,,ვიმედოვნებთ რომ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში” – პრეზიდენტი

44
spot_img

„ზურაბ ჟვანიასთან არის დაკავშირებული ჩვენი შინაარსიანი ევროპული გზა, რადგან მისი მოძრაობა, „მწვანეები“ ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობა არის ევროპისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ –  დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მისი კამპანია {ჩვენი ხმა ევროპას} მიზნად ისახავდა საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ბოლო მობილიზაციაში.

„ეს კამპანია მიზნად ისახავდა, რომ საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ამ ბოლო მობილიზაციაში, რომელმაც მიგვიყვანა 8 ნოემბრამდე, როცა მივიღეთ ძალიან სასიხარულო დასკვნა და რეკომენდაციები ევროპული კომისიიდან. 15 დეკემბერს ველოდებით კიდევ უფრო სასიხარულო გადაწყვეტილებას.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ხმა ყოფილიყო ხმამაღლა ევროპისკენ გაგზავნილი და ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ პრეზიდენტის ხმა და არც რომელიმე ცალკეული ჯგუფის. იმ დღეს ვნახეთ ევროკავშირის უზარმაზარი დროშა, რომელმაც ჩამოიარა რუსთაველი და მივიდა ევროპულ მოედნამდე, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში და ეს იქნება ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი 15 დეკემბერს. ეს იქნება ბოლო ეტაპის საწყისი.

ეს არის გზაჯვარედინი, საქართველომ გაიარა ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე, ეს გზა არ დაწყებულა არც დღეს, არც გუშინ, არც 8 ნოემბერს, არც წინა წელიწადს, როცა მოგვცეს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისთავად, რადგან პერსპექტივის მინიჭება საქართველოსთვის ნიშნავდა და ნიშნავს, რომ მთელი დისკუსიები მრავალი წლის მანძილზე რაც არსებობდა საქართველოს გეოგრაფიაზე და რამდენადაც ეს გეოგრაფია ხელს უშლიდა თუ არ უშლიდა ჩვენს ევროპულობას, ის დისკუსიები ამით დასრულდა.

ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ და ეს დაიწყო მაშინ, როცა შევედით ეუთოში. სწორედ ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვით დაიწყო, რომელიც მან წარმოთქვა ეუთოს საბჭოში, როცა ჩვენ გავწევრიანდით. ზურაბ ჟვანიასთან არის დაკავშირებული ჩვენი შინაარსიანი ევროპული გზა, რადგან მისი მოძრაობა, „მწვანეები“ ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობაა ევროპისთვის.

ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის გასააქტიურებელი საქართველოში“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, აურიოს გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მცდელობები 15 დეკემბერს უშედეგო აღმოჩნდება.