას იტყვის ხოლმე ვინმეზე, დათო კარგი რაა, ესე როგორ ლაპარაკობ, ვეტყვი ხოლმე და კარგი მაშინ და აბა დაფიქრდი, მასე არააო?

და ზუსტად ისეა, როგორც დათო ამბობს.

დაგინახავს, სკანერში გაგატარებს და ზუსტად იცის ვინ ხარ, რა შინაგანი სამყარო გაქვს და თუ არ მოეწონები,
აგკენწლავს. არა, თუ მოეწონები, მაინც აგკებწლავს, ეგეთია რა, დათოა.

ამიტომ დამაკლდა ძალიან, თან ჰო სულ ჩვენი იმედი ჰქონდათ, სამაგიდო თამაშებზეც ბოლოს რომ მწერდა, აი ვის მივმართოთ, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო, მე კი ვწერდი, მაგრამ ვინც ვუთხარი, ეგენი უკვე ვიცითო. მოკლედ, გეგმებს ვაწყობდით…

ქართულ მითოლოგიაზე საოცარი თამაში რომ შექმნეს, ვის დაებეჭდა, ბოლოს ვეღარ შევეხმიანე და მეთქი აქ რომ ჩამოვა, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რა უნდა თამაშის დაბეჭდვას, ამხელა ცოდნის კაფე ავაშენეთ.

ჰოდა დათო ვეღარ ჩამოვიდა. ჰოდა ამიტომაა გულში რაღაცნაირი სევდა. სევდა იმისა, რომ დათო, ამ ქვეყნად აღარაა და იმედი იმისა, რომ მისი სამეგობრო, ჩვენ თაობაზე 100 000-ჯერ უფრო ჭკვიანები, ლაღები, თავისუფლები, მიგვიყვანენ ღირსეულ საქართველომდე.

მშვიდობით დავით, თქვენ ჩემი პირველი დანაკლისი ხართ სამეგობროდან და ღმერთო რა მტკივნეული ყოფილა!

ეს პოსტი დათოსია, დანარჩენ ჩემ ორ მეგობარს ვერც ვახსენებ, სამივე ისე დიდია, როგორ ვაკადრო ერთ ამბავში ჩატევა”, –  წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში.

მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო

სოფელ ხაშმში, მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

არსებული ცნობით, მოზარდი მდინარეში ჩავარდა. ის წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

„სამაშველო ჯგუფს არასრულწლოვანი მდინარიდან გამოყვანილი დახვდათ, იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. ჩაუტარდა ფილტვების რეანიმაცია, თუმცა, სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

2023 წლის ივლისი დედამიწაზე ყველაზე ცხელი აღრიცხული თვე იყო – ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორია

ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორიის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისი ჯერჯერობით აღრიცხული დროით მონაკვეთში ყველაზე ცხელი თვე იყო.

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სერვისის დირექტორმა სამანტა ბურჯესმა თქვა, რომ 2023 წლის ივლისის საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსი ცელსიუსით აღემატება პრეინდუსტრიულ პერიოდს.

მაღალი ტემპერატურის წინა რეკორდი 2019 წლის ივლისში დაფიქსირდა. 2023 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებელი 2019 წლის საშუალო ტემპერატურას 0.33 გრადუსი ცელსიუსით აღემატება.

2023 წლის ივლისში თბური ტალღები და მასიური ხანძრები აქტიური იყო ევროპის სამხრეთში. ასევე, საშუალო მაჩვენებელზე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიდაზე.

ივლისში რეკორდულად მაღალი იყო ოკეანეების და ზღვების ზედაპირების საშუალო ტემპერატურაც.

სამანტა ბურჯესის თქმით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მსოფლიოს კლიმატი სხვადასხვა სავალალო შედეგების წინაშე აღმოჩნდება.

8 ავტომობილია გაუჩინარებული, ძებნის არეალი ხვალ დილიდან უფრო ფართოვდება – თემურ მღებრიშვილი

„მდინარე ჭანჭახი სამძებრო სამუშაოების პრიორიტეტებში თავიდანვე იყო და ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს“, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

 

მღებრიშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოები მდინარეში გაგრძელდება, ადგილზე აღმოჩენილია ტანსაცმელი, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ცხედრები შესაძლოა იყოს იმ ტერიტორიაზე.

„საერთო ჯამში, 8 ავტომობილია, რომელიც არ ჩანს, გაუჩინარებულია და საფუძვლიანი ეჭვი იმის, რომ მდინარის კალაპოტში შეიძლება იყოს აღმოჩენილი ცხედარი, ამის ალბათობა დიდია. კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღმოვაჩინეთ ასევე ტანისამოსი და პირადი ნივთები და ესეც ეჭვს გვიმძაფრებს. პარალელურად, თვითონ სტიქიის ეპიცენტრში უფრო გავშალეთ არეალი, კიდევ ე.წ. კალცის წყლებში აქტიურად მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. ხვალ დილიდან უფრო ფართოდ დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოს“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.