“მივესალმები თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში”

353
spot_img

მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე ფორმალიზებული დისკუსია არ ყოფილა.

“ფორმალიზებული დისკუსია აღნიშნული საკითხის პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცა მე მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვთვლი, რომ ამ ადამიანს, ამ პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, არის ახალგაზრდა ძალიან დიდი რესურსის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ასოცირდება ძალიან სერიოზულ მიღწევებთან და რეფორმებთან და ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ხალხის კეთილდღეობისთვის მომავალში.

ამ ადამიანს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, რომელიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება “ნაციონალურ მოძრაობისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.