Home Blog Page 1720

,,თუ რაიმე სიბინძურე და ცილისწამება იყო, გვარამიასგან მოდიოდა”- კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არგუმენტი და ნარატივი იმის შესახებ, რომ გვარამიას გათავისუფლება პოლარიზაციის შემცირებას ისახავდა მიზნად, ევროპარლამენტში გვარამიას და ევროპარლამენტარების გამოსვლით გაქარწყლდა, სადაც გვარამია ხალხს აქტიურობისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

„ეს [გვარამიას შეწყალება] არის წახალისება პოლარიზაციის. ძალიან დამაზიანებელი და მძიმეა ასეთი განცხადებები თუნდაც ქმედებები კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან. [გვარამია] დაკავებული იყო ადამიანების გაშავებით, შეურაცხყოფით. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვისაუბრო და გავიხსენო ის საარჩევნო კამპანია, რომელიც მქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. თუკი რამე სიბინძურე, ცილისწამება მოდიოდა, ყველაფერი იყო ამ ადამიანისგან. შეუძლებელია უბრალოდ გვარამია დღეს რადიკალურად შეიცვალოს და განსხვავებული ადამიანი წარსდგეს საზოგადოების წინაშე“, – აცხადებს კალაძე „იმედის კვირასთან“ საუბარში.

,,ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან”- ბრეგაძე

მსჯავრდადებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი

“მსჯავრდადებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა.

ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით, ვიხილეთ ექიმის მიერ, ყველა წესის დარღვევით, მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.
საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით, გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ.

ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან.
დაველოდოთ ოფიციალურ განმარტებას”, – წერს რატი ბრეგაძე.

„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არაფერი აქვთ საერთო საქართველოსთან ”- კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციაში რაც უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა წამოიწევს წინა პლანზე, მით უკეთესი. არა მგონია, რომ ნიკა გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ გვარამიას სტრასბურგში ვოიაჟზე საუბრისას განუცხადა.

„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არაფერი აქვთ საერთო საქართველოსთან, მეგობრობასთან. სინამდვილეში ისინი მოქმედებენ სწორედ იმ ძალების კარნახით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რეალობა. სავარაუდოდ ამზადებენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად ან ერთ-ერთ ლიდერად. ესეც კარგია. რაც უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა წამოიწევს წინა პლანზე რადიკალურ ოპოზიციაში მით უკეთესი. არა მგონია, რომ გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს,

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო დამკვეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების დონეზე. ეს ევროპარლამენტარებიც გარკვეული ძალების ზემოქმედების ქვეშ არიან. საბოლოო ჯამში, არიან ძალები, რასაც ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარიას, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში ვითარება აირიოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია ასოცირდება მედიის წინააღმდეგ გალაშქრებასთან და წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები დაეზიანებინა.

„ეს კამპანია არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში”- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სასულიერო პირების, პატრიარქის და მისი მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენის კამპანია.

„ეს კამპანია არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში. თითქოს ვიღაცას აქვს დავალება, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში თემა – ეკლესიის, სასულიერო პირების, პატრიარქის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში გამოჩენის“, -ჯაღმაიძემ მედიასთან განაცხადა

ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი აბსურდული შეტევები, როგორიც მაგალითად ცოტა ხნის წინ გაისმა ნიკა გვარამიას გადაცემიდან, თითქოს მეუფე შიო რუსეთის აგენტია, მასზე იმ დღიდან მიმდინარეობს, რაც პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა.

„მეუფე შიოს მდივანი არის ამერიკის მოქალაქე. 30 წელი ხელმძღვანელობდა მის მეუღლესთან ერთად „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მის მდივანს ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, როგორი საფუძველი გახდებოდა იმის მტკიცების, რომ უეჭველი კავშირი არსებობს რუსეთთან და ამ შემთხვევაში კი ეს იგნორირებულია. მსგავსი აბსურდული შეტევები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მოსაყდრედ გამოარჩია პატრიარქმა და დაასახელა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ევროპაში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს ( ფოტოები)

ევროპაში უახლოეს დღეებში ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. Meteo.it-ის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, რომში მომავალ სამშაბათს უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა – 43 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, რაც 2007 წლის რეკორდს (40.5) რამდენიმე გრადუსით აჭარბებს.

