“შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ბედი დასავლეთზეა დამოკიდებული” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

spot_img

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ბედი დასავლეთზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ომის პირობებში შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებზე არის დამოკიდებული, რომლებმაც მოცემული პირობები უნდა შეასრულონ.

„დასავლეთმა არ მიიღო ზომები იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივით შექმნილი პოზიტიური ატმოსფერო გარდაქმნილიყო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაში და შემდგომ კი – გრძელვადიან მშვიდობაში”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია მკაფიო რჩება და თუ ომი შავ ზღვაშიც გადავა, ეს მთელი რეგიონისთვის უმძიმესი კატასტროფა იქნება.