Home Blog Page 1724

,,წელს ტურბულენტური, მაგრამ ძალიან წარმატებული წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის”- თეა წულუკიანი

წელს ტურბულენტური, მაგრამ ძალიან წარმატებული წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის და უფრო ფართოდ, მთავრობისთვის ამ დარგში, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. იყო რა თქმა უნდა სხვადასხვა ცვლილება, როგორც კინოცენტრში ასევე კონსერვატორიაში, მუზეუმებში და არაერთ სხვა ორგანიზაციებში, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა კინოცენტრის გარშემო განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.

„კინოცენტრში ფაქტობრივად დავასრულეთ ანალიზი იმ ვითარებისა, რაც დაგვხვდა და უკვე იანვრიდან მზად ვიქნებით, რომ სიახლეები შევთავაზოთ დარგის სპეციალისტებს. ანალიზის შედეგად ვნახეთ, რომ ფსევდო ბოიკოტი, რომელიც კინოცენტრს გამოუცხადეს ბოიკოტი არ არის, ეს არის პატარა ჯგუფის მიერ წამოწყებული ტაკიმასხარაობა, რომელსაც მხარს არ უბამს პროფესიონალთა უმრავლესობა. ბოიკოტი თუნდაც რეალური იყოს ესეც არ არის პრობლემა. ისინი ასე ხსნიან, რომ ბოიკოტი ნიშნავს უთხრა სახელმწიფოს, რომ არ გსურს მისი დაფინანსება. ჩვენი პასუხი არის, რომ არ გსურთ და არც არის საჭიროს, ვისაც სჭირდება ის მოგვმართავს და იმას დავაფინანსებთ, რა თქმა უნდა, კონკურსის წესით. ეს ბოიკოტიც არ არის, ეს არის რაღაც წამოწყება და ერთმანეთისთვის თავის მოსაწონებლად აწერენ ხელს, შემდეგ მოგვმართავენ წერილებით, რომ ხელისმომწერის მიუხედავად არ არიან ბოიკოტში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

,,ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით, ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ” – ანატოლი ანტონოვი

„ზელენსკის მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. მან ვერ დარწმუნება აშშ, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება.

 

ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით“, – აღნიშნავს ანატოლი ანტონოვი. „ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლონ უკრაინის კონფლიქტის ჭაობში“, – დასძინა რუსეთის ელჩმა.

,,აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „მანამ, სანამ შეგვიძლია“- ბაიდენი

სამშაბათს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „მანამ, სანამ ჩვენ შეგვიძლია“. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times ავრცელებს.

ბრიტანული გაზეთი Financial Times აღნიშნავს, რომ წარსულში ბაიდენმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა, თუმცა სამშაბათს მისი სიტყვები უფრო ზომიერი იყო.

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მანამ, სანამ შეგვიძლია, მაგრამ დამატებითი დაფინანსების გარეშე ჩვენ სწრაფად გვეწურება ჩვენი შესაძლებლობა, დავეხმაროთ უკრაინას, უპასუხოს გადაუდებელ ოპერატიულ საჭიროებებს”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ნებისმიერი დახმარების გამოყოფას თან უნდა ახლდეს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი.

“ეს არის ჩვენი პირობები, რადგან ეს არის ამერიკელი ხალხის პირობები”, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

“რესპუბლიკელმა” სენატორმა, ჯონ კორნინმა, სენატის “რესპუბლიკელების” ლიდერის, მიტჩ მაკკონელის გუნდის წევრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების განხილვა, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გადაიდო.

მისი თქმით, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებაზე შეთანხმების მიღწევა 25 დეკემბრამდე შეუძლებელი იქნება.

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა კარიერულის წინსვლის ან პროფესიული განვითარებისთვის. მოზღვავებული ენერგია საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაზე რთული საკითხები მოაგვაროთ. სამსახურში გაუგებრობამ ან მცირე უსიამოვნებამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა მეორე დღეს აღარც კი გემახსოვრებათ.

