Home Blog Page 1714

“მიხეილ სააკაშვილის და ზვიად გამსახურდიას შედარებაც კი არ შეიძლება”- რეზო მიშველაძე (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის და ზვიად გამსახურდიას შედარებაც კი არ შეიძლება, ზვიადი დარჩა სიმბოლოდ საქართველოს თავისუფლების… – ამის შესახებ რეზო მიშველაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„შედარებაც კი არ შეიძლება. მე ზვიად გამსახურდიას კარგად ვიცნობდი, ჩემი კურსელი იყო, მაგრამ ისე კარგად არა როგორც თამარ ჩხეიძე იცნობდა. ქალბატონ თამარს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება. ზვიად გამსახურდია იყო ანთებული პატრიოტი, თავიდან ბოლომდე. იცით, მას როცა ესაუბრებოდი მისგან მოდიოდა საოცარი აურა საქართველოსთვის თავის დადებისა…“, – განაცხადა ზვიად გამსახურდიამ.

https://www.facebook.com/watch/?v=655071136656888&t=4

“არასდროს გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ტერიტორიაზე”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა რაიმე კომპრომისის შესაძლებლობა ნატოში უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით აგრესორ სახელმწიფოსთან ტერიტორიებზე შესაძლო მოლაპარაკებების კონტექსტში.

სახელმწიფოს მეთაურმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს შეერთებული შტატები და გერმანია მიზანმიმართულად თავს არიდებენ უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მკაფიო ვადის მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკების საგანი გახდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენისა და შოლცის მხრიდან მოღალატური პოზიცია არ იქნება, მაგრამ ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არასდროს გავცვლით სტატუსს ჩვენს რომელიმე ტერიტორიაზე, თუნდაც ეს იყოს ერთი სოფელი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტზე. ეს არასდროს მოხდება. ჩვენმა პარტნიორებმა მკაფიოდ იციან ჩემი პოზიცია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

“ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის”-პრეზიდენტი

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

„გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

“კი ბატონო, ერთი კილო მოუმატია, თუ ეს რამეს ნიშნავს ამ სიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი”-გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ის ვერ იზიარებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის.

როგორც ალასანიამ კლინიკა “ვივამედში” შვილის მონახულების შემდეგ აღნიშნა, მან ვერ მოახერხა ექსპრეზიდენტთან გასაუბრება, რათა გაეგო როგორ გასინჯეს პოლონელმა ექიმებმა ის.

“მე ძალიან ცოტა რამის თქმა შემიძლია, იმიტომ, რომ ასე არ ხდება, რომ მე შევედი და ისინი ჯერ კიდევ პალატაში ყოფილიყვნენ, მთავრდება ერთი ვიზიტი, იწყება მეორე. ისიც კი არ ვიცი, რამდენი იყვნენ. ისინი გამოსულები იყვნენ და ექიმებთან ჰქონდათ შეხვედრა. უბრალოდ, მოვასწარი მეკითხა თუ როგორ იყო და ამ დროს გაირკვა, რომ ამ ექიმებს ისევ უნდა ენახათ, ამიტომ მე გამომისტუმრეს, ალბათ, ახლა ისინი შევლენ.

იქ რაღაცით გასინჯეს, ზუსტად არ ვიცი, როგორ და რანაირად. დეტალურად მიხეილ სააკაშვილთან არ მისაუბრია, ვერ მოხერხდა, არც სპეციალური აპარატურა იქ მაინცდამაინც არა მგონი ჰქონოდათ.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მის მშვენივრად ყოფნას ვერანაირად ვერ ვიზიარებ, იმიტომ, რომ მარტო გუშინდელი დღე იყო ისეთი. კი ბატონო, ერთი კილო მოუმატია, თუ ეს რამეს ნიშნავს ამ სიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი, რა გითხრათ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის და წონაშიც იმატებს.

