Home Blog Page 1756

,,რადიკალები შეურაცხყოფენ ეკლესიას, პატრიარქსა და რელიგიურ გრძნობებს”- გიორგი ვოლსკი

რადიკალების მიერ ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

„აგრესია, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფის მიერ გამოიხატება, არის არა მარტო ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, რათა დესტაბილიზაციის სტრატეგია განვითარების შესაძლებლობა მისცეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რადიკალები შეურაცხყოფენ ეკლესიას, პატრიარქსა და რელიგიურ გრძნობებს. ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში აქტიურადაა ჩართული პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მხილებული, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი. ეკლესიას თავს ესხმის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, რომელიც პატრიარქსა და საპატრიარქოს სტალინისტებად მოიხსენიებს.

„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია.

,,ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ვიღაცა საპატრიარქოს აკრიტიკებდეს”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით სტალინისტებით არის გაძეძგილი“.

„ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ვიღაცა საპატრიარქოს აკრიტიკებდეს, რადგან საპატრიარქო არის ჩვენი საზოგადოების ორგანული ნაწილი. რა ბრალდებას წარადგენენ ადამიანები და როგორ ასაბუთებ, ეგ მათი საქმეა და მათ უნდა ჰკითხოთ როგორ და რატომ აკეთებენ“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საპატრიარქო და თავად პატრიარქი სტალინისტებად მოიხსენია.

,,სტალინის კულტის აღზევება და ამ მოცემულობაში დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მგონია სწორი”- თეონა აქუბარდია

სტალინის კულტის აღზევება, რომელიც არის პუტინის რეჟიმის მთავარი ნარატივი და ამ მოცემულობაში დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მგონია სწორი, მით უფრო, როდესაც ამას „ქართული ოცნება“ იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდიას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადების შესახებ დაუსვეს კითხვა.

„პირადად მე არ ვაპირებ არანაირი განცხადების შეფასებას, როდესაც საუბარია საპატრიარქოზე ან საპატრიარქოს ნაწილის პოზიციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ არ შეიძლება, საარჩევნოდ ეკლესიას ამოეფაროს „ქართული ოცნება“ და დაყოს მოქალაქეები იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას შალვა პაპუაშვილი აკეთებს. არ არის მისაღები სტალინი მართლმადიდებლურ, ქართულ ეკლესიაში, რადგან სტალინმა ყველაფერი გააკეთა როგორც რწმენის, ისე სახელმწიფოებრიობის დასასამარებლად. ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს პოზიცია იყო ძალიან ჯანსაღი, როდესაც განაცხადა, რომ არ მომხდარა შეხვედრა მატრონასა და სტალინს შორის და დაავალა ხატმწერს ამ ხატის გადახატვა. ის, რომ რუსეთი, ზოგადად, ცდილობს სტალინის კულტის აღზევებას და ამის გამოყენებას საკუთარი იმპერიალისტური დღის წესრიგით, არახალია, ისევე, როგორც ის ცდილობს, მათ შორის, ძველი კავშირების გამოყენებას მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ამ კუთხით ძალიან საინტერესოა ჩეხეთის მაგალითი. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რელიგიური ომები არის სწორი წინასაარჩევნო პერიოდში, არ მგონია, რომ მოქალაქეები უნდა დავყოთ დამატებით ამ კუთხით. ვფიქრობ, მთელი ეს ნარატივები, ეკლესიის უკან ამოფარების მცდელობა და ანტიეკლესიურობის ძახილი, არის „ქართული ოცნების“ დამატებითი პიარსტრატეგია ძალაუფლების შესანარჩუნებლად. არ მგონია, რომ რელიგიური ომები იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესების შესაბამისი. ჩვენ გვყავს მტერი – რუსეთი, რომელიც აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას, მოქალაქეების მკვლელობას. ამ მოცემულობაში სტალინის ფიგურის ამ ფორმით გამოჩენაც შეესაბამება რუსეთის იმ ინტერესს, რომელსაც ვხედავთ დღეს, მათ შორის, საქართველოში. სტალინის კულტის აღზევება, რომელიც არის პუტინის რეჟიმის მთავარი ნარატივი და ამ მოცემულობაში დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მგონია სწორი, მით უფრო, როდესაც ამას „ქართული ოცნება“ ძალიან ბინძურად იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებითაა გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით“.

თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღად (პირველივე დღიდან) დასახელებული იყო 2024 წლის იანვრის ბოლო. დღეს 21 იანვარია, გაგიკვირდებათ და საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს, ისევ იმავე თარიღში (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მართალია ეს ხალხი, რად უნდა გზის რეაბილიტაციას 8 თვე, აყარე ძველი, გადააგე ახალი. ყოფილიყო გასული საუკუნის ინფრასტრუქტურით, რა უჭირდა. არც დიდუბის ხიდი იყო გასაახლებელი, მერე რა, რომ ინტენსიური მოძრაობაა ხიდზე და 70 წელია ხელი არავის უხლია, სამაგიეროდ დისკომფორტი ხომ არ გვექნებოდა. ახლა კი უფრო სერიოზულად, ვისაც მართლა აინტერესებს შექმნილი აჟიოტაჟიდან სიმართლის გაგება, მოკლე პასუხები მთავარ კითხვებზე (ვრცლად ბევრჯერ ისაუბრეს ჩემზე უფრო კომპეტენტურებმა)

– რატომ გაჭიანურდა სამუშაოების დასრულება?

გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღად (პირველივე დღიდან) დასახელებული იყო 2024 წლის იანვრის ბოლო. დღეს 21 იანვარია, გაგიკვირდებათ და საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს, ისევ იმავე თარიღში (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება.

– რატომ არ გაუწყვიტა თბილისის მერიამ უპასუხისმგებლო კომპანიებს ხელშეკრულებები არა იანვარში, არამედ 6 თვის წინ?

6 თვის წინ, 4 თვის წინ, 3 თვის წინ და ასე შემდეგ გამზირზე მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რაც არის რეაბილიტაციის ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის- თბილისი ენერჯი, ჯივიპი, თელასი… სწორედ ამის შემდეგ ხდება უშუალოდ გზის, ტორტუარების, თარგების მოწყობა და სხვა მსგავსი ტიპის სამუშაო. შესაბამისად, ხარვეზები, რაც კომპანიებს წინა თვეებშიც ჰქონდათ და ამის შესახებ მუდმივად ხდებოდა მითითებები მონიტორინგის მიერ, თვალსაჩინო გახდა დასკვნით ეტაპზე. ანუ, როცა ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდა და დაიწყო მოწესრიგების ეტაპი, ცხადი გახდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

– რატომ შეარჩია მერიამ ისეთი კომპანიები, რომლებიც ვერ ართმევენ თავს აღებულ პასუხისმგებლობას?

მერია არ არჩევს კომპანიებს, მერია ადგენს სატენდერო პირობებს, დანარჩენს შესყიდვების კანონი არეგულირებს. ტენდერი ცხადდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

და ბოლოს, წერეთლის გამზირზე სამუშაოები სულ მალე დასრულდება და დარწმუნებული ვარ, ყველა, ვისაც უყვარს თბილისი, გულით გაიხარებს განახლებული გამზირით, რომელიც დასავლეთ საქართველოდან ჩვენს ქალაქში შემომავალ ნაკადს ერთ-ერთი პირველი ეგებება“, – წერს თოქმაჯიშვილი.

,,ჩვენ დიდი გამარჯვება გვჭირდება ამ საშინელ ხალხზე,”- დონალდ ტრამპი

ჩვენ დიდი გამარჯვება გვჭირდება ამ საშინელ ხალხზე, – ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა მოსახლეობას. ქალაქ მანჩესტერის სტადიონზე შეკრებილებს ტრამპი პრაიმერიზის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.

ტრამპმა თავის კონკურენტზე, გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩზე ნიკი ჰეილიზეც ისაუბრა და ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერთან, ნენსი პელოსიში აერია. მან არაერთხელ დაადანაშაულა ჰეილი, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრია, იმაში რომ მან 2021 წლის 6 იანვარს, შტურმის დროს კაპიტოლიუმის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა თავის ამომრჩევლებს პრაიმერიზში აქტიურობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ამერიკას თავის სიდიადეს დაუბრუნებს და მექსიკის საზღვარს დაკეტავს.

„სამშაბათს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნდება. მჯერა, რომ ნიუ ჰემფშირი თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის, ამიტომაც უნდა შეკრიბოთ ყველა პატრიოტი, ვისაც იცნობთ და რეკორდული რაოდენობის ხმა მოვაგროვოთ. ჩვენ დიდი სხვაობით უნდა მოვიგოთ და ძლიერი სიგნალი მივცეთ ნოემბრის არჩევნებს. მთელი სამყარო გვადევნებს თვალს და ახლა რესპუბლიკელების, ჯანსაღი აზროვნების პარტიის დროა და ამიტომ უნდა გავერთიანდეთ. მოდით არჩევნებზე. ჩვენ ამ საშინელ ადამიანებზე დიდი გამარჯვება გვჭირდება. თუ თქვენ ის ადამიანი გჭირდებათ, ვინც ამერიკას პირველ ადგილზე აყენებს, მაშინ არჩევანი ერთია – დონალდ ტრამპი. თქვენ უნდა მომცეთ იმუნიტეტი და გეუბნებით, რომ მხოლოდ ერთი დღით ვაპირებ დიქტატორობას, როცა [მექსიკასთან] საზღვარს ჩავკეტავთ. ამით ჩემი დიქტატორობა დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.

სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა

სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა – განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, – ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირნის განცხადებით, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი დანაკარგია ეროვნული კულტურისთვის“.

სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, 4 000 ნამუშევარი დაიწვა, ან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.

ხანძრის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მივიდა. მან ე.წ. გენერალურ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება დაავალა.

,,მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანად სტალინისტურად გამოცხადება არასწორია”- პაატა მანჯგალაძე

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანად სტალინისტურად გამოცხადება არასწორია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომ „საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით სტალინისტებით არის გაძეძგილი“.

„კვირას უნდა დავდგეთ წირვა-ლოცვაზე და მივხვდებით, რომ რუსეთი და სტალინი არაფერ შუაში არ არის. შეიძლება სტალინისტებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთელ ეკლესიაზე ასე საუბარი არ შეიძლება“, – აცხადებს მანჯგალაძე.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საპატრიარქო და თავად პატრიარქი სტალინისტებად მოიხსენია.

,,კრიტიკისგან თავისუფალი არავინ არის, მათ შორის არც ეკლესია”- თამარ კორძაია

კრიტიკისგან თავისუფალი არავინ არის, მათ შორის არც ეკლესია, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც ბექა მინდიაშვილის განცხადებას ეხებოდა.

„ბექა მინდიაშვილის შეფასებების შეფასებას არ ვაპირებ. ჩვენ თუ პაპუაშვილს და სხვებს დავუჯერებთ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, შესაბამისად გამოხატვის თავისუფლებაც დაცულია და კრიტიკისგან თავისუფალი არავინ არის, მათ შორის არც ეკლესია. სტალინია პრობლემა და არა ის, რომ სტალინის შეტანის გამო ჯაშუშად აფასებს ვიღაც ეკლესიის მესვეურებს“, – განაცხადა კორძაიამ.

„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია.

სლოვაკეთის კულტურის სამინისტრომ რუსეთთან და ბელარუსთან თანამშრომლობის აკრძალვა გააუქმა

სლოვაკეთის კულტურის მინისტრმა მარტინა შიმკოვიჩოვამ რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ European Pravda ადგილობრივ ბიუროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მარტინა შიმკოვიჩევას 12 იანვრით დათარიღებულ ბრძანებაში აკრძალვის გაუქმების შესახებ წერია, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად კი 15 იანვარია დასახელებული.

„მსოფლიოში ათობით სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს და ჩვენი აზრით, ხელოვანებმა და კულტურამ არ უნდა გადაიხადონ ამის საფასური“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც European Pravda აღნიშნავს, რუსეთთან და ბელარუსთან ყველანაირი სახის კულტურული თანამშრომლობა 2022 წელს, მას შემდეგ იყო აკრძალული, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო.

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, როდესაც ისინი პატრულმა შენიშნა. პოლიციის გამოჩენის შემდეგ, ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი ადგილზე დააკავეს.

ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო.

NATO-ს მასშტაბური წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის – რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, ისეთი მასშტაბური წვრთნები, როგორიცაა NATO-ს Steadfast Defender 2024, სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის. თუმცა, გრუშკო RIA Novosti-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რო რუსეთს ასეთი წვრთნები არ აშინებს.

„ამ მასშტაბის ნებისმიერი ღონისძიება ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, თუმცა ევროპის უსაფრთხოების ინტერესები დღეს ნაკლებად აღელვებთ მათ, ვინც NATO-ს მართავს. მათთვის მთავარია, არსებობა გაუხანგრძლივონ ამერიკული გავლენის ამ ინსტრუმენტს უკვე წაგებულ ბრძოლაში, რათა მსოფლიოში დასავლური ჰეგემონია შეინარჩუნონ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე.

როგორც ალექსანდრ გრუშკოს ამბობს, „პროვოკაციულ დემონსტრაციებს“ არ შეუძლიათ რუსეთის დაშინება, ვინაიდან „რუსეთს აქვს ყველაფერი, რაც თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო“.

იტალიასა და ესპანეთში პალესტინელების მხარდამჭერი აქციები გაიმართა

პალესტინელების მხარდამჭერი აქცია იტალიაში პოლიციასთნ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრაცია ქალაქ ვიჩენცაში, ოქროსა და სამკაულების სავაჭრო გამოფენის ტერიტორიასთან გაიმართა. აქციის მონაწილეები გამოფენაზე ისრაელის პავილიონის განთავსებას აპროტესტებდნენ.

ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით, საპროტესტი მსვლელობა ბარსელონაშიც მოეწყო. ისმოდა შეძახილები. ადგილობრევებთან ერთად აქციაში პალესტინელებიც მონაწილეობდნენ.