ევროპაში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს ( ფოტოები)

91
spot_img

ევროპაში უახლოეს დღეებში ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. Meteo.it-ის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, რომში მომავალ სამშაბათს უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა – 43 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, რაც 2007 წლის რეკორდს (40.5) რამდენიმე გრადუსით აჭარბებს.

„ძლიერი სიცხეებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ყოველდღიურად მოიცავს მთელ ქვეყანას. ზოგ ადგილას, უძველესი რეკორდები მოიხსნება“, – აფრთხილებენ იტალიელი მეტეოროლოგები მოსახლეობასა და ტურისტებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტემპერატურა 8 გრადუსით არის მომატებული, ვიდრე ჩვეულებრივ, წელიწადის ამ დროს ფიქსირდება ხოლმე.

როგორც The Telegraph წერს, ჰაერის მაღალი ტემპერატურა გამოწვეულია ანტიციკლონით, რომელიც ჩრდილოეთით მოძრაობს.

გასულ კვირაში, ძლიერი სიცხეების გამო ათენში დღის საათებში აკროპოლისი ტურისტებისთვის დაიხურა. 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ტყის ხანძრის გამო კანარის კუნძულებზე, ძლიერმა სიცხეებმა მოიცვა მთელი ესპანეთი.