კურო

ამ დღეს მოულოდნელობები და სიურპრიზები გელით. მოემზადეთ იმისთვის, რომ ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. ეცადეთ, ადვილად მისაღწევი მიზნები დაისახოთ და თუ საჭიროა, ნურც დახმარების თხოვნა მოგერიდებათ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა საკუთარი ქმედებების გაანალიზებისთვის. ეცადეთ, მოიფიქროთ, როგორ გახადოთ თქვენი სამუშაო უფრო ნაყოფიერი და კარგ შედეგებს სწრაფად როგორ მიაღწიოთ. ხშირად ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით. ეს დღე დაგეხმარებათ შექმნილი ვითარება რეალურად შეაფასოთ და საკუთარი თუ სხვისი სუსტი მხარეები კარგად დაინახოთ.

კირჩხიბი

წარმატებული და ხალისიანი დღეა. ბედნიერი შეხვედრები და ნათელი შთაბეჭდილებები გელით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ისე მოიქეცით, როგორც გული გკარნახობთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, წარმატებამდე მიგიყვანთ. ამ დღეს რჩევების მიცემის და სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ლომი

იღბლიანი დღეა, რომელიც დადებით ემოციებს და სასარგებლო შეხვედრებს მოგიტანთ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება და ხელმძღვანელობა თქვენს ხარისხიან მუშაობას აუცილებლად დააფასებს. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი პრინციპულობის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ.

ქალწული

ამ დღის ამოცანაა, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ახალი, საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები გელით. ეცადეთ, საჭირო ადამიანები თქვენი იდეების ეფექტურობაში დაარწმუნოთ – ეს თქვენთვის უმარტივესი საქმეა.

სასწორი

იფიქრეთ იმაზე, რაც დიდ ენერგიას გართმევთ და წინსვლაში ხელს გიშლით. დროა უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ და მიზნისკენ კიდევ ერთ ნაბიჯი გადადგათ. ეცადეთ, პრობლემები მშვიდად და ეტაპობრივად მოაგვაროთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. სამსახურში შესაძლოა, ვიღაცის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება.

მორიელი

წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ მიზნისკენ აუჩქარებლად იმოძრავებთ და თქვენს ყოველ მოქმედებას გააკონტროლებთ. ეცადეთ საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაზიანოთ. ბოლო დღეებში დაგროვილმა სტრესმა მუშაობაში ხელი რომ არ შეგიშალოთ, ხშირად შეისვენეთ.

მშვილდოსანი

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

თხის რქა

ეს დღე შესაფერისია სიახლეებისა და ექსპერიმენტების – ეცადეთ, უფრო გაბედულად იმოქმედოთ და კომფორტის ზონას გასცდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი თავაზიანობა გამოიჩინეთ და პატივი ეცით პარტნიორის აზრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს არაფრისმომცემ კამათში გაატარებთ.

მერწყული

ამ დღეს ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გმართებთ. შეგიძლიათ, საკუთარ სურვილებზე ან იმედგაცრუებაზე დაუფარავად ისაუბროთ – ახლობელი ადამიანები აუცილებლად გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ. შესაძლოა ამ დღეს თქვენი დიდი სურვილიც ახდეს. ხშირად თქვენი კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ ნურც გარშემომყოფთა თავმოყვარეობის შესახებ დაივიწყებთ.

თევზები

ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო და შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ, სანამ ამის შესახებ თავად არ გთხოვენ. ამ დღეს ბევრი პრობლემა თავისთავად, თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება.

რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება. კერძოდ, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 16 დეკემბრის 02:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაიკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორივე ზოლი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზონა ასევე გათავისუფლდება ლესია უკრაინკასა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე.

აღნიშნულ პერიოდში, რუსთაველის გამზირიდან, ტ. შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპოტო საშუალებები ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად,  გადაადგილებას შეძლებენ ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით; აღნიშნული ქუჩებიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის გამოყენებით; რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან, ა. ჯორჯაძის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობა დასაშვები იქნება გ. ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით.

15 დეკემბრის 10:00 საათიდან 16 დეკემბრის 01:00 საათამდე, განხორციელდება სატრანსპორტო მოძრაობის სრული შეზღუდვა და საპარკინგე ზონის გათავისუფლება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის გამზირი, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, ლესია უკრაინკას და არჩილ ჯორჯაძის ქუჩები).

