,,მარტო ჩვენ არ ვართ, ბევრნი არიან, მკვლევარები, ექსპერტები “ – ხატია დეკანოიძე ( ფოტოები)

128
spot_img

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინანდალში შეხვედრაზე იმყოფებიან. არაფორმალურ გარემოში გადაღებული საერთო ფოტო კახეთიდან, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა აღწერით – „შეხვედრა წინანდალში“.

როგორც Facebook პოსტიდან ირკვევა, შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ოპოზიციონერი დეპუტატები – ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ტარიელ ნაკაიძე, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი და ასევე, მედიაპლატფორმა RealPolitika-ს მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე.

ერთ-ერთ ფოტოში ასევე ჩანს „კოკა-კოლას“ მფლობელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

მედია დაინტერესდა, რა არის შეხვედრის მიზანი და რა თემებზე მსჯელობენ მისი მონაწილეები.

როგორც ჩვენთან საუბარში ხატია დეკანოიძე განმარტავს, ეს არის სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოციალურ საკითხებს შეეხება. დეკანოიძის თქმით, ის არ შეეხება წინასაარჩევნო თემებს და არაპოლიტიკურია.

„სამუშაო შეხვედრაა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. მარტო ჩვენ არ ვართ. ბევრნი არიან, მკვლევარები, ექსპერტები…“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე და სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

. შეხვედრა სავარაუდოდ, დღესაც გრძელდება.