,,ჩვენ დიდი გამარჯვება გვჭირდება ამ საშინელ ხალხზე,”- დონალდ ტრამპი

45
spot_img

ჩვენ დიდი გამარჯვება გვჭირდება ამ საშინელ ხალხზე, – ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა მოსახლეობას. ქალაქ მანჩესტერის სტადიონზე შეკრებილებს ტრამპი პრაიმერიზის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.

ტრამპმა თავის კონკურენტზე, გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩზე ნიკი ჰეილიზეც ისაუბრა და ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერთან, ნენსი პელოსიში აერია. მან არაერთხელ დაადანაშაულა ჰეილი, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრია, იმაში რომ მან 2021 წლის 6 იანვარს, შტურმის დროს კაპიტოლიუმის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა თავის ამომრჩევლებს პრაიმერიზში აქტიურობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ამერიკას თავის სიდიადეს დაუბრუნებს და მექსიკის საზღვარს დაკეტავს.

„სამშაბათს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნდება. მჯერა, რომ ნიუ ჰემფშირი თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის, ამიტომაც უნდა შეკრიბოთ ყველა პატრიოტი, ვისაც იცნობთ და რეკორდული რაოდენობის ხმა მოვაგროვოთ. ჩვენ დიდი სხვაობით უნდა მოვიგოთ და ძლიერი სიგნალი მივცეთ ნოემბრის არჩევნებს. მთელი სამყარო გვადევნებს თვალს და ახლა რესპუბლიკელების, ჯანსაღი აზროვნების პარტიის დროა და ამიტომ უნდა გავერთიანდეთ. მოდით არჩევნებზე. ჩვენ ამ საშინელ ადამიანებზე დიდი გამარჯვება გვჭირდება. თუ თქვენ ის ადამიანი გჭირდებათ, ვინც ამერიკას პირველ ადგილზე აყენებს, მაშინ არჩევანი ერთია – დონალდ ტრამპი. თქვენ უნდა მომცეთ იმუნიტეტი და გეუბნებით, რომ მხოლოდ ერთი დღით ვაპირებ დიქტატორობას, როცა [მექსიკასთან] საზღვარს ჩავკეტავთ. ამით ჩემი დიქტატორობა დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.