Home Blog Page 1704

ჯანდაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა – Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს.

„ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს პირი, რომელმაც ოთხი ადამიანი დაჭრა და მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ., 1966 წელს დაბადებული გ. ქ., 1988 წელს დაბადებული ი. ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ს. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი- სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსულმა არმიამ ოდესას დაარტყა – ბოლო ცნობები ომის ეპიცენტრიდან

რუსულმა არმიამ ოდესას დაარტყა. დაზიანებულია მარცვლეულის საცავი. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ღამით დრონებით რუსულმა არმიამ ოდესის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა. იერიში აზოვის ზღვის აღმოსავლეთის სანაპიროდან განხორციელდა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ Shahed-136/131-ის ტიპის 9 დრონის განადგურება შეძლო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დარტყმის შემდეგ სასაწყობე სათავსოებში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ოპერატიულად იყო ლოკალიზებული.

„მოწინააღმდეგის სამიზნე რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა კიპერმა.

“იოჰანესბურგის ფორუმის გაპროტესტება სლოგანით – „არა რუსულ სამიტს”, ჩვენს სექტანტებს ცოტა გაუჭირდებათ…”

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში BRICS -ის სამიტს ეხმიანება.

ქართველიშვილის თქმით, ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების მსურველთა რიგი დგას და მათ შორისაა

EU-ს და NATO-ს წევრი საბერძნეთი. ამიტომ ამ სამიტისთვის რუსული იარლიყის მიკერება ქართულ ოპოზიციას არ გამოუვა.

„სანამ დეგნანიფოტიგა და ხაბეიშვილი 2024 წლის არჩევნების შედეგებზე თავის რეაგირებას წინასწარ გვიანონსებენ, მსოფლიოს უდიდესი ნაწილის წარმომადგენლების ყურადღება მიპყრობილია სამხრეთ აფრიკისაკენ, სადაც 22-24 აგვისტოს ტარდება ორგანიზაცია BRICS-ის სამიტი.

ამ მნიშვნელოვან ფორუმს ორგანიზაციაში შემავალი ყველა ლიდერი ესწრება, რუსეთის პრეზიდენტის გარდა, რომელიც დისტანციურად მიიღებს მასში მონაწილეობას. სამიტის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი დოლარზე დამოკიდებულების შემცირებისა და ეროვნულ ვალუტებში ტვირთბრუნვის ზრდის განხილვაა.

სამიტის დამკვირვებლების რანგში, იოჰანესბურგში ასევე იმყოფებიან გაეროს გენერალური მდივანი, ინდონეზიისა და ირანის პრეზიდენტები, ასევე, აფრიკის კონტინენტის 30-ზე მეტი სახელმწიფოს პირველი პირი. ფორუმის დაწყებამდე, იოჰანესბურგში ჩავიდა სი ძინპინი, რომელიც უკვე შეხვდა თავის სამხრეთ აფრიკელ კოლეგას, პრეზიდენტ სირილ რამაფოსას.

მასპინძელი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა პოლ მაშატილემ განაცხადა: „ჩვენ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ დასავლეთს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი ადგილი დავიმკვიდროთ გლობალურ ბიზნესში“. ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების მსურველთა რიგი დგას, მათ შორისაა EU-ს და NATO-ს წევრი საბერძნეთი, ასე რომ, იოჰანესბურგის ფორუმის გაპროტესტება სლოგანით – “არა რუსულ სამიტს”, ჩვენს სექტანტებს ცოტა გაუჭირდებათ…” – წერს ქართველიშვილი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც, დღეს და ხვალ მოსალოდნელია წვიმა ელჭექთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვას ვარაუდობენ.

სინოპტიკოსების განმარტებით, 25 აგვისტოდან საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

“სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს”

სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს, ამიტომ მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება მისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტის” მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ, ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსკენ და ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის“, – განაცხადა გობოზოვმა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი აღიარების თაობაზე დიალოგს სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებს, მაგრამ მყისიერი გადაწყვეტილებები მისთვის პრიორიტეტი არ არის.

„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არ დავასახელებ რომელ ქვეყნებთან. ვმუშაობთ და გვესმის, რომ აღიარების ეტაპი არ არის ზეციდან ჩამოსული მანანი, ეს მხოლოდ სამუშაო ეტაპია“, – განაცხადა გობოზოვმა.