„ძლიერი სიცხეებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ყოველდღიურად მოიცავს მთელ ქვეყანას. ზოგ ადგილას, უძველესი რეკორდები მოიხსნება“, – აფრთხილებენ იტალიელი მეტეოროლოგები მოსახლეობასა და ტურისტებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტემპერატურა 8 გრადუსით არის მომატებული, ვიდრე ჩვეულებრივ, წელიწადის ამ დროს ფიქსირდება ხოლმე.

როგორც The Telegraph წერს, ჰაერის მაღალი ტემპერატურა გამოწვეულია ანტიციკლონით, რომელიც ჩრდილოეთით მოძრაობს.

გასულ კვირაში, ძლიერი სიცხეების გამო ათენში დღის საათებში აკროპოლისი ტურისტებისთვის დაიხურა. 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ტყის ხანძრის გამო კანარის კუნძულებზე, ძლიერმა სიცხეებმა მოიცვა მთელი ესპანეთი.

 

საავტომობილო გზების დეპარტანტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ სიცრუეს უწოდებს, თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

ტენდერი, რომელსაც სიუჟეტში ტყუილის დამადასტურებელ ფაქტად იყენებენ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გამოაცხადა თბილისის გასასვლელი გზის გაფართოებისთვის. ეს არის მონაკვეთი თბილისის გასასვლელიდან ნატახტრამდე.

უფრო ზუსტად, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ28, თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ნატახტრის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ სწორედ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას, როგორც ამას სიუჟეტის ავტორები ამტკიცებენ.

პროექტის მიზანია თბილისის შემოსასვლელი გზის გამტარობის გაზრდა და საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება.

ინფორმაცია ტენდერზე არის საჯარო და ხელმისაწვდომი, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რომელ გზაზე და რა სახის სამუშაოებზეა გამოცხადებული ტენდერი. ამასთან, ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ტენდერის გამოცხადებისთანავე გაავრცელა.

შესაბამისად, ვინაიდან ამ ინფორმაციის მიღება ან დამუშავება არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს და, ასევე, ჟურნალისტს არც უცდია მისი კომპეტენტურ უწყებასთან გადამოწმება, სიუჟეტი შეგნებულად არის აგებული ტყუილზე და ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,არცერთი ვერსია იქნება ისეთი, რომელსაც შეუძლია გააკეთილშობილოს ის, რაც მოხდა” – სარჯველაძე

აქ შეიძლება არაერთი ვერსია იყოს, მაგრამ ვერსიების დონეზე რომ არ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი ვერსია არ იქნება ისეთი, რომელსაც შეუძლია გააკეთილშობილოს ის, რაც რეალურად ვიხილეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონელმა ექიმმა კლინიკიდან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანა მალულად სცადა.

„ფაქტია, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ისეთი ახსნა, რომელიც დამაჯერებლად დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ რამე კეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებდა ადამიანს, რომელიც წინდაში ჩადებული ნიმუშების გატანას ცდილობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა, – ამის შესახებ, Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების განმარტებით, წვრთნების მიზანი “სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა”.

როგორც მედია წერს, წვრთნები კოდური სახელწოდებით „ჩრდილოეთი/ინტერაქცია-2023“, ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ფლოტილამ, რომელიც ხუთი ხომალდისგან და ოთხი შვეულმფრენისგან შედგება, დატოვა ცინგდაოს აღმოსავლეთი პორტი და შეხვდება რუსულ ძალებს “წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე”.

უწყების ცნობით, რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში, რომელიც იაპონიის ზღვაში გაიმართება.

ჩინური სახელმწიფო გამოცემა, Global Times-ი წერს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები წვრთნებში ჩინეთთან ერთად ჩაერთვება.