უკრაინამ და G7-მა უსაფრთხოების გარანტიების პარამეტრები განსაზღვრეს

„დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერასა და სხვადასხვა სფეროში უკრაინის მიერ გასატარებელ რეფორმებზეა საუბარი. დეკლარაციაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ნატო-ს სამიტზე წარადგინეს, აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მიიღებენ ყოვლისმომცველ ზომებს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აპირებენ, უკრაინისთვის შეიმუშაონ „კონკრეტული, ორმხრივი, გრძელვადიანი ვალდებულებები და შეთანხმებები უსაფრთხოების სფეროში“. აღნიშნული დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში, ასევე წვრთნებს უკრაინული ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გეგმავენ უკრაინის მხარდაჭერას მისი თავდაცვის სფეროს შემდგომ განვითარებაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს შვიდი უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყანა გეგმავს, დაეხმაროს უკრაინას, შექმნას თანამედროვე არმია, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ქვეყანა ახლა და შეაჩეროს რუსეთი მომავალში შემოჭრის საფრთხისგან.

„რუსეთის მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ დაუყოვნებლივ გავმართავთ კონსულტაციებს უკრაინასთან და გადავწყვეტთ შესაბამის შემდგომ ნაბიჯებს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტის მიხედვით, ამ თემაზე უკრაინასთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და ისინი ჩატარდება ორმხრივ საფუძველზე: „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ცალკეულ წევრ ქვეყნებსა და უკრაინას შორის.

„დიდი შვიდეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციის მიხედვით, თავის მხრივ, უკრაინა ვალდებულია, განაგრძოს ფართომასშტაბიანი რეფორმები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე გააუმჯობესოს სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოების, კორპორატიული მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის მუშაობა. ამასთან, უკრაინამ უნდა განაგრძოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა. მათ შორის ჯარის თავდაცვისა და მოდერნიზაციის სფეროში რეფორმების გაგრძელება და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება.

ამასთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის წარდგენის დროს განაცხადა, რომ მომავალში დეკლარაცია ღია იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს უკრაინის მხარდაჭერის იდეას. მისივე თქმით, „დიდი შვიდეული“ განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს შემიძლია, განვაცხადო უკრაინის მხარდასაჭერი ერთობლივი დეკლარაციის შესახებ. „დიდი შვიდეულის“ ჰიროსიმას სამიტზე, დისკუსიებში ჩართვის გზით, რომელიც მოიცავდა მოწვეული ქვეყნების ფართო სპექტრს, შევთანხმდით, რომ ცალმხრივი მცდელობები სტატუს კვოს ძალისმიერი გზით შესაცვლელად მიუღებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და რომ დავიცვათ თავისუფალი, ღია, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები და ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ. მომავალში ეს დეკლარაცია ღია იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს უკრაინის მხარდაჭერის იდეას. იმედი მაქვს, ბევრი ქვეყანა გადაწყვეტს გაწევრიანებას. „დიდი შვიდეული“ განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენი სოლიდარობა არასოდეს შეიცვლება“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ.

ვილნიუსის სამიტზე დეკლარაციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც დეკლარაციას უწოდა მისი ქვეყნისთვის „უსაფრთხოების ქოლგის“ პირველი იურიდიულად სავალდებულო გარანტია.

“საქართველო, ისე როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს, „თავდაცვის კოდექსი“ კი ამაში ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო წაგვწევს წინ” -მამუკა მდინარაძე

სიმართლე არის ერთი, საქართველო დღეს, ისე როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს, „თავდაცვის კოდექსი“ ამაში ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო წაგვწევს წინ, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო დღეს არის დემოკრატიული, როგორც არასდროს და საქართველოს არათუ რუსული კანონი, ქვეყნის დამაზიანებელი კანონის მიღების მცდელობებიც არ აქვს.

„სამწუხაროდ, დაფასება ცოტა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, ქვეყანა გაიმარჯვებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასევე არაა დაფასებული უკრაინა, რომლის მოქალაქეებმა ჯერ კიდევ არ იციან, როდის მიიღებენ მათ ქვეყანას ნატო-ში.