„სამკურნალო მას აღარაფერი აქვს. ძალიან მხნედ გამოიყურება”- მაჭარაშვილი

მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი მისი განცხადება სხვა პიროვნებამ გააჟღეროს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხაბეიშვილმა, რომელსაც ალბათ აეჭვიანებს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თუკი ქართულ პოლიტიკაში ყოფნა სურს, სააკაშვილმა ჯერ ის უნდა აუხსნას ქართულ საზოგადოებას, რატომ თქვა საქართველოს მოქალაქეობასა და ყველაფერ ქართულზე უარი.

„სამკურნალო მას აღარაფერი აქვს. ძალიან მხნედ გამოიყურება, განცხადებებსაც კარგად აკეთებს და ა.შ… მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი მისი განცხადება სხვა პიროვნებამ გააჟღეროს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხაბეიშვილმა, რომელსაც ალბათ აეჭვიანებს. ჯერ ერთი, მან ის უნდა ახსნას საქართველოს საზოგადოების წინაშე, თუ რატომ უარყო საქართველო და ქართული საზოგადოება, თუნდაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც თქვა და დაიფიცა, რომ არაფერი ქართული, მათ შორის, ქართული პოლიტიკა აღარ უნდოდა და ყველაფერი ქართული ეზიზღებოდა, ამბობდა, რომ ის იყო უკრაინელი, მხოლოდ უკრაინულ ენაზე საუბრობდა და ა.შ… მოქალაქეც უკრაინის იყო, საქართველოს მოქალაქეობა თავისი ნებით დათმო. ყველაფერი ქართული დათმო. რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ ის არ აპირებს არაფერ ქართულში მონაწილეობას. დღეს რატომ მოუნდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ემოციები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით ცვლის, იმისთვის, რომ ვინმესთვის სათამაშოდ არ იქცეთ, შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი განწყობა და გაერიდეთ ფეთქებად მოვლენებს.

კურო

ნუ გააზვიადებთ ყოველ წვრილმან გაუგებრობას და ყოველ სიტყვას ნუ გამოეკიდებით. შეეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და იუმორით შეხედეთ ყველაფერს. ამგვარად, მოახერხებთ შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას.

ტყუპები

ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ რკინისებური სიმტკიცე, ყველას დაანახვეთ თქვენი თავდაჯერებულობა და საუკეთესო თვისებები, რადგან თქვენკენ, თქვენი საქმესთან დამოკიდებულებისკენ იქნება, დღეს, მომართული გავლენიანი ადამიანების მზერა.

კირჩხიბი

იყავით მეტად დამთმობი და გულისხმიერი, მიმტევებელი, მიუხედავად იმისა, რომ მარტივად შეგიძლიათ საპასუხო დარტყმის მიყენება და მტკივნეულ ადგილზე ფეხის დაჭერა, დაპირისპირების შემთხვევაში, ეს გამარჯვება კმაყოფილებას არ მოგიტანთ.

ლომი

ქაოტური დღეა, შესაძლოა, დაგეუფლოთ სიახლეების, ახალი ადამიანების გაცნობის, ახალი ადგილების მონახულების უსაზღვრო წყურვილი. დროებით მაინც რომ დაკმაყოფილდეთ ამ ყველაფრით, გაისეირნეთ უცნობ ქუჩაზე, წაიკითხეთ, ნახეთ რამე ახალი.

ქალწული

სასურველია, მეტი წინდახედულობა ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანების საჩუქრებით განებივრება კარგია, მაგრამ აუცილებელია, გონივრულად შეხედოთ ყველაფერს.

სასწორი

თქვენი თავდაჯერებულობითა და გულისხმიერებით რამდენადმე აიმაღლებთ ავტორიტეტს სამსახურში, ხოლო თუ ქედმაღლურად და ზემოდან დაუწყებთ მათ ყურებას, თქვენს წარმატებასა და თქვენს ავტორიტეტს ჩალის ფასი ექნება.