,,რა თქმა უნდა, გაყალბებისთვის უნდოდათ ეს ანალიზი”- ეკა სეფაშვილი

პოლონელი ექიმის ეს სამარცხვინო საქციელი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დადგმული 600 დღიანის სპექტაკლს ჰქონდეს გაგრძელება, – ამის შესახებ პარლამენტარმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„ალბათ სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, გაყალბებისთვის უნდოდათ ეს ანალიზი. იქიდან გამომიდინარე, რომ ნებისმიერი მასალა, რაც მათ სჭირდებოდათ ანალიზისათვის, ოფიციალურად იქნა მათთვის გადაცემული. ასევე პოლონელმა ექიმებმა აღნიშნეს, რომ ქართველი ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობა და რეკომენდაცია აბსოლუტურად სწორია“, – განმარტა სეფაშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

,,მარტო ჩვენ არ ვართ, ბევრნი არიან, მკვლევარები, ექსპერტები “ – ხატია დეკანოიძე ( ფოტოები)

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინანდალში შეხვედრაზე იმყოფებიან. არაფორმალურ გარემოში გადაღებული საერთო ფოტო კახეთიდან, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა აღწერით – „შეხვედრა წინანდალში“.

როგორც Facebook პოსტიდან ირკვევა, შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ოპოზიციონერი დეპუტატები – ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ტარიელ ნაკაიძე, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი და ასევე, მედიაპლატფორმა RealPolitika-ს მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე.

ერთ-ერთ ფოტოში ასევე ჩანს „კოკა-კოლას“ მფლობელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

მედია დაინტერესდა, რა არის შეხვედრის მიზანი და რა თემებზე მსჯელობენ მისი მონაწილეები.

როგორც ჩვენთან საუბარში ხატია დეკანოიძე განმარტავს, ეს არის სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოციალურ საკითხებს შეეხება. დეკანოიძის თქმით, ის არ შეეხება წინასაარჩევნო თემებს და არაპოლიტიკურია.

„სამუშაო შეხვედრაა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. მარტო ჩვენ არ ვართ. ბევრნი არიან, მკვლევარები, ექსპერტები…“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე და სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

. შეხვედრა სავარაუდოდ, დღესაც გრძელდება.

 

,,არ მქონია კონტაქტი პოლონელ ექიმებთან”- გიული ალასანია

არ მქონია კონტაქტი პოლონელ ექიმებთან, არც საელჩოსთან, ტელევიზორით რაც ვნახე, არანაირი შთაბეჭდილება არ შემიქმნა, ყველას შეიძლება, სადღაც რაღაც გვედოს, ვინ თქვა, რომ ბიოლოგიური მასალა იყო? ქაღალდი ცარიელი ჩანდა. მაშინ ეს ყველაფერი დასაბუთებულად უნდა გვაჩვენონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა პენიტენციური სამსახურის მიერ 14 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან აღნიშნული ფაქტის შესახებ არაფერი იცის.

„არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია არავისგან, რადგან საერთოდ არ მქონია კონტაქტი არც პოლონელებთან, არც საელჩოსთან. ვიცი მხოლოდ ის, რაც ვნახე ტელევიზორით და ვერაფერს ვიტყვი. რაც ვნახე, იმან არანაირი შთაბეჭდილება არ შემიქმნა. ყველას შეიძლება რაღაცა გვედოს სადღაც რაღაცისთვის. ვინ თქვა, რომ ბიოლოგიური მასალა იყო? მე არ მომისმენია. მე დავინახე, ქაღალდი გაიშალა და ის ქაღალდი ჩანდა ცარიელი, მეტი არაფერი ჩანდა და რა ბიოლოგიური მასალა. მაშინ ეს ყველაფერი დასაბუთებულად უნდა გვაჩვენონ. მე ეს ვერ დავინახე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადასა და ევროპარლამენტარების მიმართვის გადაფარვას.

„ამ დღეებში ჩემთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ერთი იყო უკრაინის რადას მიერ ერთხმად მიღებული მიმართვა, მეორე – ევროპარლამენტარების. 44 ევროპარლამენტარი აწერდა ხელს, ისევ ეხებოდა ჩემი შვილის გათავისუფლებას და ვარ ძალიან მადლობელი ამ ხალხის, ვინც აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა და განახორციელა. ვფიქრობ, ამის გადასაფარად მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განმარტებით, როგორ აქვს ინფორმაცია, პოლონელმა ექიმებმა საქართველო დატოვეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანია ამბობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა.