„ჩვენი თავგანწირვა და გაწეული შრომა, სამწუხაროდ, არ ფასდება და პირდაპირ ვთქვათ, არც უკრაინას დაუფასდა, რადგან ვფიქრობ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამდენი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ილაპარაკონ ამ თემაზე, დღეს უკრაინის მოქალაქემ არ იცის, როდის მიიღებენ ნატო-ში. ამ თავის შეწირვის და თავის გაწირვის, ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცის, როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატო-ში და კონკრეტულად რა პირობები იქნება მაშინ. ზოგმა თქვა, ჩვენმა პარტნიორმა, კოლეგამ, მათ ვუდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ ესეც სათქმელია, ლიდერების დონეზე ითქვა, რომ უკრაინა მაშინ მიიღებს ნატო-ს წევრობას, როდესაც ომი დამთავრდება და რუსეთთან ომს მოიგებს. ასეთი მოცემულობა განსაზღვრეს წინასწარ და მას შემდეგ, რაც ყველა ქვეყანას დაითანხმებენ, რაც ომს მოიგებს და თავსებადი გახდება ნატო-ს სტანდარტებთან, ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ მათ ექნებათ მიწვევა ნატო-ში. უკრაინას არ უფასდება, ჩემი აზრით, და ბოდიში, თუ ძალიან სუბიექტური ვარ ამ განწყობაში. თუმცა იმედია, რომ რაღაც საკითხები, რაც შედარებით ადვილად გადაწყდა, მომავალში მაინც რაღაც გავლენას იქონიებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე” – ჯო ბაიდენი

ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის წარდგენის დროს განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, დეკლარაცია არის ჩარჩო, რომლითაც განსაზღვრულია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლაში ბაიდენმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას.

„ძალიან ცოტა ადამიანია ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ვინც იფიქრებდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარს დაუჭერდა. იაპონიამ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, ის მიხვდა, რომ როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში 180 ათასი ჯარისკაცი კვეთს საზღვარს, პარავს სუვერენიტეტს სხვა ქვეყანას, მაშინ ეს აისახება მთელ მსოფლიოზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინის ნატო-ს მომავალ წევრობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირემ დაუჭირა მხარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, გაუქმდეს წევრობის სამოქმედო გეგმის შესრულების მოთხოვნა. ბაიდენის თქმით, უკრაინა განაგრძობს იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც აუცილებელია ალიანსში გასაწევრიანებლად.

„მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ იმ გარანტიებზე, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე. ამაზე ვისაუბრეთ უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს და სხვა შეხვედრებზეც. დღეს გრძელვადიანი ვალდებულებების, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გამყარებულია იმ გაგებით, რომ გარდამავალ ეტაპზეც მივცემთ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც მას სჭირდება ნებისმიერი აგრესიისგან დასაცავად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა წარვადგინეთ ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად, რომ მკაფიო გავხადოთ – ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ძალიან დიდხანს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამ დეკლარაციის წარდგენით იწყება პროცესი, როდესაც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს სურვილი, შეუერთდეს დოკუმენტს, დაიწყებენ მოლაპარაკებას უკრაინასთან ორმხრივი უსაფრთხოების ვალდებულებების თაობაზე.

„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაშიც, რაც იქნება სტაბილურობის ძალა რეგიონში და შეაკავებს ნებისმიერ საფრთხეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

პარლამენტმა მეორე მოსმენით “თავდაცვის კოდექსი“ მიიღო

რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა, მეორე მოსმენით, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მიიღო.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს 79 ხმით დაუჭირეს მხარი. 6-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.

პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, რომლის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, შემოაქვს სამხედროებისათვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები და ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს.

“თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული – ეს ის არ არის, რომ კანონი უბრალოდ დაიწერა. ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაძლიერებას გულშემატკივრობს მაქსიმალურად იყო ჩართული“, – განაცხადა გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის დასრულებისას.

