,,მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანად სტალინისტურად გამოცხადება არასწორია”- პაატა მანჯგალაძე

50
spot_img

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანად სტალინისტურად გამოცხადება არასწორია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომ „საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით სტალინისტებით არის გაძეძგილი“.

„კვირას უნდა დავდგეთ წირვა-ლოცვაზე და მივხვდებით, რომ რუსეთი და სტალინი არაფერ შუაში არ არის. შეიძლება სტალინისტებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთელ ეკლესიაზე ასე საუბარი არ შეიძლება“, – აცხადებს მანჯგალაძე.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საპატრიარქო და თავად პატრიარქი სტალინისტებად მოიხსენია.