„ისევ იგივე მდგომარეობაა, წევს. ჭამის დროსაც ვერ დგება, რომ ჩამოჯდეს ნორმალურად. პრობლემა არის ყველანაირი, ჭამაც პრობლემაა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

,,ყველაფერი მალე შეიცვლება!” კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

1.პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის გენეტიკური მასალა გაჰქონდათ საავადმყოფოდან, შემდგომი კვლევისთვის და ეს მასალა ექიმს იმიტომ ჩამოართვეს, რომ მან ის წინდაში შეინახა. თუ გატანის უფლებას აძლევდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, სად შეინახავდა. უბრალოდ, არც აპირებდნენ მასალის გატანებას და ამიტომ ჩამოართვეს. ეს ფაქტი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ ფაქტის დამალვას.

2.ბატონი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ღარიბაშვილის თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინას განუცხადეს, რუსეთს რომ დაამარცხებ, მერე მიგიღებთ ნატოშიო. მისივე თქმით, თუ უკრაინა რუსებს დაამარცხებს, მერე ნატოში რაღა უნდაო!? ჯერ ერთი, უკრაინა უკვე მეორე წელია სწორედ ნატოს დახმარებით, წარმატებით იგერიებს რუსების ჯარებს. ნატო სრულადაა ჩართული უკრაინის მხარდაჭერაში, ერთადერთი კომპონენტის, ჯარისკაცების გამოკლებით. ნატო უმოკლეს ვადებში აშენებს თანამედროვე იარაღით და მართვის სისტემებით აღჭურვილ უკრაინულ არმიას, რომელიც ნატოს მოკავშირეობით, გამანადგურებლად დაამარცხებს რუსეთის ვითომ „უძლეველ“ ჯარს და ამას ძალიან მალე ვიხილავთ. ისიც ფაქტია, რომ ღარიბაშვილს და „რუსულ ოცნებას“ არ მოსწონს უკრაინის წარმატება და რუსეთს ქომაგობენ. ომის დაწყების დროს ქართველი ელჩიც იმიტომ არ გამოიწვიეს უკრაინიდან, რომ ის იჯდა საქართველოს საელჩოში და კიევის ქუჩებში მოკავშირე რუსების გამოჩენას ელოდა.

ღარიბაშვილის ლოგიკით, ნატოს წევრობა არც პორტუგალიას უნდა უნდოდეს, რომელსაც საუკუნეებია, არავისთან უომია და არააგრესიული, დემოკრატიული მეზობელი, ესპანეთი ჰყავს, რომელიც თვითონაც ნატოს წევრია. რა უნდა ნატოში პორტუგალიას, თუ არც მას ემუქრებიან და არც თვითონ აპირებს ომს? ეტყობა, ბატონმა ღარიბაშვილმა არ იცის, რომ ნატო თავდაცვითი, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია და ამ ბლოკში, პირველ რიგში, დემოკრატიული ქვეყნები ერთიანდებიან, სადაც თავისუფალი არჩევნები შიშისა და მოსყიდვის გარეშე ტარდება, რაც საქართველოში არ გვაქვს. ნატოს ქვეყნების ამოცანაა, ბლოკში შემავალმა წევრებმა მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესი შეინარჩუნონ. ნატო თავად არის მშვიდობის, სტაბილურობის და პროგრესის გარანტია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განსაკუთრებით იკვეთება საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის მყარი ტენდენცია და სად მიდის ეს მოსახლეობა ?! – ნატოს წევრ ქვეყნებში.

შეუძლებელია ღარიბაშვილის ამ პასაჟის სერიოზულად შეფასება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელია, მაშინ ყველაფერი ლოგიკაში ჯდება!

3.ბატონი კობახიძის განცხადებაზე: კობახიძემ განაცხადა, რომ გვარამია, არახამია და მიხეილ სააკაშვილი ერთად არიან. ახალი ამბავი! აბსოლუტურად ყველა, ქართველ ხალხთან ერთად, არის ერთ მხარს და „რუსული ოცნება“ არის პუტინის მხარეს, გოშია ძაღლის როლში. პუტინის ერთ-ერთი გოშიაა საქართველოში გავრილოვის ჩამომყვანი კობახიძეც.

ყველაფერი მალე შეიცვლება!“! – აცხადებს ოქრიაშვილი.