პარლამენტი “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება. მას სექტემბერში მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

“ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ინტენსიური საუბრის შედეგად, საქართველოში იმყოფებიან სამედიცინო მისიის წევრები”

ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ინტენსიური საუბრის შედეგად, საქართველოში იმყოფებიან სამედიცინო მისიის წევრები, რომლებიც სააკაშვილს ხვდებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით. როგორც ჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.

„27 თებერვალს, ბრიუსელში შეთანხმებული დემარშის იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, სამედიცინო მისია, ფაქტობრივად, ხუთი თვის დაგვიანებით საქართველოში ჩამოვიდა და ისინი სააკაშვილს ხვდებიან. ამ პროცესში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ტყუილების კასკადები, რომლებიც გაჟღერებული იყო. ჩვენ დავიცავით კონფიდენციალური შეთანხმება, ვაცადეთ დიპლომატიას მუშაობა და დღეს ექიმები აქ არიან ისე, რომ არავინ იცოდა, ჩამოსული რომ იყვნენ, არავინ იცოდა, როდის შევიდოდნენ კლინიკა „ვივამედში“. ჩვენ ეს პირობა დავიცავით. ვიზიტთან დაკავშირებულ დეტალებს კვლავ ვერ გავაჟღერებთ, რადგან ეს არის დიპლომატიური მოლაპარაკების საკითხი, მხოლოდ რამდენიმე პირმა ვიცით ამის შესახებ და ჩვენი მხრიდან ეს არ გავრცელდება.

დღეს დილიდან მოყოლებული, ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ინტენსიური საუბრების, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა. ეს საუბარი არ იყო მარტივი და დაბალ დონეზე არ მიმდინარეობდა. ბრიუსელსა და თბილისს შორის მოლაპარაკებები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაიმართა. ამაში საქართველოდან აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო. სამედიცინო მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, უმაღლესი დონის, სპეციფიკური ცოდნისა და განათლების მქონე ექიმებით, რომლებიც აღჭურვილნი არიან ყველაფრით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სჭირდებათ. მისია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ექიმები საკმარის მონაცემებსა და ინფორმაციას არ მიიღებენ, რომელიც საჭიროა სააკაშვილის ჯანმრთელობის სურათის სრულად დასანახად. სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება, ეს იქნება კონფიდენციალური“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

“მივესალმები თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში”

მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე ფორმალიზებული დისკუსია არ ყოფილა.

“ფორმალიზებული დისკუსია აღნიშნული საკითხის პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცა მე მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვთვლი, რომ ამ ადამიანს, ამ პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, არის ახალგაზრდა ძალიან დიდი რესურსის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ასოცირდება ძალიან სერიოზულ მიღწევებთან და რეფორმებთან და ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ხალხის კეთილდღეობისთვის მომავალში.

ამ ადამიანს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, რომელიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება “ნაციონალურ მოძრაობისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციის განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების, ასევე პურის მწარმოებლების მიერ დათქმული პარამეტრების შესარულება.

მათივე ცნობით, საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ვალდებულებების უპირობო შესრულებას, აგრეთვე ბაზარზე გამოწვევების შესაბამისად დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციის მზაობას აცხადებენ.

„როგორც ცნობილია, 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში მოქმედებს დროებითი მოსაკრებელი ხუთი თვით, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება.

დროებითი მოსაკრებლის შემოღებიდან და ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე პირობების გათანაბრებიდან გავიდა ერთი თვე. აქედან გამომდინარე, ასოციაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს პროცესის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები.

წლევანდელ წელს ბაზარზე განვითარებული პროცესები არ არის ერთგვაროვანი, რადგან წელს ქართველ ფერმერებს დარჩენილი ჰქონდათ სარეალიზაციოდ შარშანდელი ხორბლის მოსავალი. საქართველოში ახლაც მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღების პროცესი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 20 000 ტონა როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის ქართულ ხორბალი, რაც ისტორიულად წლების განმავლობაში ივნისის თვეში მიღებული ხორბლის რაოდენობის მრავალწლიან ნორმაზე მეტია .აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსავლის საკმაოდ დიდი პროცენტი, მათ შორის მარცვლეულის მწარმოებელთა წინასწარი ინფორმაციით სხვადასხვა არსებული არასახარბიელო პირიბებიდან გამომდინარე არის საფურაჟე (ანუ არასასურსათო). შესაბამისად, წისქვილკომბინატები სამწუხაროდ ამ ხორბალს ვერ ჩაიბარებენ.

