Home Blog Page 1739

 “აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს”- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.

07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ“,- აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დათანხმდა, შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი რაც შეიძლება მალე გადასცეს პარლამენტს და მისი რატიფიცირება უზრუნველყოს.

„ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ნატოს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მუშაობისთვის განწყობილი ხართ და ყველა მნიშვნელოვანი საქმის ერთდროულად დაწყება გსურთ, თუმცა უმჯობესია, ერთი კონკრეტული საქმე აირჩიოთ და ყურადღება მასზე გადაიტანოთ. კოლეგების დახმარება ან მათთან თანამშრომლობა არ გაკმაყოფილებთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, დრო სწორად გაანაწილოთ.

კურო

ამ დღეს ყურადღების მოკრეფა და სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ. გახსოვდეთ, რომ სამუშაო გრაფიკის გარეშე დაგეგმილი ამოცანების ნახევარსაც კი ვერ გაუმკლავდებით. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა მიაქციოთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება უპატიოსნო ან ანგარებიან ადამიანს შეხვდეთ, ამიტომ სანამ ვინმეს ენდობით, ეცადეთ უკეთ გაიცნოთ ან მის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოთ. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობისთვის ნეიტრალური თემები აირჩიოთ.

კირჩხიბი

გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ეცადეთ, მათთვის დრო გამონახოთ და ღირებული რჩევა მისცეთ. უმჯობესია დიდი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ, რადგან ახლა იმ შედეგს ვერ მიიღებთ, რომლის იმედიც გაქვთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რომ პარტნიორი არ დააფრთხოთ.

ლომი

ამ დღეს გარშემო მყოფებისგან ყველაზე მეტად ნათელი ემოციები და ოვაციები გჭირდებათ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადადეთ და ცხოვრებით დატკბით. გაატარეთ საღამო დიდ კამპანიაში, წადით ხმაურიან წვეულებაზე. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ.

ქალწული

ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, გარეგნობაში რამე შეიცვალოთ და ახალი ტანსაცმელი იყიდოთ. ეს თავდაჯერებას შეგძენთ და თქვენს ცხოვრებაში ახალ ემოციებს შემოიტანს. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევებს არ უნდა დაუჯეროთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. ვიღაც ეცდება, რომ თქვენი მდგომარეობით და გულისხმიერებით ისარგებლოს. გირჩევთ, საკუთარ გეგმებზე არავის უამბოთ, რადგან კონკურენტები თქვენთვის ხელის შეშლას ეცდებიან.

მორიელი

შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ. ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრის ინტონაციას და განწყობას – ეს დაგეხმარებათ ნათქვამის მნიშვნელობა სწორად გაიგოთ. იპოვეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს გულწრფელობა თქვენი საუკეთესო იარაღია. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს არაფერი მოატყუოთ და დაუმალოთ. ისინი ღირებულ რჩევებს მოგცემენ და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ხელსაყრელი დროა იდეების განხორციელებისთვის. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი იაქტიუროთ.

თხის რქა

ემოციურად რთული დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა, ემოციების კონტროლი და სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება მოგიწევთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ზეწოლით ან აგრესიით – დროს და ენერგიას ტყუილად დაკარგავთ.

მერწყული

ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ აქტივობებს, რომლებიც დადებით ემოციებს გაჩუქებთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას – გარშემო მყოფები თქვენს მოსმენას არ ისურვებენ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარკვევას, რასაც შეიძლება კონფლიქტი მოჰყვეს. უმჯობესია წუთშესვენება აიღოთ და დაისვენოთ.

თევზები

შესაძლოა, ახლობელი ადამიანის შესახებ აზრი შეიცვალოთ. მიეცით საკუთარ თავს მოდუნების და ემოციური განტვირთვის უფლება. ეცადეთ, ძალები აღიდგინოთ და პირქუში აზრებისგან გათავისუფლდეთ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 სთ-მდე, – ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.

„უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას“, – აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ამჯერად ბურთი სწორედ ნატოს მხარესაა და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას”- ვიქტორ დოლიძე

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატოში სრულფასოვანი წევრობა. რომელი მექანიზმით იქნება ეს საბოლოოდ განპირობებული, მაპის გარეშე თუ მაპთან ერთად, ამას ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს და ამას უკვე დრო და გარემოებები განაპირობებს, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ვილნიუსში განაცხადა.

„ჩვენი ძირითადი აქცენტები, როგორც ყოველთვის, გამახვილებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, რუსეთთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მილიტარიზაციას, ოკუპაციას და დეოკუპაციას შეეხება და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს სრულფასოვან წევრობას. ჩვენ ჩვენს ნატოელ კოლეგებს ყოველთვის ვახსენებთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ მიზანს წარმოადგენს ნატოში სრულფასოვანი წევრობა. დღეს მოცემულობა ასეთია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებს სწორედ ნატოს მხრიდან და ამჯერად ბურთი სწორედ ნატოს მხარესაა და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას“, – განმარტა ვიქტორ დოლიძემ.

“გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე”-ბერბელ ბასი

საქართველოს ვამხნევებ, განახორციელოს რეფორმები და გერმანიის სახელით, ვაცხადებ, რომ გერმანია მხარს უჭერს მას ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და გერმანიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

„ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრ სფეროში აქვთ პარტნიორული ურთიერთობები. პარლამენტარები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში; GTZ-ის მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს და ეს პროექტები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს პარლამენტებს შორის. დიდი ხანია, გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას.

რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ მე გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან.

გასულ წელს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ძალიან ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ პრაიდ ფესტივალის ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზე დავუბრუნდები. თუმცა, საქართველოს მე ვამხნევებ, განახორციელოს რეფორმები და გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ბასმა.

მკვლელობა გურჯაანში – 80 წლის მამაკაცმა ცოლი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის ქმარმა 70 წლამდე მეუღლე, სანადირო თოფით მოკლა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ხანდაზმული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება “-შალვა პაპუაშვილი

გერმანიის პოლიტიკამ და მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა, დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოების მშენებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ბუნდესტაგის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.

„დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრეები ვართ. ვმასპინძლობთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს და მის თანმხლებ დელეგაციას. ჩვენთვის დიდი პატივია ბერბელ ბასის მიღება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანიას გამორჩეული როლი ჰქონდა და აქვს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნაში. გერმანიის პოლიტიკამ და მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების მშენებლობაში. აღნიშნულისთვის მადლობას მოვახსენებთ გერმანიას და მის ხალხს. ჩვენ ასევე მადლიერი ვართ გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გერმანიის და მისი მსგავსი მეგობრებისა და პარტნიორების დამსახურებაცაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აქტიური დინამიკა.

„გასული წლის დეკემბერში, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოწვევით, მე თავად ვიყავი გერმანიაში ვიზიტად; 2023 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი გვსტუმრობდა თბილისში; ერთი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბერლინში ჰქონდა ვიზიტი და დიალოგი გერმანიის კანცლერთან; დღეს კი საქართველოს პარლამენტში გვაქვს ბუნდესტაგის პრეზიდენტის მასპინძლობის პატივი. უმაღლესი დონის ეს ურთიერთშეხვედრები და ვიზიტები არც არის გასაკვირი – იგი ასახავს იმ მჭიდრო ხალხთა შორის ურთიერთობებს, ასევე, თანამშრომლობას კულტურის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მეცნიერების და სხვა სფეროებში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამდიდრებდა და განამტკიცებდა ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები დგას დემოკრატიისა და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე.

„გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები ასევე საერთო მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. ქართველი და გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის ბაზაზე წლების მანძილზე ერთმანეთს მხარს უმაგრებდნენ და იბრძოდნენ ამ ფასეულობებისა და ინტერესებისთვის, ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, გერმანიის და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

დღეს, საქართველო კვლავ ისტორიულ პროცესში იმყოფება. 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრების საქმეში. 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცება. იმედი გვაქვს, გერმანია იქნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესის ლიდერი.

შეხვედრაზე სწორად აღნიშნულ საკითხებზე გვქონდა საუბარი. დღეს და ხვალ გვექნება სხვა შესაძლებლობაც, რომ უფრო დეტალურად განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებით ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლო ინიციატივების წამოწყებას.კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“განვაახლებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს” – ზელენსკი ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ განვაახლებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება ნატო-უკრაინის საბჭოს ინაუგურაციის სხდომაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე, სამიტის პროგრამაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ განვაახლებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება ნატო-უკრაინის საბჭოს ინაუგურაციის სხდომაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე, სამიტის პროგრამაში გაჩნდა ერთობლივი პრესკონფერენციის განრიგი, რომელიც სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უნდა ჩაატარონ.

უკრაინის ხელისუფლებას ვილნიუსში ზელენსკის ვიზიტი ჯერ არ დაუდასტურებია.

კიევში აცხადებდნენ, რომ ზელენსკი სამიტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიდოდა, თუ ალიანსის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

ერთობლივი პრესკონფერენციის განრიგი, რომელიც სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უნდა ჩაატარონ.

უკრაინის ხელისუფლებას ვილნიუსში ზელენსკის ვიზიტი ჯერ არ დაუდასტურებია.

კიევში აცხადებდნენ, რომ ზელენსკი სამიტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიდოდა, თუ ალიანსის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მააიკე ვან კოლდამთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

“შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მააიკე ვან კოლდამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩვენი სამხედროები ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს აკონტროლებენ” – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებს ქალაქი ბახმუტი და ასევე ამ ქალაქში რუსი სამხედროების გადაადგილება საცეცხლე კონტროლის ქვეშ აქვთ აყვანილი.

მისივე თქმით, ეს შესაძლებელი გახდა ქალაქის გარშემო მთავარი სიმაღლეების დაკავების წყალობით.

„უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი სამხედროები საცეცხლე მხარდაჭერით აკონტროლებენ ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს, ასევე ამ ქალაქში რუსი ჯარის გადაადგილებას. ეს შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ, რაც წინ წაწევის პროცესში ჩვენმა სამხედროებმა მოახერხეს ამ ქალაქის გარშემო არსებული სიმაღლეების დაკავება“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ბათუმში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა და 6 ავტომანქანა დააზიანა

ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგლეჯილო ხეები ექვს ავტომობილს დაეცა.

„ძლიერი ქარის გამო, 18-ე საბავშვო ბაღთან წაიქცა ხეები, დაზიანდა ავტომობილები, ასევე ინფრასტრუქტურა. შემთხვევით გადავურჩით, საშინელი მდგომარეობაა. ვითხოვთ დახმარებას“, – აცხადებენ მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.