რუსთაველის გამზირიდან – ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ნ. ვაჩნაძის (ლ. გუდიაშვილის შესახვევი) ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან (გ. ჭანტურიასა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან) თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება – ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ა. ფურცელაძის ქუჩებიდან.

თავისუფლების მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის  გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით სრულად, რუსთაველის გამზირისა და გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე.

თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, რ. ლაღიძის, შ. მესხიასა და ინაშვილის ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გ. ლეონიძის, პ. ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძისა და ა. გრიბოედოვის, პ. კაკაბაძის, კ. მაყაშვილის და ვ. ბარნოვის  ქუჩების გამოყენებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნ. ბარათაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩების გამოყენებით.

რუსთაველის გამზირის გადაკეტვისას, მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტობუსების – N301, 306, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 397 კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ რუსთაველის გამზირზე არსებულ ხეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც დაუკავშირდებიან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ;

უკუმიმართულებისას, N306, 310, 314, 326, 342, 352, 358, 359, 388, 397 ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენას სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო ავტობუსები: N301, 331, 337, 345 ბარათაშვილის ხიდზე მოხვედრისას მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებენ იუსტიციის სახლისკენ, იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფომრაციაში.

არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რატომ აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, უბრალოდ, უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავს”-ნინო ბურჯანაძე

„ელემენტარული პოლიტიკური ცოდნაა საჭირო, საერთაშორისო ურთიერთობების და სახელმწიფო მმართველობის სისტემის, რომ გესმოდეს ერთი ადამიანი ვერ გაიყვანს ჯარს, მით უმეტეს საგარეო საქმეთა მინისტრი… არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რატომ აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, უბრალოდ, უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავს”, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ მედიასთან  საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

„უსამართლობაა, რომ თქვა „მე გავიყვანე საქართველოდან ჯარი“ საერთოდ საგარეო საქმეთა მინისტრებს ამხელა ფუნქციები არცერთ ქვეყანაში არ აქვთ, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, პრემიერ მინისტრი ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე…“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

,,ევროკავშირში ისტორიული გადაწყვეტილებები ერთიანობასა და კონსენსუსს მოითხოვს, რაც არც ისე მარტივია და თამასა ძალიან მაღალია”-პაველ ჰერჩინსკი

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნით მიღებაზე განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში ისტორიული გადაწყვეტილებები ერთიანობასა და კონსენსუსს მოითხოვს, რაც არც ისე მარტივია და თამასა ძალიან მაღალია.

„ქალბატონო პრეზიდენტო, პარლამენტის წვერებო, ძვირფასო ელჩებო. რამდენიმე საათში ჩვენ გვექნება ისტორიული შეხვედრა ბრიუსელში. მინდა გამოვიყენო სიტყვა ისტორიული, რომელიც ამ შემთხევას შეესაბამება. 27 ევროკავშირის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მიიღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მე ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ 8 ნოემბერს ძალიან ცალსახად გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, რომ წაიწიონ წინ, მოახდინონ პაკეტების ადაპტირება, გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით მოლდოვასთან და უკრაინასთან, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი წვერი სახელმწიფოები მიჰყვებიან მჭიდროდ ევროპული კომისიის რეკომენდაციას. როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირში ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას, კონსენსუსს. ამ შემთხვევაში ერთიანობა გულისხმობს იმას, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა განაცხადოს თანხმობა. ერთიანობა არც ისე მარტივია, ეს არის ძალიან მაღალი თამასა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას“, – განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება.

„ქალბატონო პრეზიდენტო 8 ნოემბერს თქვენ დაიწყეთ ხელმოწერების შეგროვების ინიციატივა, იმ ადამიანებისა, რომლებიც ემხრობიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავ ინიციატივათაგანი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მომავალს. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს აქ ფაქტობრივად ვიმყოფებით ყველანი, ბევრმა კოლეგამ იმოგზაურა მეზობელი ქვეყნებიდან იმისათვის, რომ აქ ჩამოსულიყო, ზოგიერთი კოლეგა ჩამოვიდა საკუთარი დედაქალაქიდან იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში. ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატშიო გადავუგზავნო შარლ მიშელს, პრეზიდენტს, რომელიც ჩაატარებს ისტორიულ შეხვედრას, რომელიც დაიწყება დილის 10:00 საათზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მეც ვუერთდები პრეზიდენტის განცხადებას, რომ იმედი ვიქონიოთ, კიდევ ერთხელ მოგვეცემა აღნიშვნის შესაძლებლობა და ეს იქნება შესანიშნავი დღე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

