უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო კონგრესში გარღვევის მიღწევა”- The Washington Post-

61
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო კონგრესში გარღვევის მიღწევა, – წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინის ლიდერის ვაშინგტონში ვიზიტმა ნაკლებად მოახდინა გავლენა “რესპუბლიკელებზე”, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას საიმიგრაციო რეფორმის შეთანხმების გარეშე.

ზელენსკიმ კონგრესმენებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს დაიხევს უკან, მაგრამ მან გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ მეტი დახმარების გარეშე, კონფლიქტი ბევრად უფრო სასტიკი გახდება.

ზელენსკიმ კონგრესში გამართული შეხვედრები დაახასიათა, როგორც დადებითზე მეტი, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებს მოუწევთ სიტყვების შედეგებისგან გამოყოფა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წლის ბოლომდე ძალიან ძლიერი სიგნალი გავუგზავნოთ ჩვენი ერთიანობის შესახებ აგრესორს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ კრემლი უახლოეს თვეებში უკრაინის ელექტროქსელის დაბომბვას აპირებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ნებისმიერი დახმარების გამოყოფას თან უნდა ახლდეს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი.

“ეს არის ჩვენი პირობები, რადგან ეს არის ამერიკელი ხალხის პირობები”, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

“რესპუბლიკელმა” სენატორმა, ჯონ კორნინმა, სენატის “რესპუბლიკელების” ლიდერის, მიტჩ მაკკონელის გუნდის წევრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების განხილვა, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გადაიდო.

მისი თქმით, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებაზე შეთანხმების მიღწევა 25 დეკემბრამდე შეუძლებელი იქნება.