გამოწვევაა ისიც, რომ წელს ხორბლის რეალიზაციის წლობით ჩამოყალიბებული ტენდენცია შეიცვალა. კერძოდ, თუ წლების განმავლობაში მოსავლის აღების დასაწყისში ფერმერები მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად პირველ ეტაპზე ყიდდნენ შეზღუდული რაოდენობის ხორბალს, მოსავლის დაახლოებით 10-15 პროცენტს, ხოლო დანარჩენი ნაწილი საწყობდებოდა ზამთრის თვეებში უფრო მაღალი ფასით რეალიზაციის მიზნით, წელს ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, ფერმერების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს, უახლოეს პერიოდში ჩააბარონ ხორბალი.

ყოველივე ზემოთაღნიშნული მაქსიმალურ წნეხს ქმნის წისქვილებზე დიდი რაოდენობის ხორბლის დროის მოკლე მონაკვეთში მიღების მხრივ, განსაკუთრებით იმ იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია ერთი თვე, წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან ჯერ კიდევ დიდია წინა თვეებში აგრესიულად შემოსული დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილის გავლენა, როგორც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე, ასევე ფასზე.

გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას ის პარამეტრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით სამი ინდუსტრიის – პურის მწარმოებლების, წისქვილკომბინატების და მარცვლეულის მწარმოებლების კონსულტაციების შედეგად პურის ფასის შენარჩუნების, ასევე ქართული ხორბლის ჩაბარების მიზნით დადგინდა: ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საორიენტაციო ფასი 52 ლარის ფარგლებში, რაზეც მიება წისქვილების მიერ ქართული ხორბლის შესყიდვის ფასი 70 თეთრი ერთ კილოგრამზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე წისქვილკომბინატების მიერ 70 თეთრად შესყიდული იქნა ძველი მოსავლის ქართული ხორბალი, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ამას ჯერ კიდევ ვერ მიყვა კონსულტაციების შედეგად განსაზღვრული ფქვილის სარეალიზაციო ფასი 52 ლარი (1 ტომარა ფქვილი). დღეს პურის ქარხნების მიერ ბაზარზე ფქვილის ფასი 47 ლარის ნიშნულზეა დაფიქსირებული, რამაც ავტომატურად გამოიწვია წისქვილკომბინატების მიერ შესასყიდი ხორბლის ფასის კორექტირება 65 თეთრის ფარგლებში (საბაზისო მე-3 კლასის ხორბალი), გამომდინარე იქედან, რომ წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს პირდაპირ განსაზღვრავს პურის მწარმოებლების მიერ პირველი ხარისხის ფქვილის შესასყიდი ფასი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ყველაზე დიდი რისკია, თუ პუტინი გაიმარჯვებს – ამიტომ მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეებისთვის უკრაინის მხარდაჭერა”

NATO Secretary General Jens Stoltenberg attends a joint press conference with the Ukrainian President on the sidelines of the NATO Summit in Vilnius on July 12, 2023. (Photo by PETRAS MALUKAS / AFP) (Photo by PETRAS MALUKAS/AFP via Getty Images)

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ევროპაში სრულმასშტაბური ომი მიმდინარეობს და ნატოს მოკავშირეებისთვის არ არსებობს რისკისგან თავისუფალი ვარიანტი, მაგრამ ყველაზე დიდი რისკია, თუ [ვლადიმირ] პუტინი გაიმარჯვებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნატოს მოკავშირეებისთვის უკრაინის მხარდაჭერა. ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, თუ [პრეზიდენტი] პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს საშიში იქნება ჩვენთვის, უფრო დაუცველებს გაგვხდის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.