,,როგორც უკრაინის მოქალაქე, მყარად ვუჭერ მხარს უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას”-

ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ავრცელებს მის მიერ ხელმოწერილ პეტიციას.

„გამარჯვების კოალიცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას. მე, როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში, დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.

ასევე, მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი, დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემს დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

,,პრობლემა არ არის მხოლოდ დაფინანსება. საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი რეგულაციები”- სეფაშვილი სკოლებში უფასო კვებაზე

ძალიან დიდი მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება და ეს არის ჩვენი პასუხი იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა დგას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდება, რომ ხელისუფლება ამისთვის ფულს ვერ იმეტებს, სრული სიცრუეა, რადგან ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ფულთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ ამისთვის შესაბამისი რეგულაციები და ბავშვების ჯანმრთელობაზე მორგებული პირობებია საჭირო.

„ამ საკითხზე არ ვაპირებდი ყურადღების გამახვილებას, მაგრამ უკვე რამდენჯერმე გაისმა აქ სკოლებში უფასო კვების საკითხი. ოპოზიცია საუბრობს, რომ თითქოსდა, ეს მხოლოდ დაფინანსების საკითხია. სინამდვილეში ეს არ არის მხოლოდ დაფინანსება, ეს არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი რეგულაციები და განათლების სამინისტრო ამაზე დიდი ხანია მუშაობს. მარტო საკვებზე არ არის საუბარი. აქ არის ძალიან დიდი საკითხი, რომელიც გადაჭრას მოითხოვს და ეს არის ბავშვების ჯანმრთელობა, შესაბამისი პროცედურები და შესაბამისი რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს ეს და არა მხოლოდ ფულით. პრობლემები მხოლოდ ფულით არ იჭრება, ამ ყველაფერს თავისი შესაბამისი პროტოკოლი უნდა მოჰყვეს, გაწერილი უნდა იყოს შესაბამისი პროცედურები და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განათლების სამინისტრო ამ ყველაფერზე მუშაობს.

გარდა ამისა, ძალიან დიდი მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება და ეს არის ჩვენი პასუხი იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა დგას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო კონგრესში გარღვევის მიღწევა”- The Washington Post-

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო კონგრესში გარღვევის მიღწევა, – წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინის ლიდერის ვაშინგტონში ვიზიტმა ნაკლებად მოახდინა გავლენა “რესპუბლიკელებზე”, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას საიმიგრაციო რეფორმის შეთანხმების გარეშე.

ზელენსკიმ კონგრესმენებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს დაიხევს უკან, მაგრამ მან გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ მეტი დახმარების გარეშე, კონფლიქტი ბევრად უფრო სასტიკი გახდება.

ზელენსკიმ კონგრესში გამართული შეხვედრები დაახასიათა, როგორც დადებითზე მეტი, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებს მოუწევთ სიტყვების შედეგებისგან გამოყოფა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წლის ბოლომდე ძალიან ძლიერი სიგნალი გავუგზავნოთ ჩვენი ერთიანობის შესახებ აგრესორს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ კრემლი უახლოეს თვეებში უკრაინის ელექტროქსელის დაბომბვას აპირებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ნებისმიერი დახმარების გამოყოფას თან უნდა ახლდეს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი.

“ეს არის ჩვენი პირობები, რადგან ეს არის ამერიკელი ხალხის პირობები”, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

“რესპუბლიკელმა” სენატორმა, ჯონ კორნინმა, სენატის “რესპუბლიკელების” ლიდერის, მიტჩ მაკკონელის გუნდის წევრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების განხილვა, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გადაიდო.

მისი თქმით, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებაზე შეთანხმების მიღწევა 25 დეკემბრამდე შეუძლებელი იქნება.

,,სააკაშვილისთვის გუნდრუკი არ მიკმევია, როგორც ზოგიერთებს“- მარგველაშვილი

სააკაშვილისთვის გუნდრუკი არ მიკმევია, როგორც ზოგიერთებს“, – ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მარგველაშვილი აცხადებს, რომ სწორედ მაშინ დაიწყო სააკაშვილის დაცვა, როცა მისი უფლებები დაირღვა.

„მე იმედი მაქვს, რომ საქართველო თავის ევროპულ გზაზე მივა იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენ პიროვნულ დაპირისპირებებს მართლა გვერდით გადავდებთ, არა ისე რომ ამას მხოლოდ ვიტყვით, არამედ მართლა გვერდით გადავდებთ, ისე როგორც მე გადავდე გვერდით მიხეილ სააკაშვილთან პიროვნული დაპირისპირება, როდესაც მისი როგორც ადამიანის და საქართველოს პრეზიდენტის ღირსების და ჯანმრთელობის საკითხი დადგა.

სააკაშვილის მინისტრი მე არ ვყოფილვარ, სააკაშვილის მთავრობაში მე არ ვყოფილვარ, სააკაშვილისთვის გუნდრუკი მე არ მიკმევია როგორც ზოგიერთებს, მაგრამ როდესაც სააკაშვილი გახდა პატიმარი, რომლის უფლებები ირღვევა, მაშინ დავიწყე სააკაშვილის დაცვა. ეს არის მართლაც პატიებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

,,ვიმედოვნებთ რომ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში” – პრეზიდენტი

„ზურაბ ჟვანიასთან არის დაკავშირებული ჩვენი შინაარსიანი ევროპული გზა, რადგან მისი მოძრაობა, „მწვანეები“ ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობა არის ევროპისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ –  დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მისი კამპანია {ჩვენი ხმა ევროპას} მიზნად ისახავდა საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ბოლო მობილიზაციაში.

„ეს კამპანია მიზნად ისახავდა, რომ საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ამ ბოლო მობილიზაციაში, რომელმაც მიგვიყვანა 8 ნოემბრამდე, როცა მივიღეთ ძალიან სასიხარულო დასკვნა და რეკომენდაციები ევროპული კომისიიდან. 15 დეკემბერს ველოდებით კიდევ უფრო სასიხარულო გადაწყვეტილებას.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ხმა ყოფილიყო ხმამაღლა ევროპისკენ გაგზავნილი და ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ პრეზიდენტის ხმა და არც რომელიმე ცალკეული ჯგუფის. იმ დღეს ვნახეთ ევროკავშირის უზარმაზარი დროშა, რომელმაც ჩამოიარა რუსთაველი და მივიდა ევროპულ მოედნამდე, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში და ეს იქნება ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი 15 დეკემბერს. ეს იქნება ბოლო ეტაპის საწყისი.

ეს არის გზაჯვარედინი, საქართველომ გაიარა ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე, ეს გზა არ დაწყებულა არც დღეს, არც გუშინ, არც 8 ნოემბერს, არც წინა წელიწადს, როცა მოგვცეს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისთავად, რადგან პერსპექტივის მინიჭება საქართველოსთვის ნიშნავდა და ნიშნავს, რომ მთელი დისკუსიები მრავალი წლის მანძილზე რაც არსებობდა საქართველოს გეოგრაფიაზე და რამდენადაც ეს გეოგრაფია ხელს უშლიდა თუ არ უშლიდა ჩვენს ევროპულობას, ის დისკუსიები ამით დასრულდა.

ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ და ეს დაიწყო მაშინ, როცა შევედით ეუთოში. სწორედ ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვით დაიწყო, რომელიც მან წარმოთქვა ეუთოს საბჭოში, როცა ჩვენ გავწევრიანდით. ზურაბ ჟვანიასთან არის დაკავშირებული ჩვენი შინაარსიანი ევროპული გზა, რადგან მისი მოძრაობა, „მწვანეები“ ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობაა ევროპისთვის.

ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის გასააქტიურებელი საქართველოში“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, აურიოს გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მცდელობები 15 დეკემბერს უშედეგო აღმოჩნდება.