ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

104
spot_img

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 სთ-მდე, – ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.

„უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას“, – აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.