“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

60
spot_img

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„რუსების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში სამაშველო სამუშაოები დღეს დასრულდა. დაღუპულია ცხრა ადამიანი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულია 82 ადამიანი. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრა გამართა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ.

„დღეს მე გავმართე შეხვედრა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ. აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხის პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს უბრალოდ აბსტრაქტული – ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება, რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის – ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ემსახურება სახელმწიფოს, ვინც იბრძვის უკრაინისთვის და ვინც იცავს უკრაინას.