,,არცერთი ვერსია იქნება ისეთი, რომელსაც შეუძლია გააკეთილშობილოს ის, რაც მოხდა” – სარჯველაძე

76
spot_img

აქ შეიძლება არაერთი ვერსია იყოს, მაგრამ ვერსიების დონეზე რომ არ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი ვერსია არ იქნება ისეთი, რომელსაც შეუძლია გააკეთილშობილოს ის, რაც რეალურად ვიხილეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონელმა ექიმმა კლინიკიდან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანა მალულად სცადა.

„ფაქტია, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ისეთი ახსნა, რომელიც დამაჯერებლად დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ რამე კეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებდა ადამიანს, რომელიც წინდაში ჩადებული ნიმუშების გატანას ცდილობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.