მორიელი

შეეცადეთ, შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, შეიძინოთ ახალი, საჭირო ნაცნობობა და მტკიცედ განაგრძეთ თქვენი საქმიანობა. დღეს, ძალისხმევისა და კამათის გარეშე, მოახერხებთ საერთო ენის გამონახვას კონკურენტებთანაც კი.

მშვილდოსანი

კარგი დღეა სიახლეებისა და ახალი იდეების, რაიმე უჩვეულოს დასანერგად თქვენს საქმიანობაში, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა იპოვოთ ბალანსი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის.

თხის რქა

იყავით უფრო ორგანიზებული და მეტად აკონტროლეთ პარტნიორთა ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დანაკარგები, ქაოსი და დაპირისპირებები საქმიან სფეროში.

მერწყული

დაკავდით პირადი საქმეებით, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე. მოუყევით, თქვენი საქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად. შესაძლოა, ისინიც ჩართოთ თქვენს პროექტში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც ახლა მეტ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები

იყავით წინდახედული და ერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან კომუნიკაციას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თავშეკავებული, რათა ურთიერთობებში პრობლემები არ გაამწვავოთ. ეცადეთ, თქვენი ენერგია სარგებლიან საქმეს მოახმაროთ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. მომხდარი უკანონო ქმედების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამ ეტაპისთვის ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ათენში მიმდინარე ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წარმომადგენლობის არდასწრების ფაქტს განმარტავს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამიტი არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება, და სპეკულაციები, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს, არასწორია.

„ამა წლის 21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ ამ ღონისძიებაში როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა იყო არა გაფართოება, არამედ უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ, იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მიიჩნევა, რომ მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ხოლმე ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული“, – განაცხადა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა.

თბილისის მერია კადრებს აქვეყნებს (ვიდეო)

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე არაერთი ავტომობილი დგას.

წილოსანი წერს, რომ ინფორმაცია, თითქოსდა, სამართალდარღვევის შემთხვევაში, რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, კანონის აღსრულება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე ხდება.

,,სამწუხაროდ, ტრანსპორტის პოლიტიკის კვალდაკვალ, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება. განსაკუთრებულად რუსული სანომრე ნიშნის.

ვინც მიცნობს, მათთან ამის მტკიცება არ მჭირდება, თუმცა სააგენტოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე.

მიუხედავად სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობისა. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისოდ აღიარებული შეზღუდვებისა.

ვთხოვ მედიას და სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელების დროს თავიანთ მომხმარებლებს და თავი შეიკავონ დეზინფორმაციების გავრცელებისგან.
ეს ყველას ქალაქია!!!”, – წერს სოციალურ ქსელში ვიქტორ წილოსანი და ვიდეოს ავრცელებს.

 

 

 

“თეა გოდოლაძემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა”-დაზარალებული არასრულწლოვანის ჩვენება

თეა გოდოლაძის საქმეზე “კურიერმა” ჩვენება მოიპოვა. დაზარალებული არასრულწლოვანი ინციდენტის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ თეა გოდოლაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

“თეა გოდოლაძემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან მარცხენა ხელი დამარტყა მარჯვენა ყურისა და ლოყის მიდამოში, რომლის შედეგადაც აღმენიშნებოდა სიწითლე მთელი დღის განმავლობაში. ექიმების მიერ დანიშნული მაქვს წამალი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ და მოცემული ძალადობის შემდეგ, ვინაიდან ვიყავი აღელვებული, წამლის დოზა გაზრდილი ოდენობით მივიღე.

რაც შეეხება თეა გოდოლაძეს, იგი მყავს ნანახი ძალადობამდე ორჯერ, ხოლო ძალადობის შემდეგ – რამდენჯერმე. ერთხელ იყო, როდესაც ჩემთვის არასასიამოვნოდ მოიქცა. თეა მოვიდა ჩემ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მარტო ვიმყოფებოდი. იგი სწრაფად შემოვიდა სახლში, გამკრა მხარი მსუბუქად, ყველა ოთახში, მათ შორის მამაჩემის და ჩემს საძინებელ ოთახებში ფარდის უკანაც შეამოწმა, კარადებიც ნახა, სავარაუდოდ, ეძებდა მამაჩემს. ეს არ იყო სასიამოვნო, ავღელდი მისი დანახვით,”- აცხადებს არასრულწლოვანი.