„ელემენტარული პოლიტიკური ცოდნაა საჭირო, საერთაშორისო ურთიერთობების და სახელმწიფო მმართველობის სისტემის, რომ გესმოდეს ერთი ადამიანი ვერ გაიყვანს ჯარს, მით უმეტეს საგარეო საქმეთა მინისტრი… არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რატომ აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, უბრალოდ, უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავს”, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
„უსამართლობაა, რომ თქვა „მე გავიყვანე საქართველოდან ჯარი“ საერთოდ საგარეო საქმეთა მინისტრებს ამხელა ფუნქციები არცერთ ქვეყანაში არ აქვთ, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, პრემიერ მინისტრი